საქმე “მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მესამე სექცია
საქმე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”
(საჩივარი no 18996/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 9 ოქტომბერი
საბოლოო გახდა
09/01/2013
წინამდებარე გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.
საქმეზე: მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
ჯოზეპ კასადევალი – თავმჯდომარე,
ეგბერტ მაიერი,
კორნელიუ ბირსანი,
ალვინა გულუმიანი,
იან სიკუტა,
ლუის ლოპეზ გუერა
ნონა წოწორია – მოსამართლეები,
და სანტიაგო კესადა – სექციის განმწესრიგებელი,
2012წლის 18 სექტემბერს გამართული დახურული თათბირის შემდეგ,
იმავე დღეს, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის საფუძველია საქართველოს მოქალაქის, ბ-ნ გიორგი მიქიაშვილის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2006წლის 29 აპრილს, სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი (no 18996/06).
2. მომჩივანს წარმოადგენდა ადვოკატი – ბ-ნი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ლევან მესხორაძე.
3. 2010წლის 26 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, მთავრობისთვის ეცნობებინა მომჩივნის მიერ, კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე, წამოყენებული პრეტენზიები, რომლებიც უკავშირება პოლიციელებისა და ციხის პერსონალის მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, ასევე, კონვენციის მე-5 (§3) მუხლის საფუძველზე, მომჩივნის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით წამოყენებული პრეტენზია (სასამართლოს რეგლამენტის 54-ე (§2 „ბ“) მუხლი). სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საჩივრის მისაღებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა (მუხლი 29§1).
4. მთავრობამ და მომჩივანმა, 2010წლის 27 სექტემბერსა და 21 დეკემბერს , შესაბამისად, წარმოადგინეს საჩივრის მისაღებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებული მიმოხილვები (სასამართლოს რეგლამენტის 54 „ა“ მუხლი). 2011წლის 21 თებერვალს მთავრობამ წარმოადგინა დამატებითი კომენტარები მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
ა. მომჩივნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მისი დაკავებისას
5. მომჩივანი დაიბადა 1984 წელს, თბილისში. პოლიციის შესაბამისი ოქმების მიხედვით, 2005 წლის 29 ოქტომბერს პოლიციის მიერ დაკავების დროს, იგი იმყოფებოდა ალკოჰოლის მსუბუქი ზემოქმედების ქვეშ და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ამის შედეგად, მომჩივანს აღენიშნებოდა ტუჩების ოდნავი შეშუპება და მცირე ჩალურჯება შუბლზე.
6. დაკავების შემდეგ, მომჩივანს ჩაუტარდა გარეგანი ვიზუალური შემოწმება, დროებითი მოთავსების იზოლატორში მის გადაყვანამდე. მორიგე ექიმის მიერ ადგილზე შედგენილ დასკვნაში მითითებულია დიდი ზომის ჰემატომა მომჩივნის შუბლის მარცხენა ნაწილში, მარჯვენა საფეთქელზე, მარცხენა თვალთან ახლოს და ღაწვთან, სილურჯე ტუჩზე და ტუჩის დაზიანება, რამაც გამოიწვია სისხლდენა და დიდი ზომის ჩალურჯება კისერსა და მთელ ზურგზე (2005წლის 29 ოქტომბრის დასკვნა).
7. 2005 წლის 30 ოქტომბერს მომჩივანს ბრალი წარედგინა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მათი მოვალეობების შესრულების პროცესში განზრახ ხელის შეშლის მიზნით (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (§2) მუხლი). საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ორმა პოლიციელმა, ნ.ჯ.-მ და გ.ა.-მ, დაახლოებით 20:15 საათზე, დაინახეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქუჩაში მირბოდა მობილური ტელეფონით ხელში და მას უკან მისდევდა ორი ქალბატონი (რომლებიც აღმოჩნდნენ მისი მეუღლე და მეგობარი). ვიდრე მამაკაცი ჩაჯდებოდა ქუჩის ბოლოს გაჩერებულ ავტომანქანაში, პოლიციელებმა ის შეაჩერეს და ჰკითხეს, რატომ მირბოდა და ვის ეკუთვნოდა მობილური. ამ დროს მომჩივანი გადმოვიდა აღნიშნული ავტომანქანიდან მის მეგობარ ახალგაზრდა მამაკაცთან, ბ.-სთან ერთად და ორივემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. პოლიციამ ვერ შეძლო მათი დამშვიდება , და ჩხუბის დროს მომჩივანმა და მისმა მეგობარმა მათ შემოახიეს პერანგები და სვიტრები. პოლიციელებმა დამატებითი ძალა გამოიძახეს და რამდენიმე კოლეგის მისვლის შემდეგ, მათ შეძლეს თავდამსხმელთა დაკავება. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების შემდეგ, თავდამსხმელები განაგრძობდნენ პოლიციელთა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ზოგიერთი პროცედურული საკითხის გადაწყვეტის მიზნით მისულ გამომძიებელს, ა.ც.-ს, მომჩივანმა მუშტი დაარტყა მარცხენა თვალში.
8. მომჩივნისა და მისი მეგობრის, ბ.-ს მიერ დაშავებული სამი პოლიციელის გარეგანი დათვალიერების შესახებ სამედიცინო დასკვნების მიხედვით, ა.ც.-ს აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა და სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალის არეში, გ.ა.-ს ჰქონდა თავის დახურული ტრავმა და მარჯვენა მუხლის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ნ.ჯ.-ს - ტუჩებისა და ლოყის ზედაპირული დაზიანებები. სამივე პოლიციელი იმავე დღეს გაწერეს საავადმყოფოდან.
9. 2005 წლის 30 ოქტომბერს გამომძიებელმა, პროკურორის თანხმობით, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამართალწარმოების პროცესში მომჩივნის პატიმრობაში დატოვების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის მიზეზად დასახელდა რისკის არსებობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანი, შესაძლოა, დამალვოდა მართლმსაჯულებას და ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.
10. 2005 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა რა მომჩივნის მოთხოვნა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის მასალებისა და მხარეთა ზეპირი მოსმენის საფუძველზე, სასამართლომ დაადასტურა გონივრული ეჭვის არსებობა იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას. წინასწარი პატიმრობის შეფარდება დასაბუთებულ იქნა იმ მოსაზრებით, რომ მომჩივნის გათავისუფლების შემთხვევაში მას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა მოწმეებზე, რაც ხელს შეუშლიდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. უფრო მეტიც, მსგავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი მკაცრი განაჩენიდან გამომდინარე, მომჩივანი შესაძლოა დამალვოდა მართლმსაჯულებას.
11. 2005 წლის 31 ოქტომბრის პროცესზე გადაღებულ ფოტოებში მომჩივანს აღენიშნებოდა ჩალურჯება თვალების ირგვლივ და შუბლის მარცხენა მხარის დაზიანება. ის იმავე დღეს გადაიყვანეს თბილისის №1 საპყრობილეში, სადაც მორიგე ექიმის მიერ ჩატარებული გარეგანი დათვალიერების შედეგად, მომზადდა სამედიცინო დასკვნა. დასკვნაში აღნიშნული იყო მომჩივნის შუბლის მარცხენა ნაწილის დაზიანება (2005წლის 31 ოქტომბრის სამედიცინო დასკვნა). დასკვნის თანახმად, იმ დაზიანების მდგომარეობა, რომელზეც მომჩივანი აცხადებდა, რომ დაკავებამდე მიიღო, უმჯობესდებოდა.
12. 2005 წლის 2 ნოემბერს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ. გამომძიებლის განცხადებით, არ ყოფილა დადგენილი, რომ მომჩივანი დაშავდა დაკავების დროს. თბილისის №1 საპყრობილის ექიმის მიერ მომზადებულ სამედიცინო დასკვნაში მითითებულია, რომ დაზიანების თარიღი დაკავების თარიღზე ადრინდელია. უფრო მეტიც, გამომძიებელმა მიიჩნია, რომ მომჩივანს დაკავებისას რომ მიეღო დაზიანება, ის ამის შესახებ პრეტენზიას 2005წლის 31 ოქტომბრის პროცესზე წამოაყენებდა.
13. იმავე დღეს, 2005წლის 2 ნოემბერს მომჩივანმა გაასაჩივრა დაპატიმრების ორდერი, inter alia აცხადებდა რა, რომ მართლმსაჯულებისგან მის დამალვასთან და გამოძიებაზე ზეწოლასთან დაკავშირებული ვარაუდები სრულიად დაუსაბუთებელი იყო.
14. 2005 წლის 7 ნოემბრის ზეპირი მოსმენის დროს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ („სააპელაციო სასამართლო“) არ დააკმაყოფილა მომჩივნის სააპელაციო სარჩელი, დაასკვნა რა, რომ მისი პატიმრობაში დატოვება იყო აუცილებელი საქმის სიმძიმისა და წარმოდგენილი ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით, რომლებსაც 2005წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეიცავდა. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა შესაბამისი ორგანოების მხრიდან სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე უარს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს არასდროს მოუთხოვია მსგავსი შემოწმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 73-ე (§1 „ზ“) მუხლის საფუძველზე.
15. 2005 წლის 9 ნოემბერს მომჩივანმა გაასაჩივრა სამედიცინო შემოწმებაზე უარი და განაცხადა, რომ გამომძიებელი სამედიცინო ექსპერტივით მოქმედებდა და განსაზღვრავდა, თუ როდის შეეძლო მომჩივანს მიეღო ესა თუ ის დაზიანება. დაცვის მხარის აზრით, სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე უარი წარმოადგენდა სსსკ-ის 73-ე (§1 „ზ“) მუხლის დარღვევას.
16. 2005 წლის 28 დეკემბერს მოსამართლემ დაავალა საგამოძიებო ორგანოებს, მომჩივნის სამედიცინო მდგომარეობა შეფასებულიყო სამედიცინო ექსპერტის მიერ. სამედიცინო შემოწმება ჩატარდა 2006წლის 5 იანვარსა და 1-ლ თებერვალს შორის. სამედიცინო ექსპერტს ჰქონდა 2005 წლის 29 ოქტომბრის სამედიცინო დასკვნის ასლიც. დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების გარდა, შემოწმების დროს, ექსპერტმა შენიშნა 1x1 სმ-ის ზომის ნაწიბური მარჯვენა საფეთქელზე, რომელიც შეესაბამებოდა მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით მიყენებულ მსუბუქ დაზიანებას. ექსპერტმა დაასკვნა, რომ მომჩივნის ყველა დაზიანება, შესაძლოა, ემთხვეოდა მისი დაკავების თარიღს, როგორც მომჩივანი ამას თავად ამტკიცებდა.
17. 2006 წლის 25 იანვარს მომჩივნის პატიმრობა გაგრძელდა კიდევ ერთი თვით. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ 2006წლის 29 იანვარს, რომელმაც ცალკე გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა და გამომძიებელს მიუთითა იმ ფაქტზე, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ერთი თვის მანძილზე და რომ გამოძიება უმიზეზოდ გაჭიანურდა.
18. 2006 წლის 21 ივნისს მომჩივანი, სავარაუდოდ, კვლავ სცემეს, აღნიშნულ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
19. 2006 წლის 22 ივნისს მომჩივანს მსჯავრი დაედო სსკ-ის 353-ე (§2) მუხლით და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს წინაშე ნ.ჯ.-მ დაადასტურა, რომ იგი მომჩივანმა სცემა, ვიდრე მეორე ახალგაზრდა მამაკაცი შეურაცხყოფას აყენებდა. თხუთმეტამდე ადამიანი გამოვიდა ახლომდებარე ბარიდან, რათა დაეცვათ ახალგაზრდა მამაკაცი და შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელებისთვის. აქედან გამომდინარე, თავდამსხმელთა დაკავება გართულდა და პოლიციამ დამხმარე ძალა გამოიძახა. ორი მამაკაცის დაპატიმრების შემდეგ, ნ.ჯ.-მ და მისმა კოლეგა გ.ა.-მ მიმართეს საავადმყოფოს მკურნალობისთვის. მათი ტანსაცმელი დახეული იყო. ნ.ჯ.-ს თქმით, მომჩივანს ტუჩი დასისხლიანებული ჰქონდა და იმ ალბათობის გამორიცხვა, რომ მან მიიღო სხეულის სხვა დაზიანებები, არ შეიძლებოდა.
20. გ.ა.-მ განაცხადა, რომ იგი სცემა ორმა ახალაზრდა მამაკაცმა, და რომ მომჩივანს დაკავებამდე აღენიშნებოდა სახეზე დაზიანება.
21. ა.ც.-მ განაცხადა, რომ ის ინციდენტის ადგილზე მივიდა მაშინ, როდესაც დაკავების ოპერაცია პრაქტიკულად დასრულებული იყო და დაინახა, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი წაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ის შეხვდა მომჩივანს დაკითხვის ოთახში, სადაც ამ უკანასკნელმა მუშტი დაარტყა თვალში. ა.ც.-მ აღნიშნა, რომ მას მომჩივნისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
22. მომჩივნის მეგობარმა, რომელიც, პოლიციელთა განცხადებით, მირბოდა ქუჩაში მობილურით ხელში, აღნიშნა, რომ ის მთვრალი იყო, თავს ცუდად გრძნობდა და ქუჩაში სწრაფად მიდიოდა, მას მიჰყვებოდნენ მეუღლე და მეგობარი. როდესაც პოლიციამ გააჩერა, რათა გაერკვია, თუ ვის ეკუთვნოდა ტელეფონი, მან გადასცა ტელეფონი თავის მეუღლეს და ბუჩქებისკენ გაიქცა, რადგან გული ერეოდა. დაბრუნებისას მან დაინახა, რომ ორი ქალბატონი ყვიროდა და პოლიცია ცდილობდა, დაერტყა მომჩივნისა და მისი მეორე მეგობრის, ბ.-სთვის. ის წაქცეულ მომჩივანს ადგომაში დაეხმარა. მან განაცხადა, რომ პოლიციელების ტანსაცმელი არ დახეულა და დაკავებამდე, მის მეგობრებს სხეულზე არავითარი ხილული დაზიანებები არ ჰქონდათ.
23. დასახმარებლად მისულმა ორმა პოლიციელმა განაცხადა, რომ მათ დაინახეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სცემდნენ წაქცეულ გ.ა.-ს. თავდამსხმელები იგინებოდნენ და უარს ამბობდნენ პოლიციის მანქანაში ჩასხდომაზე.
24. მომჩივანმა გაასაჩივრა გამამტყუნებელი განაჩენი და პრეტენზია გამოხატა იმის შესახებ, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო პოლიციელთა არგუმენტები მათ ცემასთან დაკავშირებით და არ განიხილა მომჩივნის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იმავე პოლიციელების მხრიდან, მის მიმართ, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, ჯერ დაკავებისას, შემდეგ - პოლიციაში. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ დაკავებისას, ის დაეცა მიწაზე და მას ურტყამდნენ თავში, მუცელსა და ზურგში. მეგობარი მას წამოდგომაში დაეხმარა. მომჩივანმა აგრეთვე განაცხადა, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში მას თავზე ჭიქა დაამტვრიეს და პოლიციამ დაუნდობლად სცემა. მომდევნო ორი კვირის მანძილზე მას არ უძინია, აწუხებდა თავის ტკივილები და უცნაურად იქცეოდა. მომჩივანმა პრეტენზია გამოთქვა იმაზეც, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ იგნორირება გაუკეთა სამედიცინო დასკვნას, რომელიც ამტკიცებდა, რომ მომჩივანი ნაცემი იყო. მოითხოვდა რა სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობის გაწევას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მომჩივანმა განაცხადა, რომ ის გახდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის მსხვერპლი და სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ მას ისეთივე მნიშვნელობა მიენიჭებინა საქმის ამ ნაწილისთვის, როგორც სხვა ფაქტებისთვის.
25. 2007 წლის 12 აპრილს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფონზე, მან ვერ აღმოაჩინა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
26. 2007 წლის 14 დეკემბერს მომჩივნის სააპელაციო სარჩელი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც იგი კვლავ იმეორებდა კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წამოყენებულ პრეტენზიას, დაუშვებლად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნული გადაწყვეტილება მომჩივანს ეცნობა 2007წლის 19 დეკემბერს.
ბ. მომჩივნისთვის გაწეული სამედიცინო მკურნალობა
27. თბილისის სხვადასხვა ფსიქიატრიული კლინიკის მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნების თანახმად, დაკავებამდე მათ მომჩივნისთვის არასდროს დაუნიშნავთ რაიმე სახის მკურნალობა.
28. დაკავებიდან მოკლე ხანში, 2005წლის 11 ნოემბერს, მომჩივანი მოათავსეს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ პალატაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის არასტაბილურობის გამო. 2005წლის 14 ნოემბერს მომჩივნის მდგომარეობის გამოკვლევა მოხდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ (ცენტრი „ემპათია“) ექსპერტების მიერ. გამოკვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, მომჩივანს აწუხებდა თავის დაზიანება, ტვინის შერყევა და იყო დელირიის (ბოდვის) მდგომარეობაში. ექსპერტებმა, მომჩივნის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, აგრეთვე შენიშნეს, რომ ამ უკანასკნელს წარსულში რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული თავის დაზიანება და ახასიათებდა სიმთვრალესთან დაკავშირებული აგრესიული ქცევებიც. ექსპერტების რეკომენდაციის თანახმად, საჭირო იყო მომჩივნის ფსიქიატრიული შემოწმება კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიული გამოკვლევა, შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა.
29. 2005 წლის 26 დეკემბერს მომჩივნის ადვოკატმა თბილისის პროკურატურაში შეიტანა მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარების შესახებ, რათა დადგენილიყო, საჭიროებდა თუ არა მომჩივანი სპეცილიზებულ საავადმყოფოში მოთავსებას, იყო თუ რა მისი მდგომარეობა დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შედეგი და აგებდა თუ არა იგი პასუხს თავის ქმედებებზე იმ დანაშაულის ჩადენის დროს, რომელშიც ის იყო ბრალდებული.
30. 2006 წლის 6 თებერვალს თბილისის პროკურატურამ გასცა მომჩივნისთვის ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარების ბრძანება, რასაც შედეგად მოჰყვა 2007 წლის 27 მარტის სამედიცინო დასკვნა. ამ დასკვნის მიხედვით, მომჩივანს არ აწუხებდა რაიმე სახის ქრონიკული ფსიქიკური დაავადება, დროებითი ფსიქოლოგიური აშლილობა ან სხვა გონებრივი დაავადებები. მას ჰქონდა მსუბუქი დეპრესია და პასუხს აგებდა თავის ქმედებებზე.
31. 2006წლის 30 მარტსა და 19 აპრილს ცენტრ ემპათიის დირექტორმა მიმართა ციხის ხელმძღვანელობას და ყურადღება გაამახვილა მომჩივნის ფსიქიკურ პრობლემებსა და სუიციდურ მიდრეკილებებზე, რის შესახებაც მას აცნობეს მომჩივნის დამ და მოძღვარმა. მომჩივნის დამ მოითხოვა მომჩივნის მოთავსება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებდა შესაბამის მკურნალობას და გაივლიდა სტაციონარულ ფსიქიატრიულ გამოკვლევას.
32. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მოხვდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ პალატაში 2006 წლის 22 აპრილს. 22 აპრილიდან 27 მაისამდე ის დარჩა ამავე საავადმყოფოში, მაგრამ სხვა პალატაში. შემდეგ ის გადაიყვანეს თბილისის №5 საპყრობილეში და კიდევ ერთხელ მოხვდა ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ პალატაში 2006 წლის 29 მაისს. 2006წლის 16 აგვისტოს მომჩივანი გადაიყვანეს რუსთავის №6 საპყრობილის სამედიცინო ნაწილის სამარტოო საკანში.
33. 2006წლის 22 დეკემბერს მომჩივანს ჩაუტარდა სტაციონარული ფსიქიატრიული გამოკვლევა. დასკვნის მიხედვით, ის არ იყო ფსიქიკურად დაავადებული არც იმ ქმედებების ჩადენის დროს, რაშიც ბრალი ედებოდა და არც მანამდე. აქედან გამომდინარე, ის პასუხს აგებდა თავის ქმედებებზე. თუმცა გამოკვლევის პერიოდში აღენიშნებოდა დროებითი ფსიქიკური აშლილობა ხანმოკლე რეაქტიული ფსიქოზის ფორმით. მას არ შეეძლო საკუთარი ქმედებების გაკონტროლება და საჭიროებდა სავალდებულო ინტენსიურ ფსიქიატრიულ მკურნალობას ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. 2007 წლის 31 იანვარს სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნის ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების შესახებ. ამ კლინიკაში ის დარჩებოდა გათავისუფლებამდე. როგორც შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტებიდან ირკვევა, აღნიშნულ კლინიკაში მომჩივანს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის მკურნალობა და იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ.
34. ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული 2008წლის 10 ივნისის დასკვნის მიხედვით, რომელიც მოიცავს მომჩივნის მონიტორინგის შედეგებს 2005წლის 8 ნოემბრიდან 2008წლის 27 მაისამდე, ფსიქოტური მდგომარეობა განვითარდა დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ; მომჩივნის განკურნება მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი მკურნალობა დაენიშნა ხონის კლინიკისა და სხვა ექიმების მიერ, რომლებიც მას გათავისუფლებიდან ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.
გ. მომჩივნის დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამოძიება
35. 2005 წლის 20 დეკემბერს მომჩივნის ადვოკატის საჩივრის პასუხად, თბილისის პროკურატურამ გადაწყვიტა, გამოეყო მომჩივნის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებასთან დაკავშირებული ასპექტი (სსსკ-ის 333-ე (§3 „ბ“) მუხლი) მომჩივნისა და მისი მეგობრის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ასპექტისგან. ამ კუთხით ცალკე გამოძიება დაიწყო.
36. 2006 წლის 26 იანვარს გამოძიების პროცესში მოწმის სახით დაკითხვისას მომჩივანმა დაადასტურა, რომ დაკავებისას ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ პირველად მას ხელი ჰკრეს პოლიციელებმა, რის გამოც დავარდა მიწაზე, შემდეგ პოლიციელები სცემდნენ და ურტყამდნენ ხელკეტებს, განსაკუთრებით ბევრი დარტყმა მან თავის არეში მიიღო. მომჩივანმა აგრეთვე განმარტა, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში მას სცემა შვიდმა ან რვა პოლიციელმა, რომლებიც მას ასევე სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. მომჩივანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია თავდაცვის მიზნით. თბილისის №1 საპყრობილეში მომჩივანს ჩაუტარდა ვიზუალური სამედიცინო შემოწმება, რომლის დროსაც მან განზრახ შეცდომაში შეიყვანა ექიმი და მას უთხრა რომ შუბლის დაზიანება დაკავებამდე მიიღო, რადგან შეეშინდა, რომ კვლავ დაექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას.
37. პოლიციელები, რომლებმაც გააჩერეს მომჩივნის მეგობარი, როდესაც ის მობილურით ხელში, ქუჩაში გარბოდა და ის თანამშრომლები, რომლებიც მოგვიანებით, დაკავების ოპერაციაში დასახმარებლად გამოიძახეს, ასევე დაკითხეს. მათი ჩვენებები იდენტური იყო. ნ.ჯ.-მ დაამატა, რომ ძალა გამოყენებულ იქნა დაკავების დროს და რომ მომჩივანს მისი ნიშნები სხეულზე აღენიშნებოდა. თუმცა ის ამტკიცებდა, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს.
38. ა.ც.-მ ასევე დაადასტურა წინა ჩვენება (იხ. §21) და დაამატა, რომ დაზიანებულ თვალში განუვითარდა სისხლჩაქცევა და მას შემდეგ, თითქმის მთლიანად დაკარგა ამ თვალში მხედველობა. პოლიციელებმა, რომლებიც იყვნენ დროებითი დაკავების იზოლატორში, დაადასტურეს, რომ მომჩივანმა ა.ც.-ს თვალი დაუზიანა და აგრეთვე განმარტეს, რომ მსხვრევადი საგნები დროებითი იზოლატორის საგამოძიებო ოთახში აკრძალულია, შესაბამისად, მომჩივანს თავზე ჭიქას ვერავინ დაამტვრევდა.
39. მომჩივნის მეგობარმა, რომელიც იმავე პერიოდში დააკავეს, დაადასტურა, რომ დაკავებისას მომჩივნის მიმართ განხორციელდა არასათანდო მოპყრობა. მისმა მეუღლემ, რომელიც ამ ეპიზოდს ესწრებოდა, წერილობით ჩვენებაში განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მან დაინახა, იყო კამათი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. მათმა მეორე მეგობარმა წერილობით ჩვენებაში მიუთითა, რომ მომჩივანმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. თუმცა, მას არ დაუნახავს, პირველმა ვინ დაარტყა.
40. 2006 წლის 7 აპრილს მომჩივნის ადვოკატმა განცხადება შეიტანა გენერალური პროკურორის სახელზე თბილისის პროკურატურის უარის გამო, რაც უკავშირდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახალ საქმეში და ასევე, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიება წინ არ მიდიოდა.
41. 2006 წლის 30 ივნისს პროკურატურის ორგანოებმა, მოწმეთა ჩვენებებსა და პოლიციელთათვის ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მიიღეს გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება. მათ მიიჩნიეს, რომ მომჩივნის დაკავებისას, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა და რომ არ არსებობდა არავითარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მომჩივნის ბრალდებები დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას განცდილი არასათანადო მოპყრობის შესახებ.
42. მომჩივანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება, ამტკიცებდა რა, რომ არავითარი განმარტება არ გაკეთებულა იმ დაზიანებებთან და ჯანმრთელობის პრობლემებთან მიმართებაში, რომლებიც მას დაკავების შემდეგ აღმოაჩნდა. მომჩივანმა გაიმეორა, რომ ეს პრობლემები იყო არასათანადო მოპყრობის უშუალო შედეგი, პოლიციის მხრიდან, რომელმაც გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას.
43. 2006 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმე მხარეთა დაუსწრებლად და მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განიხილა. მან ძალაში დატოვა გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მომჩივანს არ გამოუთქვამს პრეტენზია არასათანადო მოპყრობის თაობაზე, არც ეჭვმიტანილის და არც ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს, მაშინ როდესაც აღნიშნული საპროცესო მოქმედებების განხორციელების დროს, მას იცავდა ადვოკატი. მომჩივანს ასევე არ გამოუყენებია სამედიცინო შემოწმების ან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნის დაკავების მომენტში, პოლიციელებს არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ და რომ პოლიციის განყოფილებაში მომჩივნის მიერ განცდილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი არ დასტურდებოდა.
44. 2006წლის 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა დაუსწრებლად და ბოლო ინსტანციით, მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები ჯეროვნად იყო დასაბუთებული.
დ. 2006 წლის 14 და 15 აგვისტოს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი
45. 2006 წლის 15 აგვისტოს, 11:20 საათსა და 11:45 საათს შორის, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, მომჩივანი მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ამ უკანასკნელს აღენიშნებოდა დარტყმების კვალი და დაზიანებები თავზე, თირკმელებსა და ზურგზე. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2006წლის 14-15 აგვისტოს, ღამით, იგი სცემა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ გ.ბ-მ და ციხის ექვსმა თანამშრომელმა, რომელთაგან მას შეეძლო ამოეცნო ი. და დ.. მომჩივანი სავარაუდოდ, წიხლებით სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაფურთხეს. მომჩივანი, რომელმაც, მისივე მტკიცებით, წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს, მოთავსებულ იქნა სამარტოო საკანში. ომბუდსმენის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ იყო მშიერი და გააპროტესტა ციხის ხელმძღვანელობის უარი მისთვის სასმელისა და საკვების მიცემასა და საპირფარეშოში გაშვებაზე. მომჩივანმა სთხოვა ომბუდსმენის წარმომადგენლებს დახმარება, რომ ის გადაეყვანათ უსაფრთხო ადგილზე და გამოთქვა შიში, რომ მოკვლას უპირებდნენ.
46. 2006 წლის 16 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სსკ-ის 118-ე (§1) მუხლის საფუძველზე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).
47. 2006 წლის 17 აგვისტოს გამომძიებლის მიერ მოწმის სტატუსით დაკითხვისას, მომჩივანმა შეცვალა თავდაპირველი ჩვენება. ის ამტკიცებდა, რომ ვერ იხსენებდა 2006 წლის 14-15 აგვისტოს ინციდენტის დეტალებს, ვინაიდან იმ დროისთვის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა. რაც მას ახსოვდა იყო ის, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ჩხუბი არ მოსვლია. მომჩივანმა შემდგომში განაცხადა, რომ ხშირად მოსდიოდა კამათი სხვა პატიმრებთან, რომელთა დასახელება ვერ შეძლო, ვინაიდან ეს მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა.
48. მომჩივნის თავდაპირველ ჩვენებაში მოხსენიებულმა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ გ.ბ.-მ, რომლის მხრიდანაც, ჩვენების მიხედვით, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, აღნიშნა, რომ ჩხუბი ატყდა მომჩივანსა და მეორე პატიმარს, ა.ა.-ს, შორის, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ეზოში, 2006წლის 14 აგვისტოს და ციხის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ ჩარეულიყვნენ ჩხუბის აღკვეთის მიზნით. ის ამტკიცებდა, რომ ინციდენტის თვითმხილველი თვითონ არ ყოფილა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ეზოში მაშინ მივიდა, როდესაც ჩხუბი უკვე დასრულებული იყო. ამის შემდეგ მომჩივანი მოათავსეს სამარტოო საკანში. გ.ბ.-ს თქმით, აღნიშნული ინციდენტის დროს, არც მას და არც ციხის თანამშრომლებს მომჩივნისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
49. ციხის თანამშრომლები, რომლებიც ინციდენტის დროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ეზოში იმყოფებოდნენ, აგრეთვე დაიკითხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ პატიმარს, ა.ა.-ს და მომჩივანს, რომელიც, მათივე მტკიცებით, ყოველთვის აგრესიულობით გამოირჩეოდა დაწესებულების პერსონალისა და სხვა პატიმრების მიმართ, მოუვიდათ ჩხუბი 2006წლის 14 აგვისტოს და მომჩივანი აგრესიული ქცევის გამო მოთავსდა ერთადგილიან კამერაში. მათივე თქმით, მეორე დღეს, მომჩივანმა დაწვა პერანგი, დაამტვრია საკანი და განაგრძობდა ციხის თანამშრომელთა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ციხის თანამშრომლებმა ასევე განაცხადეს, რომ ინციდენტი ცოტა ხანს გაგრძელდა და მათ არც მომჩივნისთვის და არც ა.ა.-თვის არ შეუმჩნევიათ რაიმე სახის დაზიანება.
50. ა.ა.-მ დაადასტურა, რომ 2006წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 6:00 საათზე, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ეზოში ვარჯიშის დროს კამათი მოუვიდა მომჩივანთან და მას ერთხელ დაარტყა, რის შემდეგაც ეზოში მყოფი ციხის თანამშრომლები ჩაერივნენ და გააშველეს ისინი. ა.ა.-მ აღნიშნა, რომ არც ციხის თანამშრომლები და არც ინციდენტის დროს ეზოში მყოფი სხვა პატიმრები არ ჩარეულან ჩხუბში ან არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა მომჩივნისთვის.
51. ექვსი პატიმარი, რომელიც შეესწრო ამ ინციდენტს, დამატებით დაიკითხა გამოძიების პროცესში. მათ დაადასტურეს, რომ ჩხუბი ატყდა მომჩივანსა და ა.ა.-ს შორის 2006 წლის 14 აგვისტოს და ციხის თანამშრომლები მხოლოდ მათ გასაშველებლად ჩაერივნენ.
52. დაცვის მხარის მოთხოვნით, 2006წლის 29 აგვისტოს ჩატარებულმა დ ამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ მომჩივანს აღენიშნებოდა 2სმX1,5სმ-ზე და 6,5სმX2,5სმ-ზე ზომის ჰემატომები ზურგზე და 3,5სმX1სმ-ზე ზომის ჰემატომა თირკმელზე. აღნიშნული დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული და შესაძლოა,მათი მიყენება სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მიერ შედგენილ ოქმში აღნიშნულ დროსა და ვითარებაში მომხდარიყო.
53. 2008 წლის 7 ივლისს პროკურორმა საქმე შეწყვიტა მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. უგულვებელყო რა მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებული სამედიცინო მტკიცებულებები, მან თავისი გადაწყვეტილების ძირითადი ნაწილი დააფუძნა მომჩივნის მიერ, გამომძიებლისთვის, 2006 წლის 17 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაზე, ისევე როგორც მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის, მისი ორი მოადგილის, ციხის თანამშრომლებისა და გამოძიების პროცესში დაკითხულ პატიმართა ჩვენებებზე. პროკურორმა დაასკვნა, რომ ციხის პერსონალის მხრიდან მომჩივნის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დადგინდა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო დოკუმენტები
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციით
54. სსსკ-ის 28-ე (§1“ა“) მუხლის თანახმად, წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სსსკ-ის 62-ე (§§ 1 და 2) მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, მაშინ როდესაც პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ პოლიციელის, გამომძიებლის, უფროსი სამხედრო ან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება განეკუთვნება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას.
სსსკ-ის სხვა შესაბამისი დებულებები შემდეგნაირად იკითხება:
„1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:
(ვ) „დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 24 საათში“.
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ...
4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.“.
„დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება. ...“
მუხლის 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ
„1. წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ანდა იურიდიულმა პირმა,......ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები ...“
ბ. Human Rights Watch-ის ანგარიში „არამართლზომიერი სასჯელი: პატიმრების წინაააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საქართველოში“ (ტომი 18, No. 8(დ) სექტემბერი 2006)
55. ანგარიშის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
შეჯამება
„... დაპატიმრებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გაიზარდა 2005 წლის სექტემბრიდან. ზოგიერთი დაპატიმრებული პირი აღნიშნავდა რეგულარულ და სასტიკ ცემას ან სხვა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს და არაადამიანურ დასჯას. ზოგიერთ შემთხვევაში, ცემა და არაადამიანური მოპყრობა წარმოადგენდა წამებას. დაუსჯელობა არის ფართოდ გავრეცელებული მსგავსი არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში. დაპატიმრებულ პირებს არ აქვთ პრეტენზიის წარდგინების ეფექტიანი მექანიზმებისადმი ხელმისაწვდომობა და ზოგიერთ დაწესებულებებში აქვთ ადვოკატებთან კონფიდენციალურად კომუნიკაციის შეზღუდული შესაძლებლობა. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული გამოძიებები იშვიათია და იმათ, ვინც ჩადის მსგავს საქციელს, იშვითად ეკისრება პასუხისმგებლობა.
ციხის პერსონალისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიმართ დაუსჯელობა მრავალი წინააღმდეგობა არსებობს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისა და იმ დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის გზაზე, რომლებიც ბოროტად იყენებენ უფლებამოსილებას დაპატიმრებულ პირთა მიმართ, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უშუალოდ ჩარევისა და ციხის პერსონალსა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომელთა შორის განმასხვავებელი ნიშნების ნაკლებობის ჩათვლით. 2006 წლის დასაწყისში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოწვეული გარდაცვალების, დაზიანებების და სხვა არასათანადო მოპყრობისა და შესაძლო წამების შემთხვევებთან დაკავშირებული გამოძიებების ნაკლებობა ასევე ადასტურებს იმას, რომ მთავრობას სრულად არ შეუძლია უზრუნველყოს სამართლიანობის გარანტია დაზარალებულებისთვის და დაუსჯელობის ატმოსფეროს აღმოფხვრა.“.
გ. Amnesty International ბრიფინგი: წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ (AI Index: EUR 56/005/2006, 30 მარტი 2006)
„... 2005 წელს დაზიანებათა დიდი უმრავლესობა სავარუდოდ მიყენებულია დაკავების დროს. ამავე პერიოდში Amnesty International აგრძელებდა ინფორმაციის მიღებას მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სავარაუდოდ ხდებოდა დაპატიმრებულ პირთა წამება ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები მანქანებში, ვიდრე ისინი გადაჰყავდათ პატიმრობის ადგილას და შინაგან საქმეთა სამინისტრო...
წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა ისევ დიდ პრობლემას წარმოადგენს. Amnesty International შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ პროკურირები არ იწყებენ გამოძიებას წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა პოტენციურ ფაქტზე, რასაც სისტემური ხასიათი აქვს. ბევრ შემთხვევაში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ დამნაშავეები არ წარსდგნენ სასამართლოს წინაშე. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე დაწყებული გამოძიებები არ ტარდება დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად“.
დ. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) 2007 წლის 21 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მომზადებული 2007 წლის 25 ოქტომბრის ანგარიში
„2. III –- მოპყრობა.
10. ზოგადად, CPT-ს დელეგაციას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა მოპყრობასთან დაკავშირებული სიტუაცია შესამჩნევად გაუმჯობესდა კომიტეტის მეორე პერიოდული ვიზიტის შემდეგ. დაკითხულ პირთა დიდი უმრავლესობა 2007 წლის ვიზიტის დროს, რომლებიც იმყოფებოდნენ პატიმრობის ქვეშ, მიუთითებდნენ, რომ მათ ექცეოდნენ სათანადოდ. დელეგაციამ მიიღო მხოლოდ რამდენიმე ცალკეული ბრალდება ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ყველა, ერთის გარდა, აღნიშნავდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას დაკავების დროს (დარტყმა, მუშტის ჩარტყმა პირის დაკავების შემდეგ).
15. ... CPT კვლავ აცხადებს, რომ მრავალი წლის მანძილზე მისი რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, როცა კი მოსამართლის წინაშე წამდგარი პირი პატიმრობის ბოლოს უჩივის არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან, მოსამართლე იწერს ბრალდებებს, მაშინვე გასცემს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ ბრძანებას და გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრალდებები სათანადოდ იქნეს გამოძიებული. მსგავსი მიდგომა საჭიროა იმისდა მიუხედავად, აღენიშნება თუ არა პირს ხილული გარეგანი დაზიანებები. არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდების არ არსებობის პირობებშიც, მოსამართლემ უნდა მოითხოვოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, როცა კი არის სხვა მიზეზები (ხილული დაზიანება, პირის ზოგადი მდგომარეობა ან ქცევა) იმაში დასარწმუნებლად, რომ შესაძლებელია არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი დებულებების ცვლილება უნდა განხორციელდეს“.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
56. კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, მომჩივანმა წამოაყენა პრეტენზია მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან 2005 წლის 29 ოქტომბერს და ციხის პერსონალის მხრიდან – 2006წლის 14-15 აგვისტოს. მან ასევე გაასაჩივრა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი ორგანოების მიერ დეტალური გამოძიების არჩატარება.
57. 2008 წლის 18 ივნისს შეტანილ დამატებით საჩივარში, მომჩივანმა წარადგინა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობის პირობები, 2005 წელს – თბილისის №1 და 2006 წლის 27-29 მაისის პერიოდში – თბილისის №5 საპყრობილეებში იყო არაადეკვატური და რომ მას უარი ეთქვა საჭირო ფსიქიატრიულ მკურნალობაზე თბილისის №1 საპყრობილეში 2005 წელს და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და რუსთავის №6 საპყრობილეში – 2006 წლის 16 აგვისტოდან 2007 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან ღისრსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს.“.
ა. მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
58. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არასდროს გამოუხატავს პრეტენზია მის მიმართ 2006წლის 21 ივნისის სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით პროკურატურის ან სასამართლოს წინაშე, მთავრობამ განაცხადა, რომ პრეტენზიის ეს ნაწილი, კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არ უნდა იქნეს მიღებული მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების არამოწურვის გამო. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანმა არ დაიცვა ექვსთვიანი ვადა და არ შეიტანა საჩივარი სავარაუდო ინციდენტიდან ექვსი თვის ვადაში. მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრეტენზია, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარად დაუსაბუთებელია.
59. მთავრობამ წარმოადგინა წინასწარი პრეტენზიები მომჩივნის მიერ, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წამოყენებული სხვა პრეტენზიების მისაღებობასთან დაკავშირებით.
60. მომჩივანი არ დაეთანხმა. მან აღნიშნა, რომ ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, სამართალში მიეცა მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები დანარჩენი ორი შემთხვევის დროს და , შესაბამისად, მან აზრდაკარგულად მიიჩნია შესაბამისი ორგანოების წინაშე წარედგინა პრეტენზია 2006წლის 21 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით.
2. სასამართლოს შეფასება
61. 2006 წლის 21 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებულ პრეტენზიასთან მიმართებაში, სასამართლოსთვის მისაღებია მთავრობის არგუმენტი, რომ გამოძიება, რომელიც ციხის პერსონალის შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააყენებდა, იყო საუკეთესო შიდასამართლებრივი საშუალება (იხ. Ramishvili and Kokhreidze v. Georgia (dec.), no. 1704/06, 26 June 2007, and Davtian v. Georgia (dec.), no. 73241/01, 6 September 2005). თუმცა მომჩივანმა არ შეიტანა სარჩელი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ასეთი გამოძიების დაწყება. უფრო მეტიც, მომჩივანმა პრეტენზიაც კი არ წარადგინა სასამართლო ორგანოების წინაშე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს, პროკურატურის წინაშე ან დაკავებისას მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში.
62. აქედან გამომდინარე, მომჩივანმა არ ამოწურა არსებული მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებები და კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიის ეს ნაწილი მიუღებლად უნდა იქნეს მიჩნეული, კონვენციის 35-ე (§§ 1 და 4) მუხლის საფუძველზე.
63. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ასევე გაასაჩივრა არასათანადო ფსიქიატრიული მკურნალობა და სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ცუდი პატიმრობის პირობები. აღნიშნული პრეტენზიები ეხება 2007წლის 31 იანვრამდე პერიოდს (იხ. §57). თუმცა, როდესაც მომჩივანმა მიმართა სასამართლოს 2006 წლის აპრილში, აღნიშნული საკითხები მას თავის სარჩელში არ დაუყენებია კონვენციის კონკრეტულ მუხლებზე მითითებით, არც ფაქტებისა და არც პრეტენზიების სახით. მხოლოდ 2008წლის 18 ივნისს შეტანილ დამატებით საჩივარში დააყენა მან პირველად აღნიშნული საკითხები. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პრეტენზიები მიუღებელია, რადგან მომჩივანმა არ დაიცვა ექვსთვიანი ვადა (იხ. Aliev v. Georgia,no. 522/04, §§ 62 and 63, 13 January 2009, and Belashev v. Russia,no. 28617/03, §48, 4 December 2008).
64. სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2005წლის 29 ოქტომბერს და 2006წლის 14-15 აგვისტოს, არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე (§3 „ა“) მუხლის განსაზღვრებიდან გამომდინარე. სასამართლო აცხადებს, რომ ეს პრეტენზია არ არის მიუღებელი რაიმე სხვა მიზეზის გამო. შესაბამისად, ის მისაღებად უნდა იქნეს ცნობილი.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
65. მთავრობამ გააპროტესტა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მოვლენათა ვერსია და განაცხადა, რომ მომჩივნის მიმართ არავითარ არასათანადო მოპყრობას არ ჰქონია ადგილი არც 2005წლის 29 ოქტომბერს და არც 2006წლის 14-15 აგვისტოს.
66. მომჩივნის დაკავებასთან დაკავშირებით, მთავრობამ აღიარა, რომ პოლიციამ გამოიყენა ძალა, რაც გამოწვეული იყო მომჩივნის ქმედებებით. ძალის გამოყენება იყო მხოლოდ ადეკვატური და პროპორციული პასუხი მომჩივნის დაუმორჩილებელ და უკანონო ქცევაზე, კერძოდ, მის უარზე, დამორჩილებოდა პოლიციელთა კანონიერ ბრძანებას. ციხის შესაბამისი ორგანოების მიერ მომზადებულმა სამედიცინო დასკვნამ დაადასტურა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, მომჩივნის ბრალდებები ეწინააღმდეგებოდა ამ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოპოვებულ ფაქტებს. აღნიშნულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მთავრობამ მიიჩნია, რომ გამოძიება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე იყო დეტალური და დროული. მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა პრეტენზია მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს, ან მისი როგორც ბრალდებულის, დაკითხვის პროცესში და აგრეთვე, 2005წლის 31 ოქტომბერს გამართული მოსმენისას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მთავრობამ განმარტა, რომ დაგვიანებული სამედიცინო შემოწმება იყო მომჩივნის მხრიდან შესაბამისი ორგანოებისთვის, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაგვიანებით მიწოდებული ინფორმაციის შედეგი.
67. 2006წლის 14-15 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა , მოიყვანა რა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს აღმოჩენილი ფაქტები და მტკიცებულებები. მთავრობამ წარმოადგინა შესაბამისი საქმის მასალები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, 2006წლის 14-15 აგვისტოს, მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა, დაეყრდნო რა 14 მოწმის ჩვენებას, მიიღო გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება, დანაშაულთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო, 2008წლის 7 ივლისს. მთავრობამ სთხოვა სასამართლოს, ყურადღება გაემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ მოწმის სახით დაკითხვისას, მომჩივანი თავის ჩვენებაში უარყოფდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობას.
68. მომჩივანი არ დაეთანხმა მთავრობის მხრიდან მოვლენათა მსგავს შეფასებას. ის ამტკიცებდა, რომ მის სხეულზე არსებულ მრავლობით დაზიანებებთან დაკავშირებით, სარწმუნო განმარტება არ გაკეთებულა და მისი მძიმე ფსიქიკური პრობლემების შესახებ შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. მომჩივანი განსაკუთრებით კრიტიკულად შეხვდა იმ ფაქტს, რომ გამომძიებლის 2008წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება 2006წლის 14-15 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ მისთვის არავის უცნობებია. მომჩივანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მან შეიტყო მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაუგზავნეს მთავრობის კომენტარი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
69. სასამართლო იმეორებს, რომ როდესაც, პოლიციის მიერ დაკავებისას პირი ჯანმრთელია, ხოლო გათავისუფლებისას, მას აღმოაჩნდება დაზიანებები, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აშკარად დგება კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენების საკითხი (იხ. among other authorities, Selmouni v. France [GC], no. 25803/94, §87, ECHR 1999-V). იგივე პრინციპი მოქმედებს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანების შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მომჩივნის დაკავების დროს (იხ. Klaas v. Germany, 22 September 1993, §§ 23-24, Series A no. 269, and Rehbock v. Slovenia, no. 29462/95, §§ 68-78, ECHR 2000-XII).
70. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მე-3 მუხლი არ კრძალავს ძალის გამოყენებას დაკავების მიზნებისათვის. თუმცა მსგავსი ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარდაუვალ ვითარებაში და ის არ უნდა იყოს გადამეტებული (იხ. სხვებს შორის, Altay v. Turkey, no. 22279/93, §54, 22 May 2001; and Ivan Vasilev v. Bulgaria, no. 48130/99, §63, 12 April 2007). თავისულებააღკვეთილ პირთან მიმართებაში ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არ იყო მკაცრად აუცილებელი ამ პირის ქმედებიდან გამომდინარე, ლახავს ადამიანურ ღირსებას და პრინციპში წარმოადგენს მე-3 მუხლით დაცული უფლების დარღვევას (იხ. Ribitsch v. Austria, 4 December 1995, §38, Series A no. 336).
71. უფრო მეტიც, როდესაც სადავო შემთხვევები მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, როგორც ეს დაკავებული პირების შემთხვევაშია, ჩნდება ძლიერი ეჭვები პატიმრობის პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მტკიცების ტვირთი ეკისრება შესაბამის ორგანოებს, რომ მათ წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, §100, ECHR 2000 VII).
72. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად, „ყველასათვის, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, უზრუნველყონ ... კონვენციით ... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნულ გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში (იხ. Assenov and Others v. Bulgaria , 28 October 1998, §102, Reports of Judgments and Decisions 1998‑VIII).
(ბ) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებთან მიმართებაში
i. მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა 2005 წლის 29 ოქტომბერს.
(ა) არსებითი საკითხი
73. სასამართლო შენიშნავს, რომ სადავო საკითხს არ წამოადგენს ის ფაქტი, რომ მომჩივნის დაზიანებები, რომელთა არსებობა დადასტურდა სამედიცინო დასკვნით, გაჩნდა მისი დაკავებისა და პოლიციელებთან ჩხუბის დროს. მომჩივნის ფიზიკურ დაზიანებათა ბუნების გათვალისწინებით (იხ. §§ 6 და 28), სასამართლო მათ საკმარისად მძიმე დაზიანებებად მიიჩნევს იმისათვის, რომ ისინი მოხვდეს კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში (იხ. mutatis mutandis, Assenov and Others, ხსენებული ზემოთ, §95). აქედან გამომდინარე, მთავრობას ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს დამაჯერებელი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მსგავსი ძალის გამოყენება მომჩივნის დაკავებისას და , შესაბამისად, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას, არ იყო გადამეტებული (იხ. Zelilof v. Greece, no. 17060/03, §47, 24 May 2007).
74. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ბრალდებათა გამოძიების პროცესში, შესაბამისმა ორგანოებმა მომჩივნის დაზიანებების მიზეზთა სარწმუნო შეფასება გააკეთეს, განმარტეს რა, რომ დაკავებისას, დაზიანებები მათ მომჩივანმა მიაყენა და რომ პოლიციელებს არ გამოუყენებიათ ძალა მის წინააღმდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესაბამისი ორგანოების მიერ გაკეთებული აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, იყო თუ არა მომჩივნის დაკავებისას გამოყენებული ძალა გადამეტებული, იმის დაშვებით, რომ აღნიშნული ძალის გამოყენებამ გამოიწვია ზემოხსენებული ყველა დაზიანება.
75. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მთავრობის არგუმენტზე, რომლის თანახმად, ძალის გამოყენება მოხდა კანონიერად, მომჩივნის მხრიდან დაუმორჩილებელი ქცევის საპასუხოდ. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იქცეოდა აგრესიულად და არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას, სასამართლო მზად არის, აღიაროს ის ფაქტი, რომ ამ გარემობებში პოლიცილებს დასჭირდათ ფიზიკური ძალის გამოყენება დარღვევის პრევენციისა და მომჩივნის დაწყნარების მიზნით. თუმცა სასამართლოს არ შეუძლია, არ აღნიშნოს ის ფაქტი, რომ ჰემატომება იყო მძიმე, განსაკუთრებით კისერსა და მთელს ზურგზე, დიდი ჩალურჯებული ადგილების ჩათვლით; მომჩივანმა ასევე მიიღო თავის დაზიანება და ჰქონდა ტვინის შერყევა (იხ. Stefan Iliev v. Bulgaria, no. 53121/99, §44, 10 May 2007, and Spinov v. Ukraine, no. 34331/03, §50, 27 November 2008). სასამართლო ასევე შენიშნავს მომჩივნისა და პოლიციელების მიერ მიღებულ დაზიანებებს შორის განსხვავებას (იხ. §§ 6 და 8): ორივე პოლიციელი, ნ.ჯ და გ.ა., საავადმყოფოდან იმავე დღეს გაწერეს (იხ. Zelilof, ხსენებული ზემოთ, §50).
76. ზემოხსენებულთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ მიიღებს იმ არგუმენტს, რომ მომჩივნის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე არსებული მრავალრიცხოვანი ჰემატომები და თავის დაზიანება გამოიწვია დასაშვები (შეზღუდული) ძალის გამოყენებამ. სასამართლო შენიშნავს, რომ ვინაიდან მხარეებს არ მიუწოდებიათ უტყუარი მტკიცებულებები გამოყენებული ძალის ზუსტი სახეობისა და ხარისხის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვა მომჩივნისთვის დაზიანებების მიყენება, სამედიცინო დასკვნა, მომჩივნის დაზიანებების ტიპი, მომჩივნის დეტალური და მუდმივი განცხადებები, ისევე, როგორც მთავრობის მხრიდან სარწმუნო და დეტალური განმარტების ნაკლებობა დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, იძლევა მეორე მხარის სასარგებლოდ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ეს დაზიანებები იყო პოლიციის მხრიდან გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგი (იხ. Rehbock, ხსენებული ზემოთ, §76;Kuzmenko v. Russia, no. 18541/04, §§42-43, 21 December 2010; Butolen v. Slovenia, no. 41356/08, §90, 26 April 2012, and, a contrario, Spinov, ხსენებული ზემოთ, §50).
77. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევას, პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, რომელიც განხორციელდა მომჩივნის მიმართ, მისი დაკავებისას, 2005 წლის 29 ოქტომბერს.
(ბ) პროცედურული საკითხი
78. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს, მომჩივნის დაკავებისას, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარუდო გადამეტებასთან დაკავშირებული სისხლის სამართალწარმოება მხოლოდ 2005 წლის 20 დეკემბერს დაიწყო, რაც ნიშნავს ორი თვით დაგვიანებას. ეს შეუთავსებელია დროული გამოძიების ჩატარების ვალდებულებასთან, ვინაიდან არსებობს რისკი იმისა, რომ დროსთან ერთად, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სამხილები გაქრება და დაზიანებები მოშუშდება (იხ. Pădureţ v. Moldova, no. 33134/03, §64, 5 January 2010).
79. სასამართლო აცხადებს, რომ მთელი რიგი აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა დაგვიანდა, რამაც გაართულა ან საერთოდ შეუძლებელი გახადა პროკურატურის მიერ ამ სავარაუდო ინციდენტის დეტალური გამოძიება. გამოძიების ყველაზე სერიოზული შეცდომა ამ კუთხით იყო მომჩივნისთვის სამედიცინო შემოწმების დაგვიანებით ჩატარება. სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნის დაზიანებები პირველად ნახსენებია ციხის ექიმების 2005 წლის 29 და 31 ოქტომბრის ორ სამედიცინო დასკვნაში (იხ. §§ 6 და 11). თუმცა ეს დასკვნები მომზადდა მომჩივნის გარეგანი ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე და ისინი, ამ გამოკვლევის შეზღუდული ბუნებიდან გამომდინარე, დეტალურად ვერ დაადგენდა დაზიანებების შესაძლო მიზეზებს. მომჩივნის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას პირველი სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა (იხ. §§ 12, 14 და 15) ჩაუტარდა მხოლოდ ინციდენტიდან ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ეს აშკარად ეწინააღმდეგება შესაბამისი ეროვნული ორგანოებისა (იხ. §§14 და 13) და მთავრობის მხრიდან სასამართლოს წინაშე მტკიცებას (იხ. §66), რომ სამედიცინო გამოკვლევის დაგვიანებით ჩატარება აიხსნება იმ ფაქტით, რომ მომჩივანმა, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ დროულად და სათანადო წესით არ განაცხადა.
80. მსგავს შეცდომას ჰქონდა ადგილი მომჩივნის ფსიქიატრიულ გამოკვლევასთან მიმართებაშიც, რომელიც მომჩივნის ადვოკატის 2005 წლის 26 დეკემბრის შუამდგომლობის მიუხედავად, მხოლოდ 2006 წლის მარტში ჩატარდა.
81. გამოძიების სისრულესთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს გარკვეულ შეუსაბამობებს, რომლებიც ასუსტებს გამოძიების საიმედოობასა და ეფექტიანობას. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებს არ შეუსწავლიათ მომჩივნის განცხადება დაკავებისას მის წინააღმდეგ ხელკეტის გაუმართლებელი გამოყენების შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არც ერთი პოლიციელი არ დაკითხულა და შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც არაფერია ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით. აგრეთვე, შესაბამისმა ორგანოებმა საჭირო ყურადღება არ მიაქციეს მომჩივნის დაზიანებების შესახებ მომზადებულ სამედიცინო დასკვნას (იხ. §§ 41, 43 და 44) და inter alia, არ გააკეთეს შესაბამისი განმარტება.
82. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებაში, ეროვნული ორგანოების მხრიდან, გარკვეულწილად, არაერთგვაროვან მიდგომაზე. ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის ჩვენების ნაწილი შეიტანეს გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში, შიდა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ეს განცხადება იყო სანდო, ვინაიდან ის ასახავდა პირად აზრს და წარმოადგენდა მომჩივნის მიერ წამოყენებულ ბრალდებას. თუმცა, შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა, საკმარისი დამაჯერებელი განმარტებების გარეშე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ჩვენებები, შესაძლოა ყოფილიყო სუბიექტური და მიზნად ისახავდა მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ კუთხით სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, უნდა დაკისრებოდათ თუ არა პოლიციელებს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის ბრალდებების საფუძველზე (იხ. Ognyanova and Choban v. Bulgaria, no. 46317/99, §99, 23 February 2006, and Antipenkov v. Russia, no. 33470/03, §69, 15 October 2009).
83. ზემოხსენებული ხარვეზების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკავებისას მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება არ იყო სრული, ადეკვატური და ეფექტიანი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევას.
ii. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა 2006 წლის 14-15 აგვისტოს
(ა) არსებითი საკითხი
84. სასამართლო შენიშნავს, რომ შიდა სამართალწამოების დროს ვერ მოხდა 2006 წლის 14-15 აგვისტოს, ციხის პერსონალის მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ხელშესახები მტკიცებულებების მოპოვება. მოვლენათა მომჩივნისეული შეფასება გამოძიების მიერ დაკითხულმა არც ერთმა მოწმემ არ დაადასტურა (იხ. §§ 48-51). სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები შესაბამისი ორგანოების წინაშე, აღძრავს პრეტენზიის ნამდვილობასთან დაკავშირებულ ეჭვს. მომჩივანმა მხოლოდ ერთხელ გამოხატა პრეტენზია მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და ეს მოხდა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან შეხვედრისას (იხ. §45). 2006 წლის 17 აგვისტოს, ადვოკატის თანდასწრებით, გამომძიებლის მიერ დაკითხვისას, მან უარყო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული წინა ჩვენება (იხ. §47). სასამართლო ასეთ არათანმიმდევრულობას უცნაურად მიიჩნევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, მომჩივანს წარმოადგენდა ადვოკატი.
85. შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განსაკუთრებული ყურადღებით შესწავლის მიღმა (იხ. Talat Tepe v. Turkey, no. 31247/96, §49, 21 December 2004), სასამართლოს, თავის მხრივ, მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხოლოდ მომჩივნის მტკიცების საფუძველზე, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ დადგენილ ფაქტად მიიჩნიოს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარი სადავო არასათანადო მოპყრობა (იხ. Davtian v. Georgia, no. 73241/01, §38, 27 July 2006, and Danelia v. Georgia, no. 68622/01, §§ 42 and 43, 17 October 2006). შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევას.
(ბ) პროცედურული საკითხი
86. სასამართლო აცხადებს, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, 85-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული დასკვნა ხელს არ უშლის მომჩივნის მიერ, მე-3 მუხლთან მიმართებაში წამოყენებულ პრეტენზიას, იყოს „მტკიცებადი“ გამოძიების ჩატარების პოზიტიური ვალდებულების მიზნებისათვის (იხ. Böke and Kandemir v. Turkey, nos. 71912/01, 26968/02 and 36397/03, §54, 10 March 2009; and Aysu v. Turkey, no. 44021/07, §40, 13 March 2012). ამ თვალსაზრისით, სასამართლო შენიშნავს, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო დროულად და რომ გატარდა საჭირო და გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები, როგორებიცაა მომჩივნის სამედიცინო შემოწმება და სხვადასხვა მოწმეების დაკითხვა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო აღნიშნავს, რომ იყო სერიოზული ხარვეზები ამ ღონისძიებების გატარების დროს, გამოძიების დაწყებიდანვე და მისი მიმდინარეობისას.
87. სასამართლო შენიშნავს, რომ ყველა საგამოძიებო ღონისძიება გატარდა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, ეს არის იგივე სამინისტრო, რომელიც იმ დროისთვის პასუხისმგებელი იყო სასჯელაღსრულების სისტემაზე. მისი დასკვნები გენერალურმა პროკურატურამ, ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ, დაადასტურა როგორც საქმის შეწყვეტის საფუძველი. ეს ინსტიტუციური კავშირი გამომძიებლებსა და მომჩივნის მიერ დასახელებულ, ინციდენტში მონაწილე პირებს შორის, სასამართლოს აზრით, წარმოშობს გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ, ლეგიტიმურ ეჭვს (იხ. Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, §78, 15 February 2011). ის ფაქტი, რომ პროკურორი არ ეცადა, დეტალურად შეესწავლა გამომძიებლის შეფასება ინციდენტის შესახებ, კიდევ უფრო აზიანებს გამოძიების ეფექტიანობას (იხ. Matko v. Slovenia, no. 43393/98, §90, 2 November 2006; Đurđević v. Croatia, no. 52442/09, §§ 89 90, ECHR 2011 (extracts), and Butolen, ხსენებული ზემოთ, §76). აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ შეუძლია, უგულვებელყოს ის ფაქტი, რომ მომჩივნის ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადების მიუხედავად (პირველი – ომბუდსმენის წარმომადგენლებთან 2006წლის 15 აგვისტოს და მეორე – 2006წლის 17 აგვისტოს), პროკურორმა საჭიროდ არ ჩათვალა მისი განმეორებით დაკითხვა (იხ. Iljina and Sarulienė v. Lithuania, no. 32293/05, §52, 15 March 2011, and Đurđević, ხსენებული ზემოთ, §90). მას არ ჰქონია აღნიშნული სიტუაციის გამოსწორების არავითარი მცდელობა და 2008წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში, უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა მომჩივნის ბრალდებების შემცველ თავდაპირველ განცხადებას (იხ. §53).
88. უფრო მეტიც, პროკურორი შემოიფარგლა მხოლოდ ციხის თანამშრომლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით, რომლებიც, სავარაუდოდ, არასათანადოდ მოეპყრნენ მომჩივანს, არ შეისწავლა არსებული სამედიცინო მტკიცებულებები და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში არ განმარტა დაზიანებების წარმოშობის მიზეზები. აქედან გამომდინარე, მან არ მიუთითა, მიყენებული იყო თუ არა მომჩივნის დაზიანებები ა.ა.-ს მიერ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, არ გაარკვია თუ როგორ წარმოიშვა ერთი დარტყმის შედეგად მრავალრიცხოვანი დაზიანებები მომჩივნის სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე, როგორც ეს ა.ა.-მ განაცხადა. პროკურორს ასევე არ შეუსწავლია იმის ალბათობა, მომჩივანმა ეს დაზიანებები ჩხუბის დროს, ციხის პერსონალის ჩარევის გამო მიიღო თუ ციხის საკანში აგრესიული ქცევის შედეგად.
89. სასამართლო მიუთითებს შესაბამისი ორგანოების მიერ მოწოდებულ, ინციდენტის ოფიციალურ ვერსიაში არსებულ ხარვეზებზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ა.ა.-ს ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, მან ერთხელ დაარტყა მომჩივანს, მაშინ როდესაც ციხის თანამშრომლები, დეტალების დასახელების გარეშე, ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანსა და ა.ა.-ს შორის მოხდა ჩხუბი და რომ მათ მოუხდათ ჩარევა გასაშველებლად. ამ გარემოებებში, ბუნდოვანია, რატომ არ ჩაუტარდა ა.ა.-ს სამედიცინო შემოწმება მისი დაზიანებების ხასიათის დადგენის მიზნით. აშკარაა, რომ დაზიანებების ხასიათისა და მიზეზების დადგენა ნათელს მოჰფენდა იმ ფაქტს, იყო თუ არა პატიმრებს შორის ჩხუბის ოფიციალური ვერსია საფუძვლიანად დასაბუთებული.
90. უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენათა ოფიციალური ვერსია აგრეთვე გამყარებულია ინციდენტის თვითმხილველი პატიმრების წერილობითი ჩვენებებით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაასკვნას, რომ 2006წლის 14 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხული ყველა პატიმარი იმ დროისთვის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ იყო დასაქმებული. მოწმეთა ჩვენებების ასეთი თანხვედრა სწორედ მსგავსი დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას.
91. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურატურას მომჩივნისთვის არ უცნობებია გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ. ამის გამო, მომჩივანი იყო გაურკვეველ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და მას წაერთვა შესაძლებლობა, შიდა სასამართლოს წინაშე გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება და წარედგინა პრეტენზია გამოძიების ხარვეზებთან დაკავშირებით (იხ. Members (97) of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses v. Georgia, no. 71156/01, §§ 122-123, 3 May 2007, and Muradova v. Azerbaijan, no. 22684/05, §131, 2 April 2009).
92. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ შესაბამისმა ორგანოებმა არ ჩაატარეს 2006წლის 14-15 აგვისტოს ინციდენტის გარემოებათა დამოუკიდებელი და დეტალური გამოძიება. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ დარღვევას.
II. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. მისაღებობა
93. კონვენციის მე-5 (§§ 1 „c“ და 3) და მე-6 მუხლების თანახმად, მომჩივანმა წამოაყენა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მოტივები, რომელთა მიხედვით, მომჩივანი დარჩა პატიმრობაში, იყო არაადეკვატური და არასაკმარისი, ხოლო სამართალწარმოება, რომელმაც მსგავსი გადწყვეტილებების გამოტანა განაპირობა – არასამართლიანი.
94. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-5 (§1 „c“) მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზია შიდა სასამართლოს მიერ, მომჩივნის წინასწარი პატიმრობის დასაბუთების მიზნით წარმოდგენილი მოტივების საკმარისად საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-5 (§3) მუხლის საფუძველზე განხილვას უფრო მიესადაგება. რაც შეეხება მე-6 მუხლის საფუძველზე წამოყენებულ პრეტენზიას, იმდენად რამდენადაც კონვენციის მე-5 მუხლი არის lex specialis პატიმრობისთან საკითხებთან მიმართებაში, არ არსებობს მსგავსი საკითხების მე-6 მუხლის საფუძველზე განხილვის საჭიროება (იხ. Patsuria v. Georgia, no. 30779/04, §92, 6 November 2007, and Ramishvili and Kokhreidze (dec.), ხსენებული ზემოთ).
95. სასამართლო გადაწყვეტილებებში ადეკვატური მოტივების სავარაუდო ნაკლებობასთან დაკავშირებული პრეტენზია, რომელიც განიხილება კონვენციის მე-5 (§3) მუხლის საფუძველზე, არ არის დაუსაბუთებელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის არ არის მიუღებელი რაიმე სხვა მიზეზების გამო. შესაბამისად, ის მისაღებად უნდა იქნეს ცნობილი.
ბ. არსებითი მხარე
96. მომჩივანმა წამოაყენა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 2005წლის 31 ოქტომბრისა და 7 ნოემბრის გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, არ იყო საკმარისად მოტივირებული.
97. მთავრობამ გააპროტესტა ეს არგუმენტი და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ადეკვატური მოტივები იქნა მოყვანილი.
98. კონვენციის მე-5 (§3) მუხლი შემდეგნაირად იკითხება:
„ამ მუხლის 1-ლი (c) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი პირი ... აღჭურვილია უფლებით, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. ასეთი გათავისუფლება შეიძლება პირობადებული იყოს სასამართლოში მისი გამოცხადების რაიმე გარანტიით.“
99. სასამართლო შენიშნავს, რომ 2005წლის 31 ოქტომბრისა და 7 ნოემბრის შიდა სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ერთი და იგივე habeas corpus სამართალწარმოების ორ ეტაპს, რომლებიც ეხება მომჩივნის წინასწარი პატიმრობის საწყის სამთვიან პერიოდს. შესაბამისად, იმის დასადგენად, იყო თუ არა ეს პერიოდი გონივრული კონვენციის მე-5 (§3) მუხლის თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილებებში მოყვანილი მოტივები, ისევე როგორც მხარეთა არგუმენტები, განხილულ უნდა იქნეს, როგორც ერთი მთლიანობა (იხ. Saghinadze and Others v. Georgia, no. 18768/05, §136, 27 May 2010).
100. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ დაკავებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეროვნული სასამართლოების ვალდებულებაა, წარმოადგინონ სხვა „შესაბამისი“ და „საკმარისი“ მოტივები პიროვნების თავისუფლების აღკვეთის დასაბუთების მიზნით (იხ. Punzelt v. the Czech Republic, no. 31315/96, §73, 25 April 2000). პირველ რიგში, ეროვნულ სასამართლოებს ეკისრებათ ვალდებულება, განიხილონ ის გარემოებები, რომლებიც მსგავსი იმპერატიული ინტერესის არსებობის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედებს; ასევე ჩამოაყალიბონ და შეიტანონ ისინი გათავისუფლების შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებებში. სწორედ გადაწყვეტილებებში მოცემული მოტივებისა და სააპელაციო სარჩელში მომჩივნის მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე უნდა დაადგინოს სასამართლომ, ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციის მე-5 (§3) მუხლის დარღვევას (იხ. Stašaitis v. Lithuania, no. 47679/99, §82, 21 March 2002). თავისი ფუნქციის შესრულებისას, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს სტერეოტიპულად ფორმულირებული ან დასკვნების სახით მოწოდებული (იხ. Panchenko v. Russia, no. 45100/98, §107, 8 February 2005) და დასაბუთება არ იყოს დეკლარაციული ხასიათის, ზოგადი ან აბსტრაქტული (იხ. Nikolov v. Bulgaria,no. 38884/97, §73, 30 January 2003, andSmirnova v. Russia,nos. 46133/99 and 48183/99, § 63, ECHR 2003-IX (ამონარიდები )).
101. წინამდებარე საქმის გარემოებების შესწავლისას, ორი მოტივი, რომელსაც დაეყრდნო პროკურატურა პატიმრობის შეფარდების მოთხოვნისას, რაშიც სასამართლო მას დაეთანხმა, იყო შიში იმისა, რომ გათავისუფლებულ მომჩივანს შეეძლო, გავლენა მოეხდინა მოწმეებზე და დამალვოდა მართლმსაჯულებას, ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე.
102. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულებისგან დამალვის საფრთხე არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მოსალოდნელი განაჩენის სიმძიმის საფუძველზე (იხ. Muller v. France, 17 March 1997, §43, Reports 1997-II), არამედ, გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი რიგი დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებმაც შეიძლება დაადასტუროს მსგავსი საფრთხის არსებობა ან აღმოჩნდეს, რომ ეს ფაქტორები არ ამართლებს პატიმრობის შეფარდებას საქმის განხილვის პროცესში (იხ. among others, Letellier v. France, 26 June 1991, §43, Series A no. 207). შიდა სასამართლო გადაწყვეტილებაში მსგავსი საფუძვლიანი მოტივების ნაკლებობის შემთხვევაში (იხ. a contrario, Šuput v. Croatia, no. 49905/07, §100, 31 May 2011), სასამართლო არ არის მზად, მიიღოს ის, რომ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების საფრთხე წარმოადგენს ძლიერ მოტივს მომჩივნის წინასწარი პატიმრობისთვის. თუმცა, სასამართლო იზიარებს ეროვნული ორგანოების მოსაზრებას იმის შესახებ, მოახდენდა თუ არა გათავისუფლებული მომჩივანი მოწმეებზე ზეგავლენას. სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნის მეგობრები იყვნენ ძირითადი მოწმეები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. მსგავსი გარემოებების დროს, მომჩივნის უნარი, გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, არ შეიძლება, გამოირიცხოს და შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია მხედველობაში არ მიიღოს მსგავსი რისკის არსებობა.
103. სასამართლო აგრეთვე შენიშნავს, რომ მომჩივანი მალე წარსდგა სასამართლოს წინაშე, რვა თვეზე ნაკლებ პერიოდში. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია წინასწარი პატიმრობის კონვენციის მე-5 (§3) მუხლთან შესაბამისობის შეფასებისას (იხ. Kusyk, ხსენებული ზემოთ, §39; Klamecki v. Poland, no. 25415/94, §§ 74 and 76, 28 March 2002;and Galuashvili v. Georgia, no. 40008/04, §40, 17 July 2008).
104. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ შიდა სასამართლოს არგუმენტმა მოწმეზე ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით, შეიძლება გაამართლოს მომჩივნის პატიმრობა პირველი სამი თვის მანძილზე. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, კონვენციის მე- 5 ( §3) მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონ ი ა.
III. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
105. კონვენციის მე- 6 ( §1) და მე- 13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანმა გაიმეორა პრეტენზია 2005წლის 29 ოქტომბერს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტ იანობასთან დაკავშირებით. კონვენციის მე- 6 ( §1) მუხლის საფუძველზე, მან აგრეთვე წარადგინა პრეტენზია მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების შედეგთან დაკავშირებით და ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობ ა ს.
106. რაც შეეხება 2005წლის 29 ოქტომბერს, მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს კონვენციი ს მე- 6 ( §1) და მე- 13 მუხლების საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების განხილვას.
107. გარდა ამისა, სასამართლო, მის ხელთ არსებულ ი ყველა მასალ ის გათვალისწინებ ით, ა სკვნის , რომ მომჩივნის მიერ, კონვენციის მე-6 (§1) მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიების დარჩენილი ნაწილი არ წარმოშობს ამ დებულები დან გამომდინარე სადავო საკითხს და კონვენციის 35 §§ 3 და 4 მუხლის საფუძველზე, მიუღებლა დ უნდა იქნეს ცნობილი როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
IV. კონვენციის 41- ე მუხლის გამოყენება
108. კონვენციის 41- ე მუხლი შემდეგნაირად იკითხება:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. “
ა. ზიანი
109. მომჩივანმა მოითხოვა 1. 000. 000 ევრო მატერიალური ზი ანი ს ანაზღაურების სახ ით, რომელიც მას მიადგა კონვენციის დარღვევის შედეგად. მომჩივანმა განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების გამო, მას ხელი შეეშალა პროფესი ულ ზრდაში გამხდარიყო წარმატებული ფეხბურთელი და ყოფილიყო დასაქმებული. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 2. 000. 000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახ ით.
110. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. სასამართლოს არ შეუძლია იმის განსჯა, გახდებოდა თუ არა მომჩივანი წარმატებული ფეხბურთელი მაღალი ანაზღაურებით. ამასთანავე, მორალური ზიანის ანაზღაურებ ასთან დაკავშირებით, მთავრობამ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია.
111. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზ- შედეგობრივ კავშირს დადგენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის. შესაბამისად, ის უარყოფს ამ მოთხოვნას. მეორეს მხრივ, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ის მომჩივანს მიაკუთვნებს 12. 000 ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახ ით.
ბ. გაწეული ხარჯები და დანახარჯები
112. ხარჯებ თან და დანახარჯებთან დაკავშირებული პრეტენზიის არარსებობის გათვალისწინებ ი თ , სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არ სებობს ამ კუთხით რაიმე თანხის მიკუთვნებ ის საჭიროებ ა.
გ. საურავი
113. სასამართლოს მიაჩნია, საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს მისაღებად კონვენციის მე- 3 (მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა 2005წლის 29 ოქტომბერს და 2006წლის 14- 15 აგვისტოს და აღნიშნულზე არ ასათანადო გამოძიებების ჩატარება) და მე- 5 ( §3) მუხლ ებ ის საფუძველზე წამოყენებულ პრეტენზიებს და საჩივრის დანარჩენ ნაწილს –მიუღ ებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე- 3 მუხლის არსებით დარღვევას 2005წლის 29 ოქტომბერს, პოლიციის მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობ ი ს გამო ;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე- 3 მუხლის პროცედურულ დარღვევას, 2005წლის 29 ოქტომბერს, პოლიციის მხრიდან, მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებ ით ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებ ი ს გამო ;
4. ადგენს, რომ არ არსებობს კონვენციის მე- 6 ( §1) და მე- 13 მუხლების საფუძველზე წამოყენებული, 2005წლის 29 ოქტომბერს პოლიციის მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული, პრეტენზიების ცალკე განხილვის საჭიროება;
5. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონ ი ა კონვენციის მე- 3 მუხლის არსებით დარღვევას, 2006წლის 14- 15 აგვისტოს, ციხის პერსონალის მხრიდან, მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობ ი ს გამო ;
6. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე- 3 მუხლის პროცედურულ დარღვევას, 2006წლის 14- 15 აგვისტოს, ციხის პერსონალის მხრიდან მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებ ით ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებ ი ს გამო ;
7. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონ ია კონვენციის მე- 5 ( §3) მუხლის დარღვევას.
8. ადგენს, რომ:
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე ( §2) მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებ ის ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს 12. 000 (თორმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახ ით;
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
9. უარყოფს მომჩივნის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2012წლის 2 ოქტომბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§§ 2 და 3) მუხლების შესაბამისად.
სანტიაგო კესადა ჯოზე პ კასადევალი
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე