საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-52
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2013
matsne.gov.ge 503 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-52 2013 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭო. მუხლი 2🔗 საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  მრჩეველთა საბჭოს დებულება“. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს დებულება მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სათათბირო ორგანოს - „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში  - საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. საბჭოს საქმიანობის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრისთვის წინადადებებისა და  რეკომენდაციების წარდგენა. მუხლი 2🔗 საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) აგრარული რეფორმების განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; გ) აგროსასურსათო სექტორის რენტაბელობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური  პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; ე) სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების პოტენციალის გაზრდა; ვ) სოფლად კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) სოფლად საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; თ) საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების შეთავაზება; ი) დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა, აგროსასურსათო სექტორის განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება; კ) აგროსასურსათო სექტორის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების,  სრულყოფის, ნორმატიული აქტების პროექტების (მათ შორის -  ტექნიკურ რეგლამენტების) მომზადების პროცესში მონაწილეობა; ლ) ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, ასევე, მეცხოველეობის სფეროს რეგულირება; მ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სხვა საკითხები. მუხლი 3🔗 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საბჭოს შემადგენლობიდან მინისტრი ნიშნავს საბჭოს კოორდინატორს, რომელიც იმავდროულად არის საბჭოს სხდომის სპიკერი. 3. საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადია, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საბჭოს წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. საბჭოს წევრები სამსახურში მიიღებიან განსაზღვრული ვადით. ვადა განისაზღვრება მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. მუხლი 4🔗 1. საბჭოს სხდომის ჩატარება არ არის შეზღუდული რაიმე ვადით, საბჭოს წევრები იკრიბებიან საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხების სპეციფიკურობის გათვალისწინებით. 2. საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად განიხილონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები და მიღებული წინადადებები ან/და რეკომენდაციები წარადგინონ საბჭოს სხდომაზე. 3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. 4. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება მინისტრს. საბჭოს იმ წევრებს, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული აზრი შემუშავებულ წინადადებებთან ან/და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, უფლება აქვთ მინისტრს წარუდგინონ ალტერნატიული წინადადებები ან/და რეკომენდაციები. 5. საბჭოს სხდომაზე საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. მუხლი 5🔗  საბჭო წინადადებებს და რეკომენდაციებს ამზადებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა სახელ­მწიფო კონტროლს ან/და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო, ასევე საკუთარი ინიციატივით. მუხლი 6🔗 საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.