⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.01.2015)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 15.01.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,624 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
15.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2013 წლის 19 თებერვალი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ        ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №30 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 მარტიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო- სამაშველო სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სტატუსი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონების „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ , საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების,  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ხაშური, აგარის ქ. №10. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი წარწერით „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური“. 4. სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს თავისი დასახელების დამატებით. 5. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. თავი II სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი სამსახურის საქმიანობის მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში: ა) ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის სათანადო ზომების განხორციელების უზრუნველყოფა. გ) ხანძრის ჩაქრობისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება. დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი ამოცანებია 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილების, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს. ბ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას; გ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს; დ) სახანძრო ურთიერთობის ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადებას და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაციას; ე) სახანძრო ურთიერთობის მოთხოვნების დაცვის მიზნით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას; ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლებას, ამ ობიეტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევისა და შემოწმების ჩატარებას; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობების გაცემას; თ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს სახანძრო დაცვის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოვლენილია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევები ან მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას; ი) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, სახანძრო დაცვის სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის; კ) ხანძრისა და მათი შედეგების ლიკვიდაციას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს; ლ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორცილების სფეროში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას; მ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობის მიღებას ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე დაგეგმილ საგანგებო სიტუაციების  და  სახანძრო ტაქტიკურ სწავლებაში; ნ) ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას; ო) დისლოკაციის ადგილზე სამსახურის 24-საათიან მორიგეობასა და მათ მუდმივ მზადყოფნას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის; პ) დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების სწორ ექსპლოატაციას; ჟ) ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემებისა და საინფორმაციო ბაზების შექმნას. 2. სამსახურის ამოცანებია: ა) ორგანიზაცია გაუწიოს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში; ბ) მზადყოფნაში ჰყავდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობა, სახანძრო ტექნიკა, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და სამსახურის შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები; გ) უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების დროული და მაღალხარისხოვანი წარმართვა; დ) სამსახურის პირადი შემადგენლობის და მათი ოჯახების წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება; ე) ხელი შეუწყოს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას; ვ) არ დაუშვას სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშაოს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დანაყოფის ხარჯთა ნუსხის პროექტი, მოამზადოს წინადადებები ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზაციის საჭირო რიცხოვნობის და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებით; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას 1. ხანძრის ჩაქრობა წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების გადასარჩენად და ხანძრის ლიკვიდაციისათვის მიმართულ მოქმედებებს. 2. სამსახურის მიერ საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის, ქონების გადასარჩენად, აგრეთვე ავარიების, კატასროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგად შესაძლო მინიმუმამდე დასაყვანად მიმართულ მოქმედებებს. 3. განსაკუთრებით რთული ხანძრების ჩაქრობაში მონაწილე სხვადასხვა სახეობების სამსახურების მოქმედებების მაკოორდინირებელი ფუნქციები ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს. 4. სამსახურის გასვლა დასახლებულ პუნქტებსა და საწარმოებში ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ხორციელდება უპირებო წესით. 5. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებისას ტარდება აუცილებელი მოქმედებები ადამიანთა უსაფთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების გადასარჩენად, მათ შორის: ა) ხანძრების საშიში ფაქტორების გავრცელების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების საშიში გამოვლენის ადგილზე მისასვლელად; ბ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების გავრცელების დამაბრკოლებელი და მათი ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფი პირობების შესაქმნელად; გ) ხანძრების გაჩენის ადგილებში, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონებში შესვლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეზღუდვის ან აკრძალვისათვის; დ) ხანძრის ჩაქრობის ადგილის, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონების დაცვისათვის; ე) ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციისათვის. 6. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი – ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სამსახურის პირად შემადგენლობას, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს. 7. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ადგენს ტერიტორიის საზღვრებს, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები; მათი ჩატარების წესსა და თავისებურებებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს ხანძარისაგან ადამიანთა და ქონების გადარჩენის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი იღებს სხვა გადაწყვეტილებასაც, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ზღუდავენ პირთა უფლებებსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე. 8. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დასახული ამოცანების შესრულებაზე, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სამსახურის პირადი შემადგენლობის და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული სხვა ძალების უსაფთხოებაზე. 9. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები აუცილებელია შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები. 10. ხანძრის ჩაქრობის დროს არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებებში ან შეცვალოს მისი განკარგულებები. 11. სამსახურის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის მონაწილეები, რომლებიც მოქმედებენ უკიდურესი აუცილებლობის ან დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან. 12. ხანძრის ჩაქრობისას სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად. 13. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ხანძარსაწინააღმდეგო გეგმის შესაბამისად; გეგმა მოიცავს: ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმს, ამაღლებული მზადყოფნის რეჟიმს და საგანგებო სიტუაციების რეჟიმს. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები სახანძრო უსაფთხოების სფეროში სამუშაოთა შესრულებისას და მომსახურების გაწევისას 1. სახანძრო უსაფთხოების სფეროში სამუშაოები და მომსახურეობები სრულდება მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახანძრო უსაფთხოების მოთხოვნათა რეალიზაციის, ხანძრის თავიდან აცილებისა და ხანძრის ჩაქრობის მიზნით. 2. სახანძრო უსაფთხოების სფეროში სამუშაოებს და მომსახურებას განეკუთვნება: ა) ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოებისა და დასახლებული პუნქტების ხანძრისაგან დაცვა; ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ტექნიკური კონსულტაციების გაწევა; გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების ექსპერტიზის ჩატარება; დ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემის მონტაჟი, გამართვა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება; ე) ცეცხლდამცავი და საღუმელე სამუშაოების შესრულება; ვ) სახანძრო უსაფთხოების უზრუნველსაყოფად მიმართული სხვა სამუშაოები და მომსახურება, რომლის ნუსხას ადგენს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური. მუხლი 7🔗. სამსახურის ფუნქციები ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვისას 1. სამსახური აწარმოებს ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკურ აღრიცხვას საქართველოში მოქმედი ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესის ერთიანი სახელმწიფო სისტემების შესაბამისად. 2. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით. 3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მუხლი 8🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურის მოხელეებისაგან, მუხლი 9🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; დ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა; ე) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და დაქვემდებარებული დარგების შემდგომი განვითარება; ვ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ზ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის. თავი III სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 10🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი და რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის უფროსი: ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს; თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ; ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ; პ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; ჟ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან; რ) სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ს) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამსახურის კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას; ტ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას; უ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას; ფ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე; ქ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსს უფლება აქვს: ა) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილებები, დაქვემდებარებული დანაყოფების გასვლის რაიონული საზღვრების დადგენისათვის გასვლის განრიგის შემუშავებისათვის (გადამუშავებისათვის), სამსახურის თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ და განახორციელოს კონტროლი მათ საქმიანობაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები და ოპერატიული ინფორმაცია; გ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა; დ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სამსახურის ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება; ე) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკური სწავლების, დათვალიერების, შეჯიბრების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას; ვ) გადაჭრას სამსახურის თანამდებობის პირებს შორის წარმოქმნილი დავა; ზ) გასცეს განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ, აგრეთვე მოითხოვოს მათი შესრულება; თ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო ცნობები და ოპერატიული ინფორმაცია; ი) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო ტექნიკური სწავლების დათვალიერების შეჯიბრების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას; კ) დადგენილი წესით დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ან წაახალისოს დაქვემდებარებული დანაყოფის პირადი შემადგენლობა; ლ) დაამტკიცოს ან მოაწეროს ხელი სამსახურებრივ საბუთებზე; მ) დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სხვა სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების დაზიანების აღმოფხვრა, აგრეთვე სამსახურის გასვლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობის უზრუნველყოფა; ნ) დადგენილი წესით შეცვალოს დანაყოფის გათვლაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, სამსახურში არსებული სათადარიგო ტექნიკის ხარჯზე. 5. სამსახურის უფროსი ვალდებულია: ა) გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვას და მორიგე სამსახურის საქმიანობას; გ) განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი; დ) განაზოგადოს სამსახურის ორგანიზების გამოცდილება; ე) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკურ და სახანძრო-სამწყობრო მომზადებას; ვ) დიდი ხანძრების დროს უზრუნველყოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მითითება-განკარგულებების შესრულება; ზ) უზრუნველყოს და გააკონტროლოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება; თ) ორგანიზება გაუწიოს მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესრულებას; ი) ორგანიზება გაუწიოს ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტაბის შექმნას და განსაზღვროს მათი მოქმედების წესი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებისას; კ) მიიღოს სახანძრო წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის ზომები; ლ) დაადგინოს დიდი ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრების და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის წესი; მ) შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, განიხილოს საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირების წინადადებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები (კომპეტენციის ფარგლებში) დაქვემდებარებული დანაყოფების თანამდებობის პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების თაობაზე. 6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 7. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 8. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 11🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. 2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 12🔗. სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი 1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები. მუხლი 13🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი 1. სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 14🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება 1. სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება. ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება); ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. მუხლი 15🔗. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6. მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან. 7. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 8. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში; დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები; ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები. თავი IV სამსახურებრივი დისციპლინა მუხლი 16🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას. მუხლი 17🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; ბ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში; გ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას. მუხლი 18🔗. წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. დასაშვებია ერთდროულად გმოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. მუხლი 19🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. მუხლი 20🔗. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი 1. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობა და წახალისება მოსამსახურეს ეცნობება პირადად. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე მას უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება მოსამსახურის პირად საქმეში. 5. დისციპლინური პასუხისმგებლობა ითვლება მოხსნილად, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა. 6. გადაწყვეტილებას მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინებით. თავი V სამსახურის გავლის პირობები მუხლი 21🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა. 2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით. მუხლი 22🔗. მოსამსახურეთა შვებულება  მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. თავი VI სამსახურიდან გათავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა მუხლი 23🔗. სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 24🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები მუხლი 25🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება მოიცავს: ა) ხელფასს, თანამდებობრივი რანგისთვის გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად; ბ) დანამატს, სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის; გ) ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 26🔗. შეღავათები და გარანტიები 1. საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი, კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურეობრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავი-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VIII სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი მუხლი 27🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას; 6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.