1. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება დადგენილებები:

ა) დაჯარიმების შესახებ;

ბ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;

გ) (ამოღებულია - 05.03.2014, №2049).

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის
კანონი №2049
– ვებგვერდი, 17.03.2014