⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.157.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 715 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2013 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 8 თებერვალი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის   სამსახურის დებულება (დანართი 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/5 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, გამგეობის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტები. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. 3. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვა, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება; ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება; დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; გ) მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტის მომზადება; ე) არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეცა; ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მშენებლობის გზების,ხიდების, გარეგანათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლა - პატრონობა; თ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე; ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; კ) წინადადებების შემუშავება ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ლ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; მ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზება; ნ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავება; ო) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება; პ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; ჟ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობით უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენებიანების რეგულირების საკითხებზე; რ) გეგმარებითი დავალებების მომზადება; ს) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ტ) მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. უ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალა; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ნებართვები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე; გ) შეითანხმოს ბუნებრივ გარმოზე ზემოქმედების მქონე სამეურნეო ობიექტების განლაგების და სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტები; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.  3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.