ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.02.2013
ძალის დაკარგვა 20.02.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250250.35.125.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2013 წლის 19 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახური
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.