ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,115 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2013 წლის 15 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე დანართი №1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში –სამსახური) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 2. სამსახური წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის კომპენტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3. სამსახურს აქვს  ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 4. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 5. სამსახურის კომპენტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით. 6. სამსახური ანგარიშვალდებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამშენებლო საქმიანობაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედევად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა; ბ) ზედამხედველობა მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე; დ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება; ე) გარე რეკლამის განთავსების, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების, ბოლნისის საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; ზ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; ი) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;   კ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მოწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება; ლ) დადგენილი წესით მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების (გარდა სათამაშო ბიზნესისა) სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, სამსახური უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში; გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, საამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც საამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) საამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს, მითითება გაიცემა აგრეთვე საამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში; დ) დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; დ.გ) საამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები; ვ) შეადგინოს შემოწმების აქტი და წარუდგინოს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. შემოწმების აქტის გამოცემის საფუძველი შეიძლება იყოს: ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა; ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია; ზ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე; ზ.ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილი წესით გაუფორმებლობა; ზ.ბ) მიწათსარგებლობის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათსარგებლობისათვის გადაცემა; ზ.გ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა; ზ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ზ.ე) დასუფთავების წესების დარღვევა; ზ.ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; ზ.ზ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; ზ.თ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; ზ.ი) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; ზ.კ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას. ზ.ლ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა. ზ.მ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირების შესახებ. ზ.ნ) უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების და სტელაჟების სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების და ფირნიშების უკანონო განთავსება; თ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში;   ი) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები; კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. ზედამხედველობის სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა დადგენილი წესით დამტკიცებული ფუნქციური განაწილების შესაბამისად. 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობდან ათავისუფლებს  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია  ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას და წარუდგენს გამგებელს საკრებულოზე დასამტკიცებლად; გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) გამგეობის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.