აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.02.2013
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.07.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 24.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილება (ვებგვერდი, 130111, 13/01/2011; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016024).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. აღნიშნული დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და ვალდებულებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
დ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ვ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ზ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
თ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ი) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ო) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
პ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ჟ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობის, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება;
ბ) ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის;
გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელის (მოხელეებისაგან).
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება- მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.
8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 4🔗.
განყოფილებების ფუნქციები
1. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებას;
ე) სამშენებლო მუნიციპალურ შესყიდვასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის (ფარული, შესრულებული სამუშაოების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და შესაბამისი ფორმების ან/და ხარჯთაღრიცხვების და ა.შ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კოორდინაციის გაწევა;
ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ავტომანქანების პარკირების ადგილების შერჩევისა და პარკირების წესების დადგენის ორგანიზებას;
თ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ი) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ლ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებას, ასევე ამ ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ნ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
პ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ჟ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
რ) მშენებლობის ნებართვების გაცემისა და დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები:
ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ან უნებართვო დემონტაჟს;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) ზედამხედველობას და კონტროლს აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
თ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
კ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობებისა და წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენას;
ნ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულება
1. სამსახურის საჯარო მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.
3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, გამგებლის წარდგინების საფუძველზე.