აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 26.11.2021
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.058.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,052 სიტყვა · ~35 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2013 მიღება
26.11.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №48 2013 წლის 1 მარტი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, 35-ე მუხლებისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” და ,,ი’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები: ა) განათლების დეპარტამენტი (დანართი1); ბ) კულტურის დეპარტამენტი (დანართი 2); გ) რესურსების მართვის დეპარტამენტი (დანართი 3); დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი (დანართი 4); ე) ბუღალტრული აღრიცხვა–ანგარიშგების დეპარტამენტი (დანართი 5); ვ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (დანართი 6). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2011 წლის 23 თებერვლის N30 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიგიორგი თავამაიშვილი დანართი №1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)  განათლების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ,,ზოგადი განათლების შესახებ", ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებით“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 დეპარტამენტი:                        ა) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის  შესახებ; ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სისტემის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმირების თაობაზე; გ) შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს განათლების სფეროში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ; დ) რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ პირებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით და აღნიშნულ მონაცემებს განმეორებით სარეგისტრაციოდ უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას განათლების სფეროში; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს და აფასებს ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს განათლების სფეროში ეროვნული პროგრამების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას; ი) კოორდინაციას უწევს სკოლა-პანსიონებში სოციალური, აღმზრდელობითი, საყოფაცხოვრებო და სასწავლო პროცესების მიმდინარეობას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში; ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას განათლების სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში; მ) განათლების სფეროში სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფს კვლევების ჩატარებას და მათ საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას; ნ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სამინისტროს პროგრამების მომზადება; ო)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებს. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირებას; ვ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ)დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან მთავარი სპეციალისტები. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს: ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა _ შენახვაზე; დ) ამზადებს პასუხებს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის უფროსის სამსახურეობრივი დავალებებითა და სამინისტროს შინაგანაწესით. თავი IV დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 9🔗  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.                                   დანართი №2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 წინამდებარე დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) კულტურის დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ფუნქციებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,კულტურის შესახებ’’, ,,სახელმწიფო თეატრების შესახებ“, ,,მუზეუმების შესახებ’’ საქართველოს კანონებით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის N31 დადგენილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  მუხლი 3🔗 1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტრონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე (შემდგომში - კურატორი მოადგილე). თავი II დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი მუხლი 4🔗 დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კულტურის სფეროში სახელმწიფო რეგულაციის განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს/რეკომენდაციებს და წარუდგენს მინისტრს; ბ) ხელს უწყობს აჭარის რეგიონში კულტურის განვითარებას, პოპულარიზაციასა და კულტურული ცხოვრების გააქტიურებას; გ) უზრუნველყოფს კულტურის სფეროში პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების მომზადებასა და შესრულებას; დ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობას ღებულობს ერთობლივ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში; ე) ხელს უწყობს კულტურის სფეროში ღონისძიებების (ფესტივალები, ბიენალეები, გამოფენები და სხვა) ჩატარებას; ვ) ახორციელებს აჭარის რეგიონში მოქმედი კულტურის ორგანიზაციების (თეატრები, მუზეუმები, ანსამბლები და სხვა) განვითარების ხელშეწყობას; ზ) კულტურის სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; თ) ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების  და კულტურის სპეციალისტთა წარმოჩენას, კვალიფიკაციის ამაღლებას, რისთვისაც ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს; ი) ახორციელებს ფოლკლორის და ხალხური შემოქმედების, სახვითი, გამოყენებითი და მულტიმედიური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობას; კ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინირებულად ჩატარებას; ლ) კოორდინაციას უწევს კულტურის ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლასა და მხარდაჭერას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; მ) ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ან საზღვარგარეთის სხვადასხვა დაწესებულებებთან ურთიერთობისას, წარმოადგენს სამინისტროს; ნ) შეიმუშავებს და ახორციელებს თეატრალური და სანახაობითი ხელოვნების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ხელშემწყობ პროექტებს; ო) ხელს უწყობს ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობას და ამ მიზნით შეიმუშავებს პროგრამებს, წინადადებებს და გეგმებს; პ) კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საქმიანობას; ჟ) უზრუნველყოფს მინისტრისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაცია_ოპტიმიზაციისა და მათი ინსტიტუციური მოწყობის შესახებ წინადადებების წარდგენას; რ) ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა მხარდაჭერის მიზნით უზრუნველყოფს პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; ს) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობას კულტურის სფეროში მიმდინარე პროგრამების განხორციელებაში; ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაციას; უ) განიხილავს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროგრამებს, მათ ხანგრძლივობას და მინისტრს წარუდგენს შესათანხმებლად; ფ) მონაწილეობს სკოლის­გა­რეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის შემუშავებისა და გაცემის პროცესში; ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურის დაწესებულებების საქმიანობას; ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების კორესპონდენციებს; ყ) კულტურის სფეროში დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის მიწოდებას. შ) ასრულებს წინამდებარე დებულებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული Pუფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) თვალყურს ადევნებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებით ადასტურებს მათ; ვ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალურად, ასევე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით; ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თაობაზე; თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის, სამომავლო ღონისძიებათა შესახებ და იღებს ზომებს გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ი) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს. 4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ამზადებს პასუხებს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებებით, დეპარტამენტის უფროსის  სამსახურებრივი დავალებებითა და სამინისტროს შინაგანაწესით. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის, კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. თავი IV დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 7🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  დანართი №3        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში-დეპარტამენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფია. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების’’ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. მუხლი 3🔗 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის მოადგილის  (შემდგომში – კურატორი მოადგილე) წინაშე. 2. კურატორი მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას. თავი II დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსური მართვა; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტების განხილვა და მასში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმება; ე) ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესის კოორდინაცია; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიხედვით სამინისტროს სფეროში არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების, ღონისძიებებისა და პროგრამებისათვის განსაზღვრული წლიური ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადება; ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; თ) სამინისტროს პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ჯგუფების საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად სამინისტროს პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ლ)  საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ; მ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ო) სხვადასხვა უწყებიდან, ორგანიზაციებიდან მიღებული წერილებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვა; პ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ სამუშაო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, სამინისტროს მთლიანი სამუშაო გეგმის შემუშავება; ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების შეთანხმება და კოორდინაცია; რ) მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება; ტ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა_პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური რემონტის უზრუნველყოფა; უ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზირებული სისტემით მომსახურება; ქ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის შიგნით სათანადო სისუფთავისა და სანიტარული წესრიგის დაცვა; ღ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; ყ) საარქივო დოკუმენტაციის წარმოება, დაცვა და გამოყენება; შ) ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის  სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) ფინანსური დაგეგმვის განყოფილება; ბ) საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილება; გ)  საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 6🔗 ფინანსური დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია: ა) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსური მართვა; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) სამინისტროსადმი სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტების განხილვა; ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციის შემოწმება; ვ) ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების პროცესის კოორდინაცია; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიხედვით სამინისტროს სფეროში არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების, ღონისძიებებისა და მიზნობრივი პროგრამებისათვის განსაზღვრული წლიური ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ი) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტთან შეთანხმებით ხარჯთანუსხებისა და მათთან დაკავშირებული გაანგარიშებების მომზადება. მუხლი 7🔗 საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია: ა) მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია; გ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვა, განაწილება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება; დ) ხელმძღვანელობის მიერ განხილული დოკუმენტაციის შესაბამის თანამშრომლებზე განაწილება; ე) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება; ვ) დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად, სამინისტროს საქმეთა წარმოება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს საქმის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადება; თ) სახელმწიფო არქივში ჩასაბარებელი საქმეების გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება; ი) სამინისტროს საარქივო ფონდის დაკომპლექტების, საარქივო დოკუმენტების აღრიცხვის, დაცვისა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დაგზავნის უზრუნველყოფა; ლ) შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით განმცხადებლის წერილობითი და სიტყვიერი ინფორმირების უზრუნველყოფა; მ) შემოსული წერილების განხილვის პერიოდული ანალიზის განხორციელება; ნ) სამინისტროს კადრების აღრიცხვა, პირადი საქმეების წარმოება;  ო) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლებისა და წახალისების ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; პ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე სათანადო სისუფთავისა და სანიტარული წესრიგის დაცვა; ჟ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური რემონტის უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს თანამშრომელთა საკანცელარიო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ტ) სამსახურეობრივ საკითხებზე  სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილების უზრუნველყოფა; უ) მინისტრთან ჩატარებული თათბირების ოქმების მომზადება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზირებული სისტემით მომსახურება; ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება. მუხლი 8🔗 საზოგადეობასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია: ა) მინისტრთან შეთანხმებით სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; ბ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში სხვადასხვა პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და მინისტრისათვის წარდგენა; გ) სამინისტროს ვებგვერდის განახლება; დ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ვ) პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში  მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა; თ) საზოგადეოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. ი) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; კ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიების და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება. თავი IV დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანომდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 10🔗    დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან/და ვიზირებით ადასტურებს მათ; ე) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტლურად, ასევე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით; ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების საფინანსო საქმიანობას, ახორციელებს საჭირო მასალისა და ინფორმაციის მიღებასა და ანალიზს; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების წახალისების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. განყოფილების უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი მოადგილის წინაშე. მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან მთავარი სპეციალისტები. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს: ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ამზადებს პასუხებს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის სამსახურეობრივი დავალებებითა და სამინისტროს შინაგანაწესით. 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის, კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის წინაშე. თავი V დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 13🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"  საქართველოს კანონით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის მოადგილის  (შემდგომში – კურატორი მოადგილე) წინაშე. 2. კურატორი მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 6🔗  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ)კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული  ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ე) მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; თ) სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს პროგრამებსა და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ჯგუფების, კომისიების ფორმირება, სამოქმედო გეგმების შედგენა და მათი სამართლებრივი უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება; ო)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა; პ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 7🔗 დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ნორმატიული აქტების პროექტები; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდგინოს წინადადებები ნორმატიული აქტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; გ) მოქმედი კანონმდებლობით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის პროცესში; დ) სპეციალური მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს სამინისტრო სასამართლოში; ე) მოამზადოს ინდივივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და მოახდინოს მათი ვიზირება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 8🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება. მუხლი 9🔗  იურიდიული განყოფილების უფლება-მოვალეობებია: ა) უზრუნველყოს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა; გ) უზრუნველყოს ინდივივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) უზრუნველყოს მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობა; ე) განახორციელოს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და  კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფლება-მოვალეობებია: ა) სამინისტროს პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო  შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების შესახებ განაცხადებისა და ანგარიშების გამოქვეყნება; გ) ტენდერების ჩატარების მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინამოსამზადებელი სამუშაოების  უზრუნველყოფა, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენა, ფასთა მონიტორინგის ჩატარება, შერჩევის დასაბუთება, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და სატენდერო კომისიის წევრებთან შეთანხმება; დ) შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვა, მათი რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და არქივის წარმოება; ე) ხელშეკრულებების მიმდინარე ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციების შესაბამისად რეალიზაციის გეგმებისა და ანგარიშების მომზადება, საინფორმაციო ბაზების შექმნა, ანალიზი; ვ) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და მონოტორინგის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ზ) ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების დარღვევის და/ან ვადაგადაცილების შემთხვევაში, მინისტრისათვის სათანადო ინფორმაციის დროული მიწოდება; თ) სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის უზრუნველყოფა; ი) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დამტკიცებული ანგარიშის ფორმების დროული წარდგენა; კ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სამინისტროს  პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ლ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და  კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 11🔗  დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირებას; ვ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. განყოფილების უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის  წინაშე. მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან მთავარი სპეციალისტები. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს: ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა _ შენახვაზე; დ) ამზადებს პასუხებს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე. 4. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის სამსახურეობრივი დავალებებითა და სამინისტროს შინაგანაწესით. 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის, კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის წინაშე. თავი V დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 14🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  დანართი №5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა–ანგარიშგების დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებით, ,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) ბრძანებებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. მუხლი 3🔗 1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის მოადგილის  (შემდგომში – კურატორი მოადგილე) წინაშე. 2. კურატორი მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს  მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას. თავი II დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საბუღალტრო დოკუმენტაციის თავისდროული გაფორმებისა და მომხდარი ოპერაციების კანონიერების უზრუნველყოფა; გ) კონტროლი ფულადი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე მათი შენახვის და ექსპლუატაციის ადგილებში; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით   მიღებული სახსრებისა და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკავებული აღრიცხვა; ე) მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიების, სამივლინებო და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული დარიცხვა; ვ) საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეული პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა თავისდროული აღრიცხვა; ზ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა; ინვეტარიზაციის შედეგების თავისდროული გამოვლენა და აღრიცხვა; თ) ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად შესაბამისი შედარების უწყისების შედგენა; ი) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და ფორმით სამინისტროს წლიური და კვარტალური ანგარიშების უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხარჯთანუსხებისა და მათთან დაკავშირებული გაანგარიშებების შეთანხმება; ლ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება და ნაერთი ბალანსის მომზადება; ნ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტის სახაზინო სამსახურში წარდგენა; ო) დეპარტამენტის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების კორესპონდენციებისა და განცხადებების  განხილვა; პ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ყველა სახის საკასო ოპერაციების წარმოება; ჟ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამინისტროს  პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან სამინისტროსა და მისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთობის კოორდინაცია; ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე გამოცემული ბრძანებებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ყოველწლიურად, დადგენილ ვადებში და ფორმით მოითხოვოს და დაამუშაოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების და ორგანიზაციების წლიური და კვარტალური ანგარიშები; ბ) კოორდინაცია და მეთოდური დახმარება გაუწიოს სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურებს; გ) შეამოწმოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებებიდან წარმოდგენილი წლიური და კვარტალური ანგარიშების სისწორე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია და მასალები. 2. დეპარტამენტის მოთხოვნა დადგენილი ფორმით და წესით დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფორმის) და ცნობების წარმოდგენაზე, სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მოადგილის  წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ)    წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;  დ) დეპარტამენტის უფროსი  ხელს აწერს სამინისტროს ყველა ბუღალტრულ საბუთს, რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტისა და ბიუჯეტისგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულებასთან; ე) თვალყურს ადევნებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან და სრულყოფილ შესრულებაზე; ვ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით; ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვასა და შენახვაზე; დ) ამზადებს პასუხს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის, კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. თავი IV დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 9🔗 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.                                                                                                                                       დანართი №6               აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებით“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  მუხლი 3🔗 დეპარტამენტის (შიდა აუდიტის სუბიექტის) საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები მუხლი 4🔗 შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი; ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; ზ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები,  საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები-რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები  და ა.(ა).ი.პ.-ები) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების,  საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების   ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა; ლ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; მ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ნ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და წარდგენა; ო) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; პ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ჟ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; რ) სამინისტროს ,,ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს პროგრამების შესრულების  მონიტორინგი; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები მუხლი 5🔗  1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.  2. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:  ა) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და ადმინისტრაციული საჩივრები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;  ბ) განიხილოს თანამშრომელთა შუამდგომლობები და მოხსენებით ბარათები;  გ) ადგილზე გაეცნოს, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისაგან, მოითხოვოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;  დ) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;  ე) ზედამხედველობა გაუწიოს მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;  ვ) მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სხვა;  ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, საფინანსო ან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს;  თ) განახორციელოს გამოვლენილი თუ მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი. ამ მიზნით მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;  ი) კურატორ მინისტრის მოადგილესთან და მინისტრთან შეთანხმებით დახმარებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაკები,  ან სხვა სპეციალისტები, შემოწმებებში მონაწილეობის მისაღებად;  კ)  კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგინოს წინადადება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ლ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;  მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის  სფეროში მოქმედი  სსიპებისა და ა.(ა).ი.პ.-ების ხელმძღვანელებს წარუდგინოს მოთხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;  ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 6🔗  დეპარტამენტი ვალდებულია: ა) იხელმძღვანელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონით, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსით, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიით, შიდა აუდიტის სტანდარტებითა და შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპებით, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის  ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, ხოლო, ინსპექტირების შემთხვევაში - ინსპექტირების გეგმა. გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების ან/და ინსპექტირების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) წარუდგინოს ანგარიში მინისტრს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტლურად, ასევე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით; ვ) წელიწადში ერთხელ, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 7🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) ინსპექტირების გაყოფილება. მუხლი 8🔗 შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი; ვ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; ზ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები,  საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები-რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები  და ა.(ა).ი.პ.-ები) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების,  საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; კ)  სამინისტროს პროგრამების შესრულების  მონიტორინგი; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗 ინსპექტირების განყოფილების ფუნქციებია:                  ა) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ბ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების,  საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების   ფუნქციონირების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების,  საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა.(ა).ი.პ.-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ე) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; ზ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; თ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი V დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მუხლი 10🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 11🔗 დეპარტამენტი მოქმედებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე. მუხლი 12🔗 1.დეპარტამენტის უფროსი:  ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;  ბ) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;   გ) შიდა აუდიტის  სტრატეგიული და წლიური გეგმა ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს.  დ) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების/ინსპექტირების ინდივიდუალურ გეგმას  და წარუდგენს მინისტრს;  ე) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;  ვ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს;  ზ) დეპარტამენტის განყოფილებებს შორის ანაწილებს მოვალეობებს, აძლევს მათ ზეპირ და წერილობით მითითებებს.  თ) აკონტროლებს  დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;  ი) ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;  კ) მინისტრს წარუდგენს  წინადადებებს  დეპარტამენტის  სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;   ლ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;   მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე;   ნ) ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;   ო) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და შემოწმების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოხელეთა განსახილველი და განხილული საკითხების კონფიდენციალურობას და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;   პ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;   ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;  რ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა  უფლებამოსილებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ვ) ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს. 4. განყოფილების უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა  და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 14🔗 1. დეპარტამენტის თანამშრომლები კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მინისტრის ბრძანებით. 2.  დეპარტამენტის თანამშრომლები: ა)  ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისისა და განყოფილების უფროსის დავალებებს; ბ)  პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) შიდა აუდიტისა და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, უფლება აქვთ შეუზღუდავად გაეცნონ დაწესებულების სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობას და დოკუმენტაციას;  დ) უფლებამოსილნი არიან აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების პროცესში  მიიღონ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღონ დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.  ე)  ვალდებულნი არიან დაიცვან  აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია;  ვ) ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;  ზ) ვალდებულნი არიან შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;    თ)  პასუხისმგებელნი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;  ი) ამზადებენ პასუხის პროექტებს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე. თავი VI ინსპექტირების ჩატარების წესი მუხლი 15🔗 1. სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებას. 2. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 3. ინსპექტირების ჩატარების ვადები, შემოწმების პერიოდი, მოქმედების სფერო და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება (ინსპექტირების ინდივიდუალური გეგმით) დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით. მუხლი 16🔗 ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით’’ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები. მუხლი 17🔗 1. ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა. 2. ინსპექტირების დასკვნა უნდა მოიცავდეს ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და კანონშესაბამის მითითებებს განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ. 3.    ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მინისტრს. მუხლი 18🔗 1. მინისტრის გადაწყვეტილებით, ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებას, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება. 2. ინსპექტირების დასკვნაში აღნიშნული კანონშესაბამისი მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად. 3. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება, ვალდებულია დასკვნის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების შესახებ სამინისტროში წარმოადგინოს სრულყოფილი ანგარიში და შესაბამისი დოკუმენტაცია. თავი VII დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 19🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილი წესით.