ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 24.04.2018
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2013 წლის 19 თებერვალი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №36 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 მარტიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო
1.
ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2.
გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3.
ტერიტორიული ორგანოს კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4.
ტერიტორიული ორგანო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
5.
ტერიტორიული ორგანო იქმნება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
6.
ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერიტორიული ორგანოს მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება
1.
ტერიტორიული ორგანოს და ტერიტორიული ორგანოს მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
2.
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3.
ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი, რომელსაც იყენებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ასევე გააჩნია საკუთარი ბლანკი და შტამპი.
4.
ტერიტორიულ ორგანოში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.
თავი II
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მიზანი
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მიზანია:
ა)
განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება;
ბ)
ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება; განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.
გ)
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ხაშურის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ)
იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობასთან;
გ)
ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვების და საჯარო განხილვების ჩატარებას; მოსახლეობასთან თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრას;
დ)
ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
ე)
აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ვ)
უზრუნველყოფს თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვას და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის მათ მიწოდებას;
ზ)
უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
თ)
უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას;
ი)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
კ)
ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას;
ლ)
უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;
მ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში;
ნ)
ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ო)
უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
პ)
იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;
ჟ)
ახორციელებს ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
რ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი ღონისძიებების, გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;
გ)
კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ)
ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ე)
კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ზ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ)
მონაწილეობს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი დოკუმენტაციის მომზადებაში;
გ)
მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
დ)
კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
ე)
ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;
ვ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ;
ზ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში
ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ბ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;
გ)
აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მიზნობრივ გამოყენებას, ამ ქონებით სარგებლობის წესების დაცვას;
დ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვას;
ე)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას, მისი გამოყენებისა და სარგებლობის კონტროლს;
ბ)
წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
გ)
ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლს;
დ)
მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
ე)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი მოწყობის შესახებ;
ბ)
მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში;
გ)
უზრუნველყოფს ადინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას;
დ)
მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოთა განხორციელებას;
ვ)
უზრუნველყოფს ტერიტორიის დასუფთავებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას;
ზ)
უზრუნველყოფს ზედამხედველობას დასუფთავებისა და გარე რეკლამის განთავსების წესების დაცვაზე;
თ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 10🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;
ბ)
მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
გ)
უზრუნველყოფს ზედამხედველობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურეობაზე;
დ)
უზრუნველყოფს გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას;
ე)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და მოსახლეობის სარიტუალო მომსახურეობას;
ვ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 11🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ)
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ)
მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე)
ადმინისტრაციულ ერთეულში კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ)
უზრუნველყოფს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას;
ზ)
კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების საქმიანობას;
თ)
კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას;
ი)
უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე;
კ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 12🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ)
მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;
გ)
მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;
დ)
უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში;
ე)
მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;
ვ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას;
ზ)
უზრუნველყოფს სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 533, 55-ე, 552, 553, 1191, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 145-ე, 1461-ე, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 ნაწილების, 152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591-ე, 1792-ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურთან აღნიშნულ საკითხებზე კოორდინაციას და თანამშრომლობას;
თ)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 13🔗.
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის სფეროში.
საჭიროებათა განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა)
უზრუნველყოფს არსებულ საჭიროებათა შესახებ ტერიტორიული ორგანოს საზღვრებში მდებარე თითოეულ დასახლებაში ინფორმაციის შეგროვებას, პრობლემათა განსაზღვრას, სისტემატიზაციასა და მიზეზობრივ-შედეგობრივი ურთიერთკავშირის დადგენას;
ბ)
სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე ახდენს საჭიროებათა გამოვლენას და შეიმუშავებს პრობლემათა აღმოსაფხვრელად თითოეულ დასახლებაში განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმას;
გ)
უზრუნველყოფს ყოველი წლის 1 მარტამდე არსებულ პრობლემათა გადასაჭრელად შემუშავებული ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის შემდგომი განხილვისათვის გამგებლისათვის წარდგენას;
დ)
უზრუნველყოს თითოეულ დასახლებაში მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრას, რაც გულისხმობს გამოვლენილი პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსახორციელებლად აუცილებელი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი საკითხების გამოყოფას და მოსახლეობისათვის აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას საერთო კრებაზე განსახილველად;
ე)
უზრუნველყოფს საერთო კრებების და გამოკითხვების ორგანიზებს და ჩატარებას პრიორიტეტების დასადგენად, რომლის დადგენის ძირითადი ფორმაა – დასახლებ(ებ)ის (დასახლების უბნად დაყოფის შემთხვევაში – დასახლების უბნ(ებ)ის) მოსახლეობის წარმომადგენელთა საერთო კრება;
ვ)
საჭიროების შემთხვევაში ტრადიციული დაყოფის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს საზღვრებში მდებარე დასახლებათა უბნებად დაყოფას, ახდენს უბანში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ამ უბნის მოსახლეობის ასარჩევ წარმომადგენელთა რიცხოვნობის განსაზღვრას და უბნის წარმომადგენელთა ასარჩევად უბნის მოსახლეობის საერთო კრების ორგანიზება-ჩატარებას;
ზ)
უბნის წარმომადგენელთა არჩევის შემდეგ უზრუნველყოფს მხოლოდ ამ წარმომადგენელთა საერთო კრებების ორგანიზება-ჩატარებას, რომლებზედაც განიხილება გამოვლენილი საჭიროებები, კიდევ ერთხელ ხდება მათი კორექტირება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;
თ)
უზრუნველყოფს მოსახლეობისა და უბნის წარმომადგენელთა საერთო კრებებზე დასახელებული პრიორიტეტების შესახებ, კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1 აპრილისა, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში მათი გათვალისწინების მიზნით, ინფორმაციის გამგებლისათვის წარდგენას;
ი)
უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
მუხლი 14🔗.
ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
ტერიტორიული ორგანო შედგება:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან;
ბ)
ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
მუხლი 15🔗.
ტერიტორიული ორგანოს უფლება-მოვალეობები
1.
ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს საჭირო შესაბამისი შემოწმებები;
გ)
მონაწილეობა მიიღოს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ)
განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ე)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ტერიტორიული ორგანოს დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2.
ტერიტორიული ორგანო ვალდებულია:
ა)
დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოს ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ბ)
მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ)
ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
დ)
ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვა;
ე)
ტერიტორიული ორგანოს საზღვრებში უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროების პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, ადგილობრივ დონეზე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება;
ვ)
პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ზ)
თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.
თავი III
ტერიტორიული ორგანოს მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 16🔗.
ტერიტორიული ორგანოს მართვა
1.
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
2.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3.
რწმუნებული ამ დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში, დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში.
4.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი:
ა)
მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს ტერიტორიული ორგანოსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
დ)
ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმას;
ე)
საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით შეიმუშავებს და წარადგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ)
ადგენს ანგარიშს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ზ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს;
თ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;
ი)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
კ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
ლ)
ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
მ)
პერიოდულად ისმენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ)
ხაშურის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში _ დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;
ო)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;
პ)
დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
ჟ)
უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან, საწარმოებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებებისაგან;
რ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას დაქვემდებარებულ დარგებში უზრუნველყოფს თანამედროვე საინფორმაციო ბანკებისა და საინფორმაციო სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
ს)
უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას დაქვემდებარებული სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგთა განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, სფეროში ადგილობრივ დონეზე რეფორმების განსახორციელებლად სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ტ)
საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი სამართლებრივ-ორგანიზაციული მექანიზმების შესაბამისად უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციაში შემავალი სფეროებისა და დარგების შემდგომი განვითარების სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავებას;
უ)
ორგანიზაციას უწევს სამსახურში მოქალაქეების წინადადებების განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ფ)
პასუხისმგებელია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
ქ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციების განსახორციელებლად:
ა)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ)
ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ)
უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ე)
ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ)
მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
ზ)
მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
თ)
აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
ი)
ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
კ)
მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
ლ)
შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
მ)
კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ნ)
შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ო)
მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
პ)
თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
ჟ)
მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
რ)
ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ს)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა)
მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ)
მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ)
მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ)
მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე)
იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ)
ჩასახლებული ეკო-მიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ)
მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ)
სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ი)
ტერიტორიული ორგანოს საზღვრებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
კ)
ტერიტორიული ორგანოს საზღვრებში საყოფაცხოვრებო-კომუნალური, სატრანსპორტო და ა.შ. მოსახლეობისათვის მიწოდებული მუნიციპალური მომსახურების პირობების შესრულების მიმდინარეობისა და ხარისხის შესახებ.
7.
რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
8.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
9.
თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
10.
რწმუნებულს აქვს მრგვალი ფორმის ბეჭედი, ტერიტორიული ორგანოს აღნიშვნით, რომელიც გამოიყენება რწმუნებულის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 17🔗.
ტერიტორიული ორგანოს მოხელეები
1.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.
2.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
3.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების შესაბამის სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
5.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 18🔗.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა დანიშვნის წესი
1.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის წარდგინებით ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად დადგენილი წესით გამგებლის მიერ მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები.
მუხლი 19🔗.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
1.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 20🔗.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1.
ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით;
დ)
დააყენონ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ)
ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2.
ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ)
სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები;
ე)
იმუშაონ თავიაანთი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ვ)
განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები;
ზ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
თ)
შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.
თავი IV
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
მუხლი 21🔗.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მთელი ქონება წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოსათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხაშურის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
4.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობისა ზედამხედველობას.
5.
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.