⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2021)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2013
ძალის დაკარგვა 01.03.2021
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.143.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,087 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2013 მიღება
01.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,57 0,8
ქ. ხაშურის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
დასახელება 1 კვ.მ მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა (ლარობით)
ქ. ხაშურის ცენტრალური ზონა 1,07
ქ. ხაშურის შუალედური ზონა 0,89
ქ. ხაშურის პერიფერიული ზონა 0,71
დაბა სურამი 0,76
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები 0,45
ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალები 0,27
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2013 წლის 8 თებერვალი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, 19​5 მუხლის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 დანართის თანახმად. 2. დამტკიცდეს ქ. ხაშურის ტერიტორიის ზონირება №2 დანართის თანახმად. 3. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა №3 დანართის თანახმად. 4. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა №4 დანართის თანახმად. 5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №13 დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ”. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ქ. ხაშურში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ხაშურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn = IMG x ITL x C x K, სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ხაშურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,57-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,2-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 65-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ხაშურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K Cn (ლარი) ცენტრალური ზონა 0,57 1,2 0,24 65 10,67 შუალედური ზონა 0,57 1 0,24 65 8,892 პერიფერიული ზონა 0,57 0,8 0,24 65 7,114 3. დაბა სურამში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 85%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,558 ლარს. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,446 ლარს. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,668 ლარს. 6. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,334 ლარს. დანართი №2 ქ. ხაშურის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL ცენტრალური ზონა რუსთაველის ქ. 26 მაისის ქ-მდე, მელიქიშვილის ქუჩის ნაწილი, სააკაძის ქუჩა აღმაშენებლის ქუჩამდე, ყაზბეგის ქ. 26 მაისის ქ-მდე, ტაბიძის ქუჩა ასათიანის ქუჩამდე, დ. მჭედლიშვილის ქ, ბესიკის ქუჩა, 1 მაისის ქუჩა, ტელიაფუსის ქუჩა, ძნელაძის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, კოსტავას ქუჩა ლესელიძის ქუჩის ასახვევამდე, ლესელიძის ქუჩა, გ. სირბილაძის ქ. მარკოზაშვილის ქ. ნ. მაყაშვილის ქ. აღმაშენებლის ქ. წყაროს ქ. 9 აპრილის ქ. ნ.მაყაშვილის ქ.-ის ასახვევამდე, ფალიაშვილის ქ. გორკის ქუჩის ასახვევამდე, გორკის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა გორკის ქუჩის ასახვევამდე, ვახუშტის ქუჩა, კიევის ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, ზანიერის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრი ორივე მხარეს, იმერეთის ქუჩა საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან 50 მეტრი ორივე მხარეს. 1,2 შუალედური ზონა ჭალის ძველი სასაფლაოს ტერიტორია, მარჯანიშვილის ქუჩა, სუმბათაშვილის ქუჩა, ანტონოვსკაიას ქუჩა, პაპუაშვილის ქუჩა, ევდოშვილის ქუჩა სუმბათაშვილის ქუჩამდე, გამსახურდიას ქუჩა, თავდადებულის ქუჩა სუმბათაშვილის ქუჩის შესახვევამდე, შოლის ქუჩა, ცხვირაშვილის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ბარათაშვილის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, ჩაიკოვსკის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, დევდარიანის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ტაბატაძის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, ნიკოლაძის ქუჩა, დ. ყიფიანის ქუჩა, თუმანიშვილის ქუჩა, ლომოურის ქუჩა, ხერხეულიძის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ასათიანის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ტაბიძის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, გოგოლის ქუჩა, წმ. ილია მართლის ქუჩა გოგოლის ქუჩამდე, ერისთავის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, ხეთაგუროვის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა ბარბაქაძის ქუჩასა და ქუჩა, წმ. ილია მართლის ქუჩას შორის, კილაბერიძის ქუჩა ქუჩა, წმ. ილია მართლის ქუჩის ასახვევამდე, გაბაშვილის ქუჩა, წმინდა ნინოს ქუჩა გაბაშვილის ქუჩის ასახვევამდე, სანაპიროს ქუჩა ხეთაგუროვის ქუჩის ასახვევამდე, დუმბაძის ქუჩის ნაწილი, გოგებაშვილის ქუჩა, ფოთის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, დადიანის ქუჩა, სვანიძის ქუჩა, ახალციხის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, გიორგობის ქუჩა, გელოვანის ქუჩა, დოდაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, საიათნოვას ქუჩა, თბილისის ქუჩა, გორის ქუჩა, თევდორე მღვდლის ქუჩა დუმბაძის ქუჩამდე და გრიბოედოვის ქუჩამდე, გრიბოედოვის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ომიაძის ქუჩა, არსენას ქუჩა, მგალობლიშვილის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, ოსიაურის ქუჩა, კოსტავას ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, 9 აპრილის ქუჩა ცენტრალური ზონის გარდა, ჯაფარიძის ქუჩა, კიკვიძის ქუჩა, ნინოშვილის ქუჩა. 1 პერიფერიული ზონა პერიფერიულ ზონას მიეკუთვნოს ქალაქში არსებული ყველა დანარჩენი ქუჩა ცენტრალურ და შუალედურ ზონებს მიკუთვნებული ქუჩების გარდა 0,8 დანართი №3 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა დასახელება 1 კვ.მ მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა (ლარობით) ქ. ხაშურის ცენტრალური ზონა 1,07 ქ. ხაშურის შუალედური ზონა 0,89 ქ. ხაშურის პერიფერიული ზონა 0,71 დაბა სურამი 0,76 ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები 0,45 ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალები 0,27 ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 0,53 დანართი №4 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე.