ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,075 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
14.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2013 წლის 15 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1). 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის №194 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  01025002035158006032). 3.  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე დანართი №1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება  მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. ადმინისტრაციული სამსახური წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობას იურიდიული, საინფორმაციო, ტექნიკური, ორგანიზაციული მომსახურებით. 2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 3. ადმინისტრაციული სამსახური ანგარიშვალდებულია  მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 2🔗.  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ძირითადი პრინციპები 1. ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებით. 2. ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 3🔗. სამსახურის სამუშაო ენა სამსახურის საქმის წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 4🔗. სამსახურის ადგილსამყოფელი სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ბოლნისი სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106 მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და  ამოცანებია: ა) გამგეობის სამართლებრივი მომსახურეობით უზრუნველყოფა; ოფიციალური დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას. ბ) მუნიციპალიტეტში შემოსული  და გასული განცხადებების, ინფორმაციის და ოფიციალური კორესპონდეციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დამუშავება. გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობის უზრუნველყოფა. დ) გამგებლის მოხსენების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება, გამგეობაში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება. ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამგებლისა და გამგეობის ურთიერთობების  უზრუნველყოფა და ხელშეწყობა. ზ) მოხელეთა პროფესიული გადამზადება, კანონმდებლობის  მოთხოვნათა შესაბამისად რეზევრში ჩარიცხულ მოხელეთა დასაქმება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი. თ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას ინტერნეტსაიტების და ინტერნეტგვერდების შექმნა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსება. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებანი 1. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ა)  უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების  შესრულებაზე;  ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს  მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული  ინფორმაცია; გ) განსაზღვრავს სამსახურის მოხელეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე; დ) უზრუნველყოფს იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია კადრების საქმიანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ე) უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი. ბ) დროულად და სურყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები. გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი. დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ მუნიციპალურ ქონებას. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1. ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი; 2. ადმინისტრაციული სამსახური შედგება განყოფილებებისაგან. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი; 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე; 4. განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხისმგებელია განყოფილებაში ყოველდღიური საქმიანობისათვის, ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების თანამშრომლებზე. განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი. 5. განყოფილების თანამშრომელი არის საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 6. ადმინისტრაციულ სამსახურში შემავალი განყოფილებებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. მუხლი 8🔗.  ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება განყოფილების ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი: ა) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სამართლებრივ  უზრუნველყოფას; ბ) ახორციელებს გამგეობის განსახილველი პროექტების, სამართლებრივი აქტების, პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას, ადგენს და გასცემს დასკვნებს პროექტებზე; გ) აწარმოებს სამართლებრივი აქტების სისტემატიზებულ აღრიცხვასა და შენახვას; დ) უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების  მეთოდურ ხელმძღვანელობას და საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას. ე) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესებს სასამართლოში, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება განყოფილების ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი: ა) განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებაში შემავალი ადმინისტრაციული სახის მომსახურება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა  და თვითმმართველ ერთეულს შორის კონტაქტს სხვადასხვა სფეროში; ბ) მიაწოდოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინფორმაცია- კომუნალური მომსახურების (წყალი, კანალიზაცია,მყარი ნარჩენები), ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მუნიციპალური ქონების შესახებ; გ) განცხადებების,წერილების და საჩივრების მიღება; დ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება; ე) იურიდიული განმარტებები და კონსულტაციები; ვ) მომსახურება იყოს ყველასათვის ნათელი, გამჭვირვალე და ხელმისაწდომი; უზრუნველყოს თვითმმართველი ორგანოების და თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მის ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას, რაც განაპირობებს მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლებას; ზ)უზრუნველყოფს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება; თ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო, საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და პროგრამულ მომსახურებას; ი) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების კომპიუტერიზაციას, ავტომატიზაციასა და ინტერნეტიზაციას; კ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ  მიღებული სამართლებრივი აქტების ოპერატიულ გავრცელებას  ინტერნეტის  მეშვეობით.  მუხლი 10🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება განყოფილების ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი: ა) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების  მოვლა-პატრონობას; ბ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის,სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის  და სხვა ტექნუკური საშუალებების  გამართულ ფუნქციონერებას,   რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას; გ)  საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების  მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და  მასალებით;   დ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების  და  სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს   და ტექნიკურ მომსახურებას; ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების   საოფისე  მასალებით მომარაგებას, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას, მათ სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; ვ) მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობის,    მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციას; ზ) საკრებულოს სხდომების, გამგეობის თათბირების, შეხვედრების, კონფერენციებისა და  სხვა ღონისძიებების სამეურნეო ორგანიზებას. თ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურ გამოყენებას; ი) თვითმმართველობის ორგანოების,  თვითმმართველობის თანამდებობების პირთა და მოსამსახურეთა სამუშაო პირობების მოწესრიგებას, მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკითა და  ინვენტარით  აღჭურვას, აუცილებელი ნივთებით, მანქანა - მოწყობილობებით, ტრანსპორტით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი ინვენტარით მომარაგებას; კ) თავისი საქმიანობის ფარგლებში თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, საწვავის უწყისების წარმოების ორგანიზებას და დამუშავებას; ლ)თვითმმართველობის საქმიანობაში თანამედროვე-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  დანერგვას, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით თვითმმართველობის ორგანოების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას, კონტროლს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  სფეროში, თვითმმართველობის  სისტემის კომპიუტერული და ტელე-საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობას და თვითმმართევლობის  ორგანოების ინტერნეტთან კავშირს; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნციების განხორციელებას.