შპს “მალი XXI”–ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2013 წლის 20 თებერვალი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI-“ის (ს/კ 202463342)
დირექტორ ი : ზვიად მირიანაშვილ ი
მისამართი : ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელ ფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 007
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი :
თამარი მეტრეველი, პ/ნ 25001043989, მცხოვრები: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა №9
აუქციონის ჩატარების დრო :
2013 წლის 28 თებერვალი 12:00 საათი (საქართველოს დროით)
აუქციონის ჩატარების ადგილი :
ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117 შპს ёმალი XXI”-ის ოფისი
უძრავი ნივთის საწყისი ფასი :
22432.21 აშშ დოლარი და 125 ლარი
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა :
ქალაქი ლაგოდეხი, ქუჩა ვაშლოვანი, №9. მიწის ნაკვეთი 1291.00კვ.მ. საკადასტრო კოდი:54.01.16.102
უძრავი ნივთის აღწერა :
ნაკვეთის საკუთრების ტიპი:საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო). დაზუსტებული ფართობი:1291.00 შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: განაშენიანების ფართით N1-168.49კვ.მ; N2 - 62.41კვ.მ.
გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება;
აუქციონის პირობები :
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის,კრედიტორს(სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია,გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან30 საბანკო დღე.პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე.სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI ” , დირექტორ ი ზვიად მირიანაშვილ ი