თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.02.2013
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2013 წლის 15 თებერვალი
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგონში ,,სამსახური“) არის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ,,საქართველოს კონსტიტუციით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს მოსახლეობის სპორტული გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავება და ხელი შეუწყოს მისი შესრულებას;
ბ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები;
გ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;
დ) ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ე) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს;
ვ) აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ზ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;
თ) შეიმუშავებს სპორტული ღონისძიებების წლიურ პროგრამებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.
მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.