თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 11.02.2013
ძალის დაკარგვა 23.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №3/5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა | ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 30.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს
დადგენილება
№3/5
2013 წლის 11 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის- ფოთის, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულება თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის №2/4 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016153) ,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური)
დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) სტატუსი
1.
საკრებულოს აპარატი (სამსახური) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2.
აპარატის (სამსახური) ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3.
საკრებულოს აპარატი (სამსახური) არის თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.
4.
აპარატის (სამსახური) ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი ფოთი დავით აღმაშენებლის ქუჩა №12.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.
2.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) ძირითადი ფუნქციები
1.
ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
2.
მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
3.
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
4.
ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;
5.
უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
6.
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
7.
ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
თავი II
საკრებულოს აპარატის (სამსახური) სტრუქტურა და სტრუქტურული
ერთეულების ფუნქციები
მუხლი 4🔗.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) სტრუქტურული ერთეულები
1.
საკრებულოს აპარატს (სამსახური) ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი;
2.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე;
3.
აპარატის (სამსახური) უფროსი ან აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი;
4.
აპარატის (სამსახური) სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
საქმისწარმოების განყოფილება,
ბ)
საორგანიზაციო განყოფილება,
გ)
იურიდიული განყოფილება,
დ)
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება,
ე)
საოქმო-საარქივო განყოფილება.
მუხლი 5🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოსაპარატის (სამსახური) საორგანიზაციო განყოფილება
1.
ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ჯგუფის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
2.
ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვისათვის საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
3.
ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
4.
ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
5.
ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
6.
უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
7.
საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
8.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) საორგანიზაციო განყოფილების უფლება-მოვალეობაა, შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის.
მუხლი 6🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) იურიდიული განყოფილება
1.
ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების და აპარატის (სამსახური) შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
2.
ახორციელებს საკრებულოს სხდომებზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას;
3.
უზრუნველყოფს საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის (სამსახური) სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას;
4.
უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის მომზადებას;
5.
საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის (სამსახური) თანამშრომლებს;
6.
წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარგაცემული მინდობილობის შესაბამისად. საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესები სასამართლოში შეიძლება დაიცვას აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებმა, ასევე მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
1.
არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს აპარატის თანამდებობის პირების მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებას;
2.
უზრუნველყოფს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურ გამოყენებას;
3.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
4.
არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, მოწვეული სპეციალისტების, აპარატის მოსამსახურეების საფინანსო მომსახურებას;
5.
აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას საკრებულოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
მუხლი 8🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) საქმისწარმოების განყოფილება
1.
ახორციელებს აპარატის (სამსახური) სტრუქტურულ ერთეულში დოკუმენტებზე მუშაობის უზრუნველყოფას;
2.
ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
3.
აწარმოებს შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსულ კორესპონდენციების ანალიზს და სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს შესაბამის კორესპონდენციებს;
4.
ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;
5.
ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირის საქმისწარმოებას;
6.
უზრუნველყოფს დაწესებულებების, ორგანიზაციების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაციას;
7.
უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნასა და შენახვას;
8.
უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საკრებულოს ,,ვებგვერდს” შესაბამისი ინფორმაციებითა და ნორმატიული აქტებით;
9.
ახორციელებს საკრებულოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფას;
10.
ფოსტით, ელექტრონული ფოსტით მიღებული ოფიციალური კორესპონდენცია აპარატში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა ადრესატს, რაც ფიქსირდება აპარატის კომპიუტერში.
მუხლი 9🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) საოქმო-საარქივო განყოფილება
1.
უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ჯგუფების სხდომის ოქმების შედგენას.
2.
თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს ოქმები ინახება საოქმო–საარქივო განყოფილებაში.
3.
საოქმო–საარქივო განყოფილება აწარმოებს თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს საარქივო მომსახურეობას.
4.
ამზადებს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმებს.
5.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, ინახება საოქმო-საარქივო განყოფილებაში.
თავი III
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) ხელმძღვანელობა
მუხლი 10🔗.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) უფროსი
1.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის (სამსახური) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) უფროსი:
ა)
უძღვება აპარატის (სამსახური) საქმიანობას;
ბ)
შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის (სამსახური) დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ)
საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის (სამსახური) შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ)
საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე)
ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;
ვ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;
ზ)
ამზადებს საკრებულოს აპარატის (სამსახური) საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტებს და წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარესთან აგრეთვე სხვა შესაბამის დოკუმენტებს;
თ)
უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოში შემოსულ დოკუმენტებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმირებას.
3.
აპარატის (სამსახური) უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4.
აპარატის (სამსახური) უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5.
აპარატის (სამსახური) უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის (სამსახური) უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის (სამსახური) უფროსის მოადგილე.
6.
აპარატის (სამსახური) უფროსი წყვეტს საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრებისათვის, აპარატის (სამსახური) თანამშრომლებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 11🔗.
აპარატის (სამსახური) უფროსის მოადგილე
1.
აპარატის (სამსახური) უფროსის მოადგილეს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე;
2.
აპარატის (სამსახური) უფროსის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად ასრულებს აპარატის (სამსახური) უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ;
3.
აპარატის (სამსახური) უფროსის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის (სამსახური) უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
1.
აპარატის (სამსახური) შემადგენლობაში არიან უფროსი საჯარო თანამდებობის პირები-საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები – ინფრასტრუქტურის, სოციალურ, იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო, საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო-სარევიზიო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის (სამსახური) უფროსის ცალკეულ დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
საკრებულოს აპარატის (სამსახურის) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის (სამსახური) უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 13🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.
აპარატის (სამსახური) სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც აპარატის (სამსახური) უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა)
ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებაში მისდამი ქვემდებარე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების ასახვას, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის (სამსახური) უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ)
უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.
3.
სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის (სამსახური) უფროსის წინაშე.
4.
სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
თავი IV
საკრებულოს აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 14🔗.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.
საკრებულოს აპარატის (სამსახური) უფროსს და აპარატის (სამსახური) მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.
3.
აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4.
კონკურსის ჩატარების წესი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 15🔗.
აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
1.
აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 16🔗.
აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები
1.
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
2.
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
3.
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
4.
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
5.
დადგენილი წესით ისარგებლონ ტექნიკური საშუალებებით;
6.
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 17🔗.
აპარატის (სამსახური) საჯარო მოსამსახურეების ვალდებულებები
1.
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
2.
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
3.
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
4.
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
5.
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებული ქალაქის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.