ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.02.2013
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 001250020.35.150.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2013 წლის 15 თებერვალი
სოფ. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მუხლი 1🔗.
საერთო მოთხოვნები
1.
კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 65 წლის ასაკამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი პირები.
მუხლი 2🔗.
დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1.
კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის სათანადო ცოდნა.
3.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს საკუთარი ხედვა თვითმმართველი ერთეულის განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ.
მუხლი 3🔗.
დამატებითი მოთხოვნები ზოგადი პროფესიული უნარების სფეროში
1.
კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
2.
კონკურსის მონაწილეს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows, Word, Excel, internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ყოჩიშვილი