თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2013
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 943 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2013 მიღება
04.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2013 წლის 15 თებერვალი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ            „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს “თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა  და ქონების მართვის სამსახურის” თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის  30 იანვრის   №7 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და  ქონების მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1.  თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა  და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია – „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   შესაბამისად. 2.   სამსახური  თავის   საქმიანობაში   ხელმძღვანელობს   საქართველოს  კონსტიტუციით,  „ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს   ორგანული  კანონით, საქართველოში  მოქმედი  სხვა  საკანონმდებლო  და კანონქვემდებარე   ნორმატიული აქტებით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 3.  სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. სამსახურის  ამოცანები  და ფუნქციები 1.  სამსახურის ფუნქციებს მიეკუთვნება: ა)  ადგილობრივ გადასახადებთან, ნებართვებთან და მოსაკრებლებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; ბ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის, მართვისა და ეფექტიანი გამოყენების  უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ქონების მოძრაობის ზედამხედველობა, მათი სარგებლობის უფლებით გადაცემასთან, განკარგვასთან და გასხვისებასთან    დაკავშირებული საკითხების  წინმსწრები  განხილვა, ორგანიზება და ამ პროცედურის   სამართლებრივად გაფორმების უზრუნველყოფა; დ) ადგილობრივი ქონების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი და ექსპლუატაციის    შეფასება;  ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების    განხორციელება; ე) თელავის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ქონების საპრივატიზებო ნუსხის შედგენა,   სათანადო წინადადებებისა    და პროექტების მომზადება და გამგებელისთვის წარდგენა; ვ) ტურიზმის, კურორტების და რეკრეაციის განვითარების საკითხების შემუშავება და პროექტების დაგეგმვა; ზ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის  შესახებ’’ საქართველოს  კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.  2. სამსახურის  უფროსი:  ა)  წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;  ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  გ)  პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;  ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს; ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3.  სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი  4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისგან: ა) ეკონომიკისა და ტურიზმის  განყოფილება; ბ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა  და მართვის განყოფილება;                                                                                                  გ) ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება. მუხლი 5🔗. განყოფილებების ფუნქციები 1.   ეკონომიკისა და ტურიზმის  განყოფილების ფუნქციებია: ა) ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს; ბ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას; გ)  უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.)  არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებანის, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ; დ) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში; ე) უშუალოდ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმსა და საკურორტო სფეროს განვითარების პროექტების შემუშავებაში; ვ) ახორციელებს კურორტების და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონებში, დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს. ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს; 2. ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა  და მართვის განყოფილების ფუნქციებია; ა) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების  საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენას; ბ) შეიმუშავებს სახელწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, თელავის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ წინადადებებს; გ) უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, საკუთრების დადგენილი დოკუმენტების შენახვას; დ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას; ე) თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში  და/ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამზადებს მასალებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ვ)  ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ ან/და  იურიდიულ პირებზე საკუთრებაში ან/და  სარგებლობაში გადაცემისას მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს; ზ)  საჭიროების მიხედვით  მხარეებს უწევს კონსულტაციას ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით; თ)  იხილავს და წარმოადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ. 3.  ადგილობრივი შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია; ა)  ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;  ბ) ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით და მისი დადგენილ ვადებში წარდგენა მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის; გ) შესყიდვების  სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის საშუალების შერჩევა; დ)  გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და  ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; ე)  კვარტალური ანგარიშის შედგენა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გამგებლისათვის  წარდგენა; ვ) სატენდერო  კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა; ზ) კოორდინაცია ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; თ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, კვარტალური ანგარიშების   და სხვა მასალების ინფორმაციის მომზადება და სააგენტოში მათი დროულად გადაგზავნის უზრუნველყოფა; ი)  სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად შესყიდვების განხორციელების თაობაზე ანგარიშის მომზადება; კ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის თაობაზე; ლ)  ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი   6🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების   მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. 3.  ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4.  ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს . მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. 2.  პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.  3. უზრუნველყოფს გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე, აგრეთე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით  დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. მუხლი 8🔗.  დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.