საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.03.2013
ძალის დაკარგვა 07.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №37/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 მარტის №37/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№37/ნ
2013 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები შედგება შემდეგი თემატიკისაგან:
ა) ეფექტური კომუნიკაცია;
ბ) ასაკობრივი ფსიქოლოგია;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
დ) სისხლის სამართალი;
ე) ადამიანის უფლებები;
ვ) პირველადი სამედიცინო დახმარება;
ზ) ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება;
თ) საჯარო სკოლის სტრუქტურა;
ი) სამოქალაქო თავდაცვა;
კ) ინფორმატიკა;
ლ) საქმისწარმოება;
მ) ნარკოტიკული საშუალებები.
ნ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანება;
ო) ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანება;
პ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“;
ჟ) სკოლის კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
შენიშვნა:
მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.