⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.02.2014)
გაუქმებულია:

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2013
ძალის დაკარგვა 21.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.017186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 702 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2013 მიღება
21.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №25 2013 წლის 7 თებერვალი    ქ. თბილისი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდარ­თუ­ლი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.  მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამო­ცხა­დდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №23 დადგენილება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგ­რამა) შემუშა­ვებულია „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად. 2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ად­გი­ლობრივი თვი­თ­მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგა­ნული კანონით, საქარ­თვე­ლოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვ­რული პრინციპები და ნორმები. მუხლი 2🔗. პროგრამის ძირითადი მიზნები პროგრამის ძირითადი მიზნებია: ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფ­ლის პირ­ვე­ლი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროე­ბათა და­სა­ფინანსებლად (ადგილო­ბრი­ვი ინფრასტრუქტურის ობიექტები, კეთილმოწყობის, სასოფლო-სამეურ­ნეო  სამუშაოები და სხვა); ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულო­ბის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესა­ბა­მისად; გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთი­ერთ­კავშირის გაძლიერება; დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამა­ღ­ლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვი­თმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) უფ­ლებამოსილებათა ეფე­ქ­ტიანად განხორციელება.  მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყაროები 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2013 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-19 მუხლით გათვალის­წი­ნებული ასიგნებები. 2. შესაძ­ლე­ბელია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექ­ტე­ბი  დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზა­ციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, ასევე საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.  მუხლი 4🔗. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა 1. პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს 2013 წლის სახე­ლ­მ­წიფო ბიუ­ჯე­ტში გათვალისწინებულია 50 000 000 (ორმოცდაათი მილი­ონი) ლარი. აღნიშნული თანხა, კონკრეტულ სოფელში მოსახლეობის რაოდე­ნო­ბის მიხედვით, ნაწილდება შემდეგი პრინციპით: ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი; ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი; გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი; დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი; ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილების შემდეგ, პრო­გ­რამით გათვალისწინებული  თანხის ნაშთი სოფლებისათვის ნაწილ­დება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღ­ნიშ­ნული მაჩვენებ­ელი იანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობი­სა და 12,572422 კოეფიციენტის ნამრავლით. მუხლი 5🔗. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა 1. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამო­ყე­ნების მიზ­ნობ­რიობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) განსახორციელებელი პროგრამის (პროგრამების) დადებითი სოცი­ა­ლურ-ეკონომიკური ეფექტი  უნდა აისახებოდეს  სოფლის მოსახ­ლე­ობის უმ­რა­ვ­ლესობაზე; ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან მომსა­ხუ­რება უნდა აუმჯობესებდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერი­ა­ლურ, ყოფით, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას; გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა და­საქმდეს შე­სა­ბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათ­ვალისწინებულ შემ­თხვე­ვაში – სო­ფლების) მოსახლეობა. 2. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფ­ლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობ­ლე­მის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები, სასოფლო-სამეუ­რ­ნეო ტექნიკა, სამედიცინო პუნქტი და სხვა) გადასა­წყვეტად. მუხლი 6🔗. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის პრო­ცე­დურა 1.  მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე ინფორმაციას, სოფ­ლების მიხედვით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო). 2.  სამინისტრო, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  ახორციელებს თითოეული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას და შესაბამის ინფორმაციას აწვდის  მუნიციპალიტეტებს. 3.  კონკრეტული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის თაობაზე  მოსახლეობის ინფორმირებას, რწმუნებულების მეშვეობით ახორციელებს  მუნი­­ციპალიტეტი. 4.   კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში თანხის მიზნობრიობა დგინდება პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მხო­ლოდ მოსახლეობასთან  წინასწარი კონსულტაციის შემდეგ. 5.   რწმუნე­ბული ორგანიზებას უწევს სოფლის კრე­ბის გამართვას, აწ­ყობს საჯარო გან­ხილ­ვას და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვე­ტი­ლე­ბით, სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფ­ლი­სათ­ვის გამოსაყოფი თანხის გამოყენების მიზნობ­რი­ობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში. 6.   კრების ოქმს რწმუ­ნებული წა­რუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტს. 7.  მუნიციპალიტეტი, სოფლების მიხედვით შესაბამისი პროექტებისა და თი­თოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის მითითებით, ამზადებს ჯამურ ინფორმაციას, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს. 8. სამინისტრო, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პრო­ექტს, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისა და მასში შემავალი სოფ­ლების მიხედვით განსახორციელებელი პროექტების დასახელება, თანხის რაო­დე­ნობა და თვითმმართველი ერთეული, რომლის ბიუჯეტშიც ირიცხება პრო­გრამით გათვალისწინებული თანხა. 9. სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, განკარგულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მუხლი 7🔗. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პრო­ცე­დურა 1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მიერ ხო­რ­ციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების სა­ფუძ­ველზე. 2. თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისთვის  პასუხისმგე­ბელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელ­მ­წი­ფო შესყიდვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების შესა­ბამისად. მუხლი 8🔗. პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი პროგრამის  მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც საჭიროების მიხე­დვით პერიოდულად ითხოვს ინფორმაციას მუნიციპალიტეტებიდან, ახდენს მათ შესწავლას, ანალიზს და საბოლოო მონაცემებს განსახილველად წარუ­დ­გენს საქართველოს მთავრობას წელიწადში ორჯერ - არა უგვიანეს 2013 წლის 20 ივლისისა და  2014 წლის  20 იანვ­რისა.