აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2013
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 894 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2013 მიღება
05.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 7 თებერვალი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“  საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. აღნიშნული დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და ვალდებულებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №1. მუხლი 2🔗. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირების სამსახურის ფუნქციები 1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალური ქონების,  მათ შორის, მიწის რესურსების აღრიცხვა, ფორმირება და მართვა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების აქციების, ფასიანი ქაღალდების, აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; გ) წინადადებებისა და დასკვნების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ვ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ზ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; თ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება; ი)  მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში; კ) ახორციელებს კანონით დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების დაგეგმვასა და აღრიცხვას ცალკეული გადამხდელების მიხედვით; ლ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა; მ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;  ნ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდული ანალიზი; ო) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; პ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ჟ) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდება, გადასახადის ვადების, მოცულობის შესახებ; რ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღების ორგანიზება; ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება; ბ) ადგილობრივი გადასახდელების ადმინისტრირების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეებს შორის; გ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელის (მოხელეებისაგან). 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად“. მუხლი 4🔗. განყოფილებების ფუნქციები 1. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:   ა) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ბ)    ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; გ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების დაგეგმვას და ამოღებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; დ) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდებას, გადასახადის ვადების, მოცულობის შესახებ; ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღების ორგანიზებას; დ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვას; ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულება 1. სამსახურის საჯარო მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად. 3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, გამგებლის წარდგინების საფუძველზე.