საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016749
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2013
matsne.gov.ge 105 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №71 2013 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: 1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2013 წლის 17 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სადახლო - ბაგრატაშენი“, „სადახლო - აირუმი“, „გუგუთი - გოგავანი“ და „ნინოწმინდა - ბავრა“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“  შეთანხმება. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი