📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2013
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 674 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2013 მიღება
05.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2013 წლის 7 თებერვალი ქ. აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 24 დეკემბრის № 35 დადგენილება (ვებგვერდი, 130111, 13/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016025). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური 1. აბაშის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია:ქ.  აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის; გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სახელოვნებო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას. გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კოორდინაციას;    დ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;      ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ობიექტების მართვის კოორდინაციას. მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადებას; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;    ვ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას კულტურის, განათლების, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;    ზ) განათლებისა და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და განხორციელებას;    თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;    ი) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას;    კ) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას;    ლ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;    მ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;    ნ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;    ო) საჭირო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების მოწვევას; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. მუხლი 5🔗. სამსახურის რეორგანიზაცია გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.