სს „სვუპის” 75%-ზე მეტი მფლობელი აქციონერის სს ”სმარტექსის” №14 გადაწყვეტილების ცვლილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „სვუპის” 75%-ზე  მეტი მფლობელი აქციონერის

სს სმარტექსის” 14 გადაწყვეტილების ცვლილება

 

2013 წლის 1 9 თებერვალი

 

ქ. თბილისი

 

სს ”სმარტექსმა” (საიდენტიფიკაციო კოდი 202455850) (შემდგომში სმარტექსი” ), წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი მელიქიძის სახით, როგორც სს „სვუპის” (შემდგომში სვუპი” ან „კომპანია“) (საიდენტიფიკაციო კოდი 404871750) აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.11 მუხლის შესაბამისად მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შედის „სმარტექსის“ მიერ 2013 წლის 8 თებერვალს მიღებულ №14 გადაწყვეტილებაში:

 

1.      შევიდეს ცვლილება „სმარტექსის“ მიერ 2013 წლის 8 თებერვალს მიღებულ №14 გადაწყვეტილებაში,  შეიცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილების 1-ლი და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„1. გამოშვებულ იქნეს 98,630 ერთეული ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 0.6083 (ნული მთელი ექვსი ათას ოთხმოცდასამი მეათიათასედი) ლარის ნომინალური ღირებულებით (შემდგომში „ახალი აქციები“) და აღნიშნული აქციები გადანაწილდეს შემდეგნაირად:

a)      „სმარტექსს“ გადაეცეს 82,192 ცალი „ახალი აქცია“ მის მიერ შპს „ფრიშოპ.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404387356) (შემდგომში „ფრიშოპ.ჯი“) 87% წილის „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის სანაცვლოდ;

b)      კონსტანტინე კუბლაშვილს (პირადი ნომერი #41001015617) გადაეცეს 16,438 ცალი „ახალი აქცია“ მის მიერ შპს „ფრიშოპ.ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 404387356) 13% წილის „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის სანაცვლოდ.“.

 

„3. სათანადოდ აისახოს „სვუპის“ აქციონერთა რეესტრში „კომპანიის“ „ახალი აქციების“ გამოშვების შედეგად აქციონერთა წილობრივ მონაწილეობაში მომხდარი ცვლილება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

a)      სს „სმარტექსი“ – 79.116% (869,192 ცალი აქცია);

b)      შპს „სვუპ კონსალტინგი“ – 7.009% (77,000 ცალი აქცია);

c)      თეა კობახიძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია);

d)      გიორგი ჯიბლაძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია);

e)      გურამ კაკუშაძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია);

f)       გიორგი გოგუაძე – 3.095% (34,000 ცალი აქცია); და

g)      კონსტანტინე კუბლაშვილი – 1,496% (16,438 ცალი აქცია).“.

 

2.       მიენიჭოს უფლებამოსილება „სვუპის” დირექტორს, თეონა კუტალაძეს შეასრულოს ზემოთ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს ამ გადაწყვეტილებების შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს და მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია კომპანიის აქციონერთა რეესტრში.

 

 

 

ხელმოწერილია 2013 წლის 1 9 თებერვალს.

 

გიორგი მელიქიძე

სს სმარტექსი”

დირექტორი