ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.02.2013
ძალის დაკარგვა 31.05.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი რობაქიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №89
2013 წლის 14 თებერვალი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, მოხელის დახასიათება, საატესტაციო ფურცელი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბაღდათის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7)საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე
დანართი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში-საკონკურსო-საატესტაციო კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად.
2.
ეს დებულება ვრცელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებზე.
თავი II
კომისია
მუხლი 2🔗.
კომისიის მიზანი და ფუნქციები
1.
კომისიის მიზანია:
ა)
კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2.
კომისიის ფუნქციებია:
ა)
პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ)
თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტაცია) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 3🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
3.
მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
მუხლი 5🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1.
საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
2.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 (სამი) დღეში. მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10.
ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 (სამი) დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 7🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო)
1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის აპარატს (სამდივნოს) (შემდგომში-აპარატი).
2.
აპარატის კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადების მიღებას;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
3.
აპარატის კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპოდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
4.
აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5.
აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1.
კონკურსის მიზნებია:
ა)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2.
კონკურსის ამოცანები.
ა)
კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ)
კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 9🔗.
კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა)
ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ)
გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ)
არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ)
საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე)
კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ)
კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 10🔗.
კონკურსის გამოცხადება
საჯარო კონკურსის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო) აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის მეშვეობით. ამასთანავე კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 (ათი) დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
მუხლი 11🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შეშვეობით.
მუხლი 12🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა
1.
კონკურსს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა)
წერითი დავალება;
ბ)
სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ)
გასაუბრება.
3.
კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4.
ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 13🔗.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1.
კომისია კანდიდატების წერით დავალების, ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2.
კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
მუხლი 14🔗.
კონკურსის შედეგები
1.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო–საატესტაციო კომისის თითოეულ ვაკანტურ თანადებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს–კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6.
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
მუხლი 15🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 16🔗.
დაქვემდებარებული პირი
1.
ატესტაციას ექვემდებარება;
ა)
მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
მოხელე, წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ)
კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე,თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ;
დ)
რეზერვში ჩარიცხული პირი;
2.
ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა)
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
ბ)
მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3.
მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
4.
მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის „ბ“ „გ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 17🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
ა)
მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ)
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასება;
გ)
საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ)
მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე)
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ)
მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ზ)
მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 18🔗.
ატეტაციის პრინციპები
ატესტაციის პრინციპებია:
ა)
ობიექტურობა–ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ)
გამჭირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;
გ)
არადისკრიმინაციულობა–ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ)
საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე)
კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ)
კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 19🔗.
ატესტაციის დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების საკადრო სამსახური და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 20🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1.
ატესტაციას ატარებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარმოადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი N2) იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების საკადრო სამსახური.
5.
ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9.
ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 21🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.
საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსაზღვრული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
7.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 22🔗.
ატესტაციის შედეგები
1.
საკონკურსო–საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად დახასიათებასთან ერთად და ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №3);
3.
მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისულების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
მოხელის დახასიათება
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი _______________________________________________________
დაკავებული თანამდებობა______________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
წახალისება
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
ხელმოწერა ________________________
თარიღი _____________________.
დანართი №3
საატესტაციო ფურცელი
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ___________________________________________
დაბადების თარიღი და ადგილი ______________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება
____________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) _________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა _________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია _______________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
შენიშვნა ____________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე ____________________
კომისიის წევრები ____________________
თარიღი.