საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №112
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.016756
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
2013 წლის 20 თებერვალი
ქ.თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2013 წლის 7 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება.
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი