„ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2013 წლის 15 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2012, 280120000.10.003.017130) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის და პირობების“ (დანართი №1)  მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტო არ არის უფლებამოსილი დამატებით გადაამოწმოს ოჯახი, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სოციალური დახმარების გაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ადგილი აქვს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალებას;

ბ) წარმოდგენილია ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის განცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები ოჯახი შეჭრილია კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში;

დ) სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილ იქნა გარემოებ(ებ)ი, რომელიც უკავშირდება ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიღების უფლებრივ საკითხს.

9.  ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური დახმარების შეწყვეტა განხორციელდება შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და სოციალური დახმარება განმეორებით აღარ დაინიშნება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2013.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.017194.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №454 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30, 15.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017194 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1849312/