განჩინება შპს „ჯორჯიან მეტექსი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/13143-12
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 30 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”
წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე
კრედიტორები – 1. შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე – შპს „ჯორჯიან მეტექსი”
დირექტორი – ემზარ შუშიაშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ნათია სახოკია
დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მოვალე შპს „ჯორჯიან მეტექსის” მიმართ.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები გოჩა ცინცაძე და ნანა გუგუნაშვილი, ხოლო მესამე წევრად სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა ნანა ამისულაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მომრიგებელი საბჭოს წევრების გოჩა ცინცაძის, ნანა გუგუნაშვილისა და ნანა ამისულაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მეტექსის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მეტექსის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ .
2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით ,
დაადგინა :
1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2013 წლის 22 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6, სხდომის დარბაზი №29) შემდეგი დღის წესრიგით:
1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მეტექსის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი