⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.07.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 18.07.2014
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.129.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 586 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2013 მიღება
18.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე იასონ ჭუმბურიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №5 2013 წლის 15 მარტი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №10 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე                                                                                                                                                                                                      დანართი  №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗.   განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.  6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი,  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად. 9. მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის  და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახური  (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის,  დასაქმების, განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდული  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.  მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; გ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ე) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; ზ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; თ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  განყოფილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ბ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ფუნქციებია: ა) კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა; ბ) პროექტების შედგენა; გ) ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა; დ) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა; ე) ახალგაზრდების დასვენება პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში;  ვ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;