განჩინება შპს ”საქართველოს ღვინოები”-ს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12601-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/12601-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2013 წლი ს 28 იანვარი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

სხდომის მდივანი ხათუნა ჯამასპიშვილი

 

განმცხადებელი (კრედიტორი) სს „ბანკი ქართუ”

წარმომადგენლები დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე.

კრედიტორები   1. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი –ნინო მუმლაძე-ბარავკოვი;

2. შპს „ტრანსიბერიატრანზიტი”

დირექტორი რამაზ ალფაიძე;

3. შპს „ქიმრეაქტივი”

დირექტორი ალეკო პეტრიაშვილი.

მოვალე შპს „საქართველოს ღვინოები”

დირექტორი ნუგზარ საჯაია.

 

მეურვე  აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ნათია სახოკია

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 21 აგვისტოს განცხადებით მომართა შპს „საქართველოს ღვინოების” დირექტორმა ნუგზარ საჯაიამ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „საქართველოს ღვინოების” დირექტორს ნუგზარ საჯაიას უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. 2012 წლის 28 სექტემბერს განმცხადებელმა სს „ბანკ მა ქართუმ” მომართა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ. კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელთა საბჭო სამი წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი აირჩია მოვალემ, მეორე  კრედიტორებმა, ხოლო მესამე წევრი საბჭოს წევრთა შეუთანხმელობის გამო დანიშნა სასამართლომ.

2012 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,საქართველოს ღვინოების‘‘ მომრიგებელი საბჭოს წევრმა ნანა ამისულაშვილმა, სადაც აღნიშნავს, რომ საბჭოს მიერ 2012 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში‘‘,ითხოვს სასამართლომ მიიღოს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2012 წლის 10 დეკემბერს შპს „საქართველოს ღვინოების” დირექტორმა ნუგზარ საჯაიამ განმეორებით განცხადებით მომართა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,„გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.“. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „საქართველოს ღვინოებს” უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების მიღებაზე, მის მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მოვალის მხრიდან დანიშნული იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრი ვასილ აფციაური, რომელმაც 2012 წლის 13 დეკემბერს სასამართლოში წარმოდგენილ მომრ ი გებელი საბჭოს გადაწყვეტილებას შპს „საქართველოს ღვინოების” მიმართ მხარი დაუჭირა, რაც იძლევა იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ მოვალემ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით,მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ, ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისთანავე,მომრიგებელთა საბჭო უფლებამოსილებას უწყვეტს მეურვეს, რომელიც გასამრჯელოს იღებს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანს 5 000 ლარს.საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და მეურვის გასამრჯელო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 26-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დაადგინა :

1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შპს „საქართველოს ღვინოების” მიმართ;

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხოს სს ,,ბანკი ქართუს’’ მიერ 2012 წლის 5 სექტემბერს გადახდილი 5 000 ლარი, რომელიც განთავსებულ იქნა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე სს ბანკი ,,რესპუბლიკა’’ ბანკის BIC კოდი REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE74 BR00 0001 0517 4634 83;

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაშიб კერძო საჩივრითб თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                   თამარ ჭუნიაშვილი