„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №65 |
|
2013 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი |
ა)
ნორმა №1 ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ნორმა №1 საერთო საჯარისო სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (საქვაბე კმაყოფაზე ყოფნის) პირობებში
შენიშვნა: ბოსტნეულის კონსერვი გაიცეს ბოსტნეულის ნაცვლად დანაყოფის მოთხოვნის შესაბამისად.“; |
ბ)
ნორმა 4-ის საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯრა №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯრა №2
შენიშვნა: ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმა 1 მოსამსახურეზე განისაზღვროს 5000 კ. კალორიის ფარგლებში.“; |
გ)
ნორმა №4-ის გძელვადიანი საზღვაო გადასვლისა და უცხო ქვეყნის ნავსადგურებში ყოფნის პერიოდში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ეკიპაჟის წევრთა სასურსათო იჯრა №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გრძელვადიანი საზღვაო გადასვლის და უცხო ქვეყნის ნავსადგურებში ყოფნის პერიოდში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ეკიპაჟის წევრთა სასურსათო იჯრა №4
შენიშვნა: 1. მოცემული იჯრით უზრუნველყოფილი უნდა იქნენ: ა) მცურავი საშუალებების ეკიპაჟები და ის პირები, რომლებიც იმყოფებიან გემზე გადასვლაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სამ დღეზე მეტი ვადით; ბ) პირები, რომლებიც უბედური შემთხვევით, ავარიით ან სტიქიური უბედურებით, ძლიერი შტორმით ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენით, აგრეთვე სხვა საგანგებო ვითარებით გამოწვეული გარემოებების გამო აყვანილი არიან სანაპირო დაცვის ხომალდზე (კატარღაზე) საზღვაო გადასვლის დროს. 2. მოცემულ იჯრასთან ერთად 24.00 სთ-დან 08.00 საათამდე სამორიგეო-სავახტო სამსახურში მყოფ მოსამსახურეზე დამატებით გაიცემა:
3. გემების ზღვაში ყოფნის დროდ ითვლება პერიოდი გასვლიდან (ნავსადგომის კედლიდან (პირსიდან) მოშორების მომენტიდან) დაბრუნებამდე (ნავსადგომის კედლთან (პირსთან) შეხების მომენტამდე). სალაშქრო მზადებასთან, ტექნიკის, იარაღისა და პირადი შემადგენლობის მიღებასთან დაკავშირებით ხომალდის (კატარღის) ბაზაში გადაადგილებისას დახარჯული დრო ზღვაში ყოფნის დროდ არ ითვლება.“. |
|