საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების შექმნის ვადების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 15.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2013
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების შექმნის ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №2 2013 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების შექმნის ვადების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 63-ე დღისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე