„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №115

2013 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებით (140.030.000.22.034.008.614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) I სამმართველო:

ა.ა) მონიტორინგის განყოფილება;

ა.ბ) ანალიზის განყოფილება;

ბ) II  სამმართველო:

ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;  

ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;                 

ბ.გ) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება;

გ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

გ.ა) შეიარაღების განყოფილება;

დ) საერთო განყოფილება  (კანცელარია):

დ.ა) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);

ე) კადრების სამმართველო:

ე.ა) დაკომპლექტებისა და ზონალური მუშაობის განყოფილება;

ე.ბ) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო:

ვ.ა) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება:

ვ.ა.ა) ფინანსური რესურსების მართვისა და დაგეგმარების ქვეგანყოფილება;

ვ.ა.ბ) შესყიდვების ორგანიზების ქვეგანყოფილება;

ვ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ვ.გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება:

ვ.გ.ა) მომარაგების ქვეგანყოფილება;

ვ.გ.ბ) საწყობის ქვეგანყოფილება;

ვ.დ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილება:

 ვ.დ.ა) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების ქვეგანყოფილება;

ვ.ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის განყოფილება:

ვ.ე.ა) შენობათა ექსპლუატაციის ქვეგანყოფილება;

ზ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

თ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

ი) ქვემო ქართლის სამმართველო;

კ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;

ლ) კახეთის სამმართველო;

მ) იმერეთის მთავარი სამმართველო;

ნ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველო;

ო) აჭარის მთავარი სამმართველო.  

2. დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-11 მუხლის „თ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ზ) უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სააღრიცხვო ბარათების დამუშავებას და აღრიცხვის ორგანიზებას, მათ სრულყოფილ შევსებასა და ადგილებიდან დროულ გამოგზავნაზე კონტროლის დაწესებას;“.

3. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.“.


4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. კადრების სამმართველო:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, ახორციელებს საკადრო ღონისძიებებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს  დეპარტამენტის დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და სპეციალური შემოწმების განხორციელებას;

გ) მონაწილეობას იღებს პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მომზადებაში;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მიზნით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებებში;

ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;

ვ) ამზადებს მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე;

ზ)        ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვისა და დამუშავების წარმოებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ი) ამზადებს დოკუმენტებს დეპარტამენტიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

კ)  განიხილავს  ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მიზნით:

ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებასა და სამინისტროს  საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში წარდგენას;

გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს (პროექტს დამტკიცებამდე შესათანხმებლად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს; დამტკიცებულ გეგმას წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;

დ) ამზადებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ოპერატიულ, სტატისტიკურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ე) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით, ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვებს;

ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;

ზ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას;

 თ) ადგენს ბალანსს და დადგენილ ვადებში წარადგენს სამინისტროს ცენტრალურ ბუღალტერიაში (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე);

 ი) ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დარიცხვასა და დროულ გაცემას;

კ) დადგენილი წესის შესაბამისად, აწარმოებს სალაროს ოპერაციებს, ახორციელებს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენას;

 ლ) უზრუნველყოფს ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავის, მობილური სატელეფონო ბარათების, მცირეფასიანი აქტივების, სახარჯი მასალებისა და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვასა და დამუშავებას;

მ) ახორციელებს ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების (დებიტორ-კრედიტორების) ინვენტარიზაციას;

ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის;

ო) აღრიცხავს, დადგენილი წესით და ვადებში ინახავს და არქივში აბარებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტებს;

პ) შეისწავლის და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის, ზრუნავს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე;

 ჟ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, აკონტროლებს მის ექსპლუატაციასა და დაცვას;

 რ) ორგანიზებას უწევს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილების - გამოყოფილი ფართობების), სხვადასხვა საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკურ მომსახურებას, მათ ექსპლუატაციას, კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

 ს) ორგანიზებას უწევს დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას;

ტ) დადგენილი წესით წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად;

უ) ორგანიზებას უწევს შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვასა და დასაწყობებას, თანამშრომელთა მოთხოვნით, მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას;

ფ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;

 ქ) უზრუნველყოფს სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობას;

ღ) უზრუნველყოფს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას;

ყ) ორგანიზებას უწევს რადიოსადგურ „022“-ის სპეცტექნიკის გამართულ მუშაობაზე კონტროლს;

შ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.“.

5. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს,  ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და  მთავარი სამმართველოების სტრუქტურა და კომპეტენცია“.

6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების   სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქ. თბილისისა და რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით.“.

7. მე-16 მუხლის:

 ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა და მთავარი სამმართველოების ფუნქციებია:“;

ბ)  „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღრიცხვის ბარათების რეგისტრაცია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალებში“.

8. მე-17 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, ადგილობრივ (რეგიონალურ) სამმართველოებსა და მთავარ სამმართველოებს  უფლება აქვთ:“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველო, ადგილობრივი (რეგიონალური) მთავარი სამმართველოები და სამმართველოები ვალდებულნი არიან:“.

9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ადგილობრივი (რეგიონალური) სამმართველოებისა  და  მთავარი სამმართველოების სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №115. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016165.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 მაისის №634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №115, 20.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1848616/