აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 11.04.2024
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი გიორგი თავამაიშვილი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება
№46
2013 წლის 1 მარტი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, 35-ე მუხლების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;
გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
დ) ასაკი: 21 წლიდან - 65 წლამდე;
ე) კომპიუტერული პროგრამების (Windows office: Ms.Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet ) სრულყოფილი ცოდნა;
ვ) კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ზ) საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი;
თ) ნორმატიული აქტების ცოდნა:
თ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
თ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’;
თ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
თ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ.ე) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ.ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ.ზ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ.თ) ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
თ.ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სასურველია:
ა) უცხო (ინგლისური, რუსული) ენ(ებ)ის ცოდნა;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
გ) ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მაისის №243 ბრძანება.
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრიგიორგი თავამაიშვილი