შპს „თბილაერო“-ს კრედიტორთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს „თბილაეროს ” კრედიტორთა საყურადღებოდ
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 29 ივნისს გაცემული №2/6876-11 განჩინება, რომლის თანახმად გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება შპს „თბილაეროს ” (ს/ნ 202221531) მიმართ.
შპს „თბილაეროს ” სახელზე ირიცხება მოძრავი ქონება, კერძოდ , დებიტორული მოთხოვნები შემდეგი იურიდიული პირების მიმართ:
1. შპს „ავიასერვისის ” (ს/ნ 204439919) მიმართ მოთხოვნა – საბაზრო ღირებულება – 46 901 (ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ერთი) ლარი;
2. შპს „ავიასერვისტურის ” (ს/ნ 200266997) მიმართ მოთხოვნა – საბაზრო ღირებულება – 9 684,65 (ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაოთხი და 65) ლარი;
3. შპს „ბასკი ტურის ” (ს/ნ 206120623) მიმართ მოთხოვნა – საბაზრო ღირებულება – 2 164,40 (ორი ათას ას სამოცდაოთხი და 40) ლარი;
4. შპს „მისტერ თრეველის ” (ს/ნ 204535397) მიმართ მოთხოვნა – საბაზრო ღირებულება – 2 293,96 (ორი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი და 96) ლარი;
5. შპს „მარსის ” (ს/ნ 203845492) მიმართ მოთხოვნა – საბაზრო ღირებულება – 177,60 (ას სამოცდაჩვიდმეტი და 60) ლარი;
ჯამში, შპს „თბილაეროს ” დებიტორული მოთხოვნების ღირებულება არის 61 221,61 (სამოცდაერთი ათას ორას ოცდაერთი და 61) ლარი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „თბილაეროს ” ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის მიზნით გამოცხადდა სამი აუქციონი. აღნიშნული აუქციონები დასრულდა უშედეგოდ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის თანახმად , „თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი,აღსრულების ეროვნული ბიურო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზებას. ქონება საკუთრებაში გადაეცემათ იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის მე-40მუხლით დადგენილი რიგითობი ს შესაბამისად.კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების შესაბამისად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. ”.
ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, გთავაზობთ , ამ განცხადების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში , წარმოადგინოთ განცხადება შპს „თბილაეროს ” სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული ქონებების საკუთრებაში მიღების თაობაზე.
რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველი
ნათია სახოკია
577 111 432