თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2013
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.154.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2013
matsne.gov.ge 2,208 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2013 წლის 11 თებერვალი დ. თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, ‘‘ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 19​5 მუხლის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი, დანართი № 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური დანართი№1 თიანეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად და განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს. 2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანო; ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები. 3. ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა შეიძლება: ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები); ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება). 4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის,” „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,” ‘‘ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად. 5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 6. თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს (მათ შორის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმას და ვადას) და სამართლებრივი აქტების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად. მუხლი 2🔗. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებული ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ)  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით   გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 3. თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარე,  აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. მუხლი 3🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება 1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. 2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. 4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. მუხლი 4🔗.  ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები  1. ქონების სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. 2. ქონების სარგებლობაში გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს თიანეთის  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ მიმართავს წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე  გადაწყვეტილების მისაღებად. 3. სარგებლობის ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ თიანეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით. 4. სარგებლობის ფორმით ქონების გადაცემისას მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. 5. ქონება, რომელიც გადაცემულია სარგებლობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს თიანეთის მუნიციპალიტეტს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება. მუხლი 5🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა 1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება. 2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს. მუხლი 6🔗.  ქონების ქირავნობა  1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის  ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში. 2. თიანეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე: ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის; ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში; გ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 7🔗. ქონების იჯარა 1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში. 2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე. 3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. 4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ: ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას; ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში; გ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 8🔗. ქონების თხოვება 1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება. 3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა. მუხლი 9🔗. აუქციონის ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტგვერდზე. ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საშუალებებშიც. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში); გ) ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღებს; ე) ბეს, რომლის ოდენობაც შეადგენს ქონების სარგებლობის საწყისი წლიური ქირის 30%-ს; ვ) ბიჯის სიდიდეს, რომელიც შეადგენს ქონების სარგებლობის საწყისი წლიური ქირის  5%-ს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომელიც შეადგენს  უძრავ ქონებაზე 100 ლარს, ხოლო მოძრავ ქონებაზე 50 ლარს; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო ქონების შესახებ კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე დაათვალიეროს იგი. მუხლი 10🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. აუქციონი ცხადდება აუქციონის დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 10 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, იმ ქონების დასახელებას და ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში გადაცემაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ)  სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები. მუხლი 11🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.  3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მისი ქირის საწყის ფასს, ბიჯს. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ქონება ითვლება სარგებლობის უფლებით გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. მუხლი 12🔗.  პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით      გადაცემის ორგანიზება  1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით. 2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს. 3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი, (მსურველები) განცხადებით მიმართავს თიანეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს   და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან. 4. თიანეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში იხილავს შემოსულ განცხადებას და თავის მხრივ წარუდგენს წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარეს, პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და შესაბამისი  პირობების დადგენის შესახებ. მუხლი 13🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის  ჩატარებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში. 4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები; ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს; ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს; თ) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირი. მუხლი 14🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა 1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და/ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. 4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. მუხლი 15🔗. დავათა განხილვის წესი ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილავს სასამართლო.