⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.11.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2013
ძალის დაკარგვა 01.11.2013
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.113.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 828 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2013 მიღება
01.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 ქალაქის ცენტრალური
2 ქალაქის შუალედური
3 ქალაქის პერიფერიული
საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL L
II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი I TL
III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL
ქ. ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0.7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №4 2013 წლის 20 თებერვალი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული   ფასი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 თებერვლის  №4 დადგენილება მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალეკო მამეშვილი დანართი №1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე (დანართი №2) და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG X I TL X C X K სადაც: ა) CN ​_ არის 1მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG _ არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52.ლარს; გ) I TL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში _ 1.2; გ.ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში _0,8; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში _0.7; დ) C _ არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ​2 –ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. ე) K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის; ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში _ 40;  ე.ბ) ქალაქის შუალედური და პერიფერიული ზონისათვის 20-ს. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG G I TLL C K CN(ლარი) 1 ქალაქის ცენტრალური 0.52 1.2 0.24 40 5.9904 2 ქალაქის შუალედური 0.52 0.8 0.24 20 1.9968 3 ქალაქის პერიფერიული 0.52 0.7 0.24 20 1.7472 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 0.5990 ლარს, ხოლო დაბისათვის ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 0.9984 ლარს. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის   არეალებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 0.4992 ლარს. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი “საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასები. 6. „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 11_მაგი ოდენობით და შეადგენს 21.9648 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი. დანართი №2 ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL L გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე რკინიგზის ხაზამდე. რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე. ლალიონის ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე. კოსტავას ქუჩა (12-სართულიანი  სახლის ჩათვლით) აკაკის ქუჩის დასაწყისამდე. აკაკის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე. თ. სახოკიას ქუჩა გურიის ქუჩამდე. გურიის ქუჩა გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიბოედოვის ქუჩა სანაპიროს ქუჩამდე.სანაპიროს ქუჩა მდ. ბჟუჟამდე ს. მაკვანეთისკენ მიმავალ ხიდამდე. ს. ქობულაძის ქუჩა თაყაიშვილის ქუჩამდე. თაყაიშვილის ქუჩის მონაკვეთი მდ. ბჟუჟის ხიდიდან ნ. ნაკაშიძის ქუჩამდე.ნ. ნაკაშიძის ქუჩა. ნინოშვილის ქუჩა (შედის №1 საჯარო სკოლა, II საბავშვო ბაღი, საავადმყოფო „ავერსი“, ყოფილი ინტერნატის ეზოს ჩათვლით) გმირთა მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. - ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია. 1.2 II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი I TL  მდ. ბჟუჟის ხიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისამდე, შპს გზამშენი -18-ის, მანქანათმშენებელი და ყოფილი პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით. ს. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ესაძის ქუჩის გადაკვეთამდე. ესაძის ქუჩა მალაზონიას ქუჩამდე. მალაზონიას ქუჩა დ. ბაქრაძის ქუჩამდე. დ. ბაქრაძის ქუჩა თავისუფლების ქუჩამდე. თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩამდე. დავით აღმაშენებლის ქუჩიდან  ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე. ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩა რკინიგზის ხაზის გადაკვეთამდე. რკინიგზის ხაზის გასწვრივ ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე. ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი იაკობ შემოქმედელის  ქუჩამდე. იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის დასაწყისამდე. კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე. ნ. დუმბაძის ქუჩა მ. კოსტავას, ზ. დამენიას ქუჩების კვეთამდე. ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე. ნ. ბარათაშვილის ქუჩა  ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის კვეთამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა  ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევიდან მეუნარგიას ქუჩის ჩათვლით. სანაპიროს ქუჩამდე. სანაპიროს ქუჩა ა. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე.        P- შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მდებარე ტერიტორია 0.8 III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I TL ქ. ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0.7