⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.07.2014)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 17.07.2014
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,340 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
17.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2013 წლის 19 თებერვალი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №10 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 მარტიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის სტატუსი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ხაშური, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №2, ადმინისტრაციული შენობის მე-3-ე სართული. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი წარწერით - „კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური“; 4. სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახელების დამატებით ; 5. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. თავი II სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი  სამსახურის საქმიანობის მიზანია: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში ერთიანი პოლიტიკის უზრუნველყოფა, მასში შემავალი ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. ბ) უზრუნველყოს სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლების, სასწავლო–სააღმზრდელო დაწესებულებების სფეროს განვითარება; გ) ხელი შეუწყოს  ახალგაზრდობასთან თანამშრომლობას, მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში და მათი როლის გამოკვეთას საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში; დ) ხელი შეუწყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და პოპულარიზაციას, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას; ე) ხელი შეუწყოს სპორტის პოპულარიზაციას და სპორტის საშუალებით პიროვნების ყოველმხრივ, ჰარმონიულ და ინტელექტუალურ განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებას, საზღვარგარეთის ქვეყნების სპორტულ ორგანიზაციებთან, დაძმობილებულ ქალაქებთან მეგობრული და საქმიანი კონტაქტების დამყარებას. ვ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანები სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია; გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის, ტურიზმის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია, ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კულტურის, განათლების, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება; ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულების განსაზღვრასა და აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ი) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროებში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა; კ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება; ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება; მ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა; ნ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა; ო) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და განზოგადება; ჟ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა; რ) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით; ს) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და წარდგენა; ტ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავება და მათი პოპულარიზება. ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება; უ) ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება; ფ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურის მოხელეებისაგან, მუხლი 6🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება; ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის. მუხლი 7🔗. კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში სამსახურის ფუნქციები 1. კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასპორტო, სახელოვნებო დაწესებულებების კოორდინაცია. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება და სისტემატიზაცია. ბ) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია. გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციის საკითხებზე და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა. დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კულტურის, განათლებისა და სპორტის პროგრამების სფეროში ადმინისტრირების, ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა. ე) დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა. ვ) კულტურის, განათლებისა და  სპორტის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა. ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა. თ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით სამსახურის უფროსისადმი წარდგენა. ი) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი   ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა. კ) კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული,   დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარების მიზნით წინადადებათა შემუშავება. ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის, საგანმანათლებლო და სპორტის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება. მ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა. ნ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში სამსახური უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მომზადება-ჩატარება; ბ) უზრუნველყოს კულტურის, განათლების და სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, ადმინისტრირება და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება; გ) განახორციელოს სააღმზრდელო დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა; დ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა; ე) კოორდინაცია გაუწიოს კულტურის, სპორტის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს; ვ) ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; ზ) უზრუნველყოს კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა; თ) უზრუნველყოს დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობის დამყარება, მოახდინოს ხაშურის მუნიციპალიტეტის, როგორც ერთ–ერთი კულტურული ცენტრის პოპულარიზაცია ქვეყანაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ; ი) დაქვემდებარებული კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით შეიმუშავოს წინადადებები, კონცეფციები და უზრუნველყოს მათი განხორციელება; კ) შეისწავლოს დაქვემდებარებულ კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და შეიმუშავოს წინადადებები მათი საქმიანობის სტიმულირებისათვის; ლ) სხვა ქვეყნის თვითმმართველობებთან კულტურის, განათლების და სპორტის საკითხებში თანამშრომლობის სფეროში ხაშურის მუნიციპალიტეტის კავშირების განვითარებისათვის მოამზადოს წინადადებები; მ) მოამზადოს წინადადებები განათლების, კულტურისა და სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თაობაზე; ნ) პოპულარიზაცია გაუწიოს შემოქმედებით ჯგუფებს; ო) სამსახურის უფროსის დავალებით გნაახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები და უფლება-მოვალეობები. პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. ჟ) გამგებელს წარუდგინოს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მუხლი 8🔗. ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში სამსახურის ფუნქციები 1. ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული, კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა; ბ) ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა; დ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; ვ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა; ზ) მუნიციპალიტეტის საკურორტო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა. სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება; თ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისადმი; კ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია. ლ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობა. მათი აქტიური ჩართვა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში და მათი როლის გამოკვეთა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში; მ) ხელოვნებასა და კულტურის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზება; ნ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში სამსახური უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენას და აღრიცხვა; ბ) მიიღოს ზომები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში; გ) უზრუნველყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, აღწერა და მათი მდგომარეობის სისტემატური შემოწმება, შესწავლა და რეაბილიტაციასთან დაკაშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) მოამზადოს ინფორმაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლოს შესაბამის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; ვ) უზრუნველყოს ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა  პროგრამების შემუშავება, ამ პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება; განახორციელოს ანალიტიკური სამუშაოები; ზ) უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველი ერთეულის პროგრამებში; თ) ხელი შეუწყოს ახალგაზრდობაში ინტელექტუალური დონის განვითარებას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას; ი) ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; კ) ხელი შეუწყოს ხელოვნებასა და კულტურის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებას; ლ) ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირებას; მ) ითანამშრომლოს საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ნ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ორგანიზება გაუწიოს კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება–განხორციელებას; ო) უზრუნველყოს მუნიციპალური ტურისტული ინდუსტრიის მონაცემთა ბაზის ფორმირება; პ) უზრუნველყოს ტურისტული  სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) დამზადება და გავრცელება; ჟ) უზრუნველყოს არსებული ტურისტული ობიექტების (სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, ატრაქციო-ნების, სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების) ადგილმდებარეობისა და კონტაქტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; რ) განახორციელოს ტურისტულ ობიექტებში მომსახურეობის ფასების, მომსახურების კლასის, ხარისხის შესახებ პერიოდული ინფორმაციების დამუშავება; ს) უზრუნველყოს დაგეგმილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების შესახებ პერიოდული ინფორმაციების დამუშავება და გავრცელება; ტ) უზრუნველყოს ტურისტულ ობიექტებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების განრიგისა და ფასების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება. უ) განახორციელოს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტებისა და ტურების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ფ) უზრუნველყოს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ტურისტული ობიექტების მოვლა-პატრონობის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ქ) უზრუნველყოს საერთაშორისო ტურისტული გამოფენების შესახებ ინფორმაციის მოპოება, კონტაქტების დამყარება და სარეკლამო წინადადებების შემუშავება. ღ) უზრუნველყოს ტურისტული თემატიკის სემინარების, კონფერენციების გამართვა და ორგანიზება; ყ) ადგილობრივი ხალხური რეწვისა და სუვენირების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს საინფორმაციო ბაზის შექმნა. დარგის განვითარებისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; შ) განახორციელოს ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა ტურისტულ დაწესებულებებთან თანამშრომლობა და შესაბამისი ღონიძიებების დაგეგმვა. ჩ) სამსახურის უფროსის დავალებით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები და უფლება-მოვალეობები; ც) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. ძ) გამგებელს წარუდგენოს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. თავი III სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 9🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის უფროსი: ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს; თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ; ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ; პ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; ჟ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან; რ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ს) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას; ტ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას; უ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას; ფ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე; ქ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 10🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. 2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი 1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნან შტატგარეშე მოსამსახურეები. მუხლი 12🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი 1. სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 13🔗. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოსამსახურების უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში; დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები; ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები. თავი IV სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი მუხლი 14🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; 5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას; 6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.