საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.03.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№36
2013 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე
საერთაშორისო ეკონომიკურ
ურთიერთობათა დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგი და რეგულარული საინფორმაციო მასალების მომზადება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით;
ბ) მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოე-კონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება პოტენციურ სავაჭრო პარტნიორების შესაბამისი სავაჭრო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება-მოპოვებისათვის, ასევე უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება;
ე) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, რანგირების, წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.
6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
7. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება, ასევე რეგიონალური საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის, როგორც რეგიონალური სატრანზიტო ცენტრის პოზიციების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და სხვ.) ანალიზი რეგიონალურ ჭრილში. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ოფიციალური ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კომპეტენციის შესაბამისად სუამ-ის ფარგლებში და დსთ-სთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემატიკის დამუშავება, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობა;
ე) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) თანამშრომლობის კოორდინაცია. მის ფარგლებში რეგიონალური პროექტების შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა;
ვ) აქტიური მუშაობა პროექტების განვითარების ფონდის (PDF) ფარგლებში;
ზ) თანამშრომლობა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) და ურთიერთობების ხელშეწყობა BSEC-სა და BSTDB-ის შორის;
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ქსელებში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა. TRACECA-ს და INOGATE-ს რეგიონალური პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიზნით საქართველოს შესაბამისი უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით ახალი წინადადებების შემუშავება;
ი) კასპიის მდიდარი ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის ხელშეწყობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორისб გაერო-ს ქვედანაყოფებთან, განყოფილებებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNDP, WB, IMF, IFC, ICAO, FAO, WFP, UNCTAD, UPO, ILO და სხვ.), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD), ეუთო-სთან და ნატო-სთან (ეკონომიკური განზომილება) თანამშრომლობის კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობის ხელშეწყობა;
მ) თანამშრომლობის გააქტიურება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ISO);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ო) საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება;
პ) საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების და მიმართულებების ჩამოყალიბებაზე;
რ) საქართველოს შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სრულყოფის მიზნით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა და ამ სისტემაში ჩართვის მსურველ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის;
ს) სატრანსპორტო - სატრანზიტო სექტორში არსებული საქართველოს შედარებითი უპირატესობების სრული ათვისების ხელშეწყობა;
ტ) პრიორიტეტების მიხედვით რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კონტრიბუციების სათანადო და კომპლექსური უზრუნველყოფა;
უ) ურთიერთობების გააქტიურება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფთან (G11);
ფ) ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში (WWTG) კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის დიპლომატიური უზრუნველყოფა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიმზიდველ საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
2. უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო არენაზე საქართველოს ეკონომიკისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი სექტორების წარმოჩენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტრადიციულ ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის პოზიციების განმტკიცება და ახალი ბაზრების მოძიების ხელშეწყობა, ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, დამკვიდრებისა და წინსვლის მიზნით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ინტენსიური მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან;
ე) კომპეტენციის ფარგლებში დსთ-ს სივრცეში არსებული მრავალმხრივი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადატანის ხელშეწყობა ორმხრივ ფორმატში;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან დადებული ორმხრივი ჩარჩო სავაჭრო-ეკონომიკური, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ შეთანხმებების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გეოგრაფიულ დასახელებათა და წარმოშობის ნიშნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
თ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა საქართველოში მიმდინარე საბაზრო ეკონომიკური რეფორმების წარმოჩენისათვის;
ი) უცხოური ბაზრების კონკრეტულ სეგმენტებზე/სექტორებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დამკვიდრების მიზნით, სამარკეტინგო – სარეკლამო ღონისძიებების ხელშეწყობა;
კ) საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებში, გამოფენებში, ბაზრობებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ლ) ქართული საქმიანი წრეების მუდმივი ინფორმირება სხვადასხვა უცხოურ ბაზრებზე არსებული სავაჭრო რეჟიმების შესახებ;
მ) ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების ხელშეწყობა;
ნ) პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვა ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით;
ო) ქართული საბანკო და საინვესტიციო სექტორისათვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა;
პ) საქართველოს, როგორც ეკონომიკურად და ინვესტიციების წახალისების კუთხით მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბების მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს ანიჭებენ განვითარებისა და საინვესტიციო რეიტინგებს;
ჟ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან (UNWTO).
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობას და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ვ) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.