სს "ჯორჯიან ქარდი"-ს მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის” მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ჯორჯიან ქარდის” სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 01 მარტს, 16:00 საათზე ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. № 221-ში მდებარე სააქციო საზოგადოების ოფისში.
სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2013 წლის 8 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოში;
2. სს „ჯორჯიან ქარდის” 2012 წლის ანგარიში;
3. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა 2013 წლისათვის.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნა დირექტორთან 2013 წლის 18 თებერვლამდე , მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ
1. 2012 წლის განმავლობაში საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევ ენ აქციონერთა საერთო კრებას, დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობა.
2. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად და საზოგადოების უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობისათვის, მიზანშეწონილია დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევ ენ კრებას, კვლავ აირჩიოს სს „ჯორჯიან ქარდის” აუდიტორად კომპანია „E RNST & YOUNG”-ი.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2013 წლის 18 თებერვლიდან სს „ჯორჯიან ქარდის” აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
გენერალური დირექტორი ნანა ქებურია