„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №22 |
|
2013 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი |
„11. აღმასრულებელი ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგი წესით:
ა) აღმასრულებელი ორგანო იკრიბება აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ;
ბ) აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა. ყოველი გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
გ) აღმასრულებელი ორგანოს დღის წესრიგს განსაზღვრავს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის წინასწარი გადაწყვეტილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები სხდომის ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით არის მიღებული და მას ეთანხმება აღმასრულებელი ორგანოს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასეთი ფორმით მიღებული გადაწყვეტილებები აისახება მომდევნო სხდომის ოქმში;
დ) აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დამატებითი წესები და რეგულაციები აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად შეესაბამება წესდებაში განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს;
ე) აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმს აკეთებს სხდომის მდივანი. სხდომის ოქმს ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი და სხდომის მდივანი;
ვ) აღმასრულებელი ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაფორმდეს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით და აისახება აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმში;
ზ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი გაიტანოს აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე განსახილველად ან შესათანხმებლად, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ეს საკითხი უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს გამგებლობაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.02.2013.
- როდის იქნა მიღებული „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017191.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №22, 07.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017191 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1842365/