⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.08.2014)
გაუქმებულია:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 14.02.2013
ძალის დაკარგვა 21.08.2014
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 138 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.02.2013 მიღება
21.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №88 2013 წლის 14 თებერვალი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის და 32​6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა) საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე