დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის” საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.02.2013
ძალის დაკარგვა 05.04.2013
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.152.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის” საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2013 წლის 19 თებერვალი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის” საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „
დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის” საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" (შემდგომში – ცენტრი) საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ანგარიშსწორების წესი (შემდგომში წესი) არეგულირებს დუშეთის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ნორმების განსაზღვრას და უზრუნველყოფს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ სპორტული ღონისძიებებისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ცენტრისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის და ანგარიშსწორების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებას.
მუხლი 2🔗.
საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეთა (სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი, წარმომადგენელი) დაფინანსების წესი
1. საქართველოში გასამართ სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეთა დაფინანსება განისაზღვროს:
ა) მგზავრობის ხარჯები შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით ან სათანადო ხელშეკრულებით დაქირავებული ტრანსპორტის ღირებულების შესაბამისად;
ბ) დღიური კვების ხარჯი იანგარიშება ღონისძიებაზე ფაქტობრივად ყოფნის დღეების ჩათვლით, ერთ მონაწილეზე არაუმეტეს 15 ლარის ოდენობით;
გ) საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯი განისაზღვრება არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნორმის ღირებულების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
დ) სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი დაფინანსების უზრუნველსაყოფად სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა, შეჯიბრებაზე მოწვევა ან/და შეჯიბრების დებულება, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული, სპორტული ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა და მონაწილეთა სია;
ე) ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს სპორტული ღონისძიების დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
ვ) სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეთა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს წინასწარ ან სპორტული ღონისძიების დამთავრების შემდეგ, წინამდებარე წესით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შესაბამისად.
2. საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეთა დაფინანსება განხორციელდეს საქართველოში მოქმედი საბიუჯეტო სახსრებიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსების წესის შესაბამისად.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებები დაფინანსდეს:
ა) სპორტულ ღონისძიებებზე საპრიზო ფონდის და მსაჯების ხარჯის ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი სპორტული ღონისძიების დებულებით განსაზღვრული ოდენობით.;
ბ) ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს სპორტული ღონისძიების დამთავრებიდან 5 სამუშაო დღით.
მუხლი 3🔗.
წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების წახალისება
წარმატებული სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის შესაძლებელია განხორციელდეს წახალისება პრემიის სახით.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებები
1. დადგენილი წესი სავალდებულოა შესასრულებლად ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისათვის”.
2. წინამდებარე წესში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.