განჩინება შპს ,,ბათოილის”-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1252-2012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/1252-20 12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

2013 წლის 31 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ, შპს ,,ბათოილის“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს ,,ბათოილის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,ბათოილის“ მიმართ.

   შპს ,,ბათოილის“ მომრიგებელი საბჭოს 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, შეწყდა შპს ,,ბათოილის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

   შპს ,,ბათოილის“ მომრიგებელმა საბჭომ 2012 წლის 25 დეკემბერს მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,ბათოილის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

   სასამართლომ განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,ბათოილის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მ ომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

   გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბათოილის ” მომრიგებელი საბჭოს 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს ,,ბათოილის ” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სს ,,ბანკი ქართუს ” მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხით – 5000 ლარი, უნდა ანაზღაურდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

   სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 – 9, 33-34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.შპს ,,ბათოილის“ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2.განემარტოთ კრედიტორებს, რომ 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

3. სს ,,ბანკი ქართუს“ მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხით – 5000(ხუთი ათასი) ლარი (გადამხდელის ბანკი: სს „ბანკი ქართუ”, საგადასახადო დავალება 2302; თარიღი: 27:09:2012: მიმღები: სს ბანკი ,,რესპუბლიკა”, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიში) ანაზღაურდეს მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ბათოილის ” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

მოსამართლე                     გენადი მაკარიძე