„საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის #157 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
350050000.10.003.017192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2013 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №157 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2012  წლის  30 აპრილის №157 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2012  350050000.10.003.016830)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 21‑ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად შეიქმნას მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში‑კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

დავით ნარმანია –  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ნოდარ ხადური –  საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზაზა ჭელიძე   –  სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თეა წულუკიანი –  საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი ალასანია –  საქართველოს თავდაცვის მინისტრი

დავით კირვალიძე  –  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი ხელაია –  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლევან ყიფიანი –  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრი

სოზარ სუბარი –  საქართველოს  სასჯელაღსრულების, პრო­ბა­ციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი –  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით დარახველიძე    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულპირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი   – საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი

გიორგი მარგველაშვილი   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე‑პრემიერი

დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

კონსტანტინე  სურგულაძე   – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში

პაატა ზაქარეიშვილი  – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში

გიორგი ბარამია   – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

არჩილ ხაბაძე    –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

გიორგი უგულავა   – ქალაქ თბილისის მერი

ლევან სამადაშვილი    – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

თენგიზ ცეკვავა   – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

ეკატერინე კერესელიძე  – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

ზურაბ ხარატიშვილი   – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

პაატა შავიშვილი       – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილების მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ეთხოვოს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს თავისი წარმომადგენელი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იქნენ სსიპ – საქსტატის საბჭოს წევრები ან/და დემოგრაფები.“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ქვეყანაში მოსახლეობის აღწერის თარიღის განსაზღვრის, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების, მისი ორგანიზებულად ჩატარების, წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად.“.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის დებულების მე‑3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაამტკიცოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და მეთოდოლოგია;“.

მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო  სამთავრობო  კომისიის დებულების მე‑3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჭიროების შემთხვევაში სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პაუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები.“. 

მუხლი 6
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი