ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მიმართოს სააგენტოს მასზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად. არსებული სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს სარგებლობის ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025