⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,207 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №34 2013წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №51 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი (შემდგომში -დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. 2.   დეპარტამენტი   თავის   საქმიანობაში   ხელმძღვანელობს   საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს  საერთაშორისო  ხელშეკრულებებით,  საქართველოს საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე    ნორმატიული    აქტებით,    სამინისტროს დებულებით,  ამ  დებულებითა  და  საქართველოს  საგარეო   საქმეთა  მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების ვიზიტების ორგანიზება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, მინისტერიალების დაგეგმვა და ორგანიზება; ბ) კონსულტაციის გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში; გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების  მიერ  რწმუნებათა  სიგელების  გადაცემის  ცერემონიის  დაგეგმვა- ორგანიზება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება; ე) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო, სამსახურებრივი და სააკრედიტაციო  ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა; ვ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; ზ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და რწმუნებათა სიგელების დამზადების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილების დამზადება; ი) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; კ) საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება საჭიროების შემთხვევაში; ლ) საჭიროებისას, კომპეტენციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების,  საერთაშორისო  მისიებისა  და  საერთაშორისო ორგანიზაციების  წინაშე  წამოჭრილი  სხვადასხვა  ოპერატიული  პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა; მ) საერთაშორისო პროტოკოლის პრინციპებისა და  ნორმების დაცვის მიზნით, თეორიულ-მეთოდური საქმიანობა საქართველოში არსებული საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის,  კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს, ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და სამინისტროდან გასაგზავნ დოკუმენტებს; ვ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ)  ორგანიზებას  უკეთებს  ამ  დებულებით  დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის შესახებ; თ)  წარუდგენს  სამინისტროს  ხელმძღვანელობას  წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების დანიშვნა-გათავისუფლების, რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა  და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; გ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. 7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები  1. უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს  საგარეო  საქმეთა  მინისტრისა  და  მისი  მოადგილეების საზღვარგარეთის  ქვეყნებში  ოფიციალური,  სახელმწიფო,  სამუშაო,  გავლითი  და არაოფიციალური            (მეგობრული) ვიზიტების      ორგანიზება,      საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვა; ბ)  კონსულტაციების  გაწევა  საქართველოს  სამინისტროებისა  და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში; გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება; დ) საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილესათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება; ე) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებების დროს სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა. 2. დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოში დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო, სამსახურებრივი და სააკრედიტაციო ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა; გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; დ) საზღვარგარეთ საქართველოს ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნებათა სიგელების დამზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნის ელჩის დანიშვნის პროცედურები და რწმუნებათა სიგელების თარიღების რეგისტრაცია; ე) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების ატაშეს სამხედრო სფეროში დანიშვნის პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით მისალოცი წერილების დამზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სამძიმრის  წერილის დამზადება; თ) საჭიროებისას, კომპეტანციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების,  საერთაშორისო  მისიებისა  და  საერთაშორისო ორგანიზაციების  წინაშე  წამოჭრილი  სხვადასხვა  ოპერატიული  პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა. 3. ცერემონიების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩამოსული უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების საჩუქრებით და სამახსოვრო სუვენირებით უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საზღვარგარეთ ვიზიტისას გადასაცემი საჩუქრების უზრუნველყოფა; გ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება; დ) საქართველოში უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების, ასევე სხვა ღონისძიებების (კონფერენცია, ფორუმი, მინისტერიალი, ამბასადორიალი და სხვ.) ფარგლებში დაგეგმილი სადილების და მიღებების ორგანიზება; ე) საქართველოს ეროვნულ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების დაგეგმვა და ორგანიზება; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადება; ზ) საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების დროს დარბაზის გაფორმება; თ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურული ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.