თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 488 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2013 წლის 11 თებერვალი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სამგზავრო  გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა, დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 მარტიდან.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სამგზავრო  გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა მუხლი 1🔗. პრობლემის განსაზღვრა 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე  მაღალია, განსაკუთრებით  მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა. მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.  თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების  გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და  საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების   შემთხვევაში  დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების  მომსახურების მიღების მიზნით  იქონიონ რეგულარული კავშირი   მუნიციპალიტეტის   ადმნისტრაციულ  ცენტრთან. 2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო   მიმოსვლა. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. პროგრამის  არსი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის  დაბა თიანეთისაკენ  სამგზავრო  გადაყვანის  მომსახურების შესყიდვას. 2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით  კვირაში ორჯერ მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით: ა) ჯიჯეთი - თიანეთი - ჯიჯეთი;   ბ) არტანი - თიანეთი - არტანი;  გ) ჩაბანო - დულუზაურები - თიანეთი - დულუზაურები - ჩაბანო; დ) სიონი -თიანეთი - სიონი; ე) ბოჭორმა - სიონი - თიანეთი - სიონი - ბოჭორმა; ვ) ქვემო ნაქალაქარი - მაგრანეთი- თიანეთი - მაგრანეთი  -  ქვემო ნაქალაქარი; ზ) ღულელები - სიმონიაანთხევი - თიანეთი - სიმონიაანთხევი  - ღულელები. 3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით  უნდა შეადგენდეს  არა უმეტეს: ა) ჯიჯეთი - თიანეთი - ჯიჯეთი  -  0, 30 ლარისა; ბ) არტანი - თიანეთი - არტანი  - 0,50 ლარისა; გ) ჩაბანო - დულუზაურები - თიანეთი - დულუზაურები - ჩაბანო - 0,50 ლარისა; დ) სიონი -თიანეთი - სიონი - 0,70 ლარისა; ე) ბოჭორმა - სიონი - თიანეთი - სიონი - ბოჭორმა - 1,0 ლარისა; ვ) ქვემო ნაქალაქარი - მაგრანეთი - თიანეთი - მაგრანეთი  -  ქვემო ნაქალაქარი - 0,70  ლარისა; ზ) ღულელები - სიმონიაანთხევი - თიანეთი - სიმონიაანთხევი  -  ღულელები -0,70 ლარისა. შენიშვნა: თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის  თემში შემავალი სოფლებიდან მგზავრთა მიერ განხორციელებული თანაგადახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მიმართულებებზე არ უნდა აღემატებოდეს  0,30 ლარს. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამა მოქმედებს 2013 წლის პირველი მარტიდან   31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 5🔗. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება  61189  ლარით. მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს  ადმინისტრაციული ცენტრიდან  დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დაბა თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ-სოციალურ ცენტრთან, რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.