⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.02.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,320 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №35 2013 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამკიცებული დებულების მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №46 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო სამართლებრივი  დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინის­ტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები  1.  დეპარტამენტის  ამოცანებია: ა) დადგენილი წესით მოამზადოს წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) აუცილებელი წესით, მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებების დადებასთან, ტექსტის მიღებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში; დ) მოამზადოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა სახის ნორმატიული აქტების მიღების  მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე აუცილებელი წესით მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ასეთი წინადადებების შემუშავებაში; ე) კომპეტენციის ფარგლებში იქონიოს პირდაპირი კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) დაამყაროს ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს მათგან თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დახმარების გაწევა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის; თ) საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; ი) საქართველოს სახელით საერთაშორისო ხელშეკრულებების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; კ) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით ან სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაცია; ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობის განხორციელება; მ) თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო და საჯარო სამართლის სუბიექტებთან, ასევე საქართველოში აკრედიტირებულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება; ნ) დეპარტამენტის თანამშრომლების საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ო) დონორებიდან თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო დახმარების მოზიდვა სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან შეთანხმებით და მოზიდული დახმარების ათვისება; პ) კომპეტენციაში შემავალი საკითხების დარეგულირების მიზნით მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა. 2.   დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება: ა) საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების კოორდინაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა საქართველოს შესაბამის უწყებაში; ე) აუცილებელი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, ტექსტის შემუშავების/მიღების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ზ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა; თ) აქტუალური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების ანალიზი; ი) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების კოორდინაცია. მუხლი 3🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები 1.ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო- სამართლებრივი აქტების საერთაშორისო-სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) აუცილებელი წესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ წინადადების არსებობის შემთხვევაში, საერთო კოორდინაციის უზრუნველყოფა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ე)საქართველოს ორმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, ტექსტების შემუშავების/მიღების, შეწყვეტისა  და  მოქმედების  შეჩერების  მიზნით  გამართულ  მოლაპარაკებაში  მონაწილეობის მიღება აუცილებელი წესით და/ან ამგვარ საკითხებზე მოლაპარაკების წარმართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად დახმარების  გაწევა  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის; ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მონიტორინგი და ანალიზის კონტროლი. 2. მრავალმხრივი     საერთაშორისო    ხელშეკრულებებისა     და     სამართლებრივი  ანალიზის  სამმართველოს  ძირითადი  ამოცანები  და  ფუნქციებია: ა) აღმასრულებელი    ხელისუფლების    ცენტრალური    ორგანოებისა    და    ასევე    სამინისტროს სტრუქტურული      ქვედანაყოფების  საერთაშორისო      ხელშეკრულებათა       დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია დადგენილი წესით; ბ) მრავალმხრივი    საერთაშორისო    ხელშეკრულებების    დადებასთან,    ძალაში    შესვლასთან, შეწყვეტასა და გაუქმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარება; გ) საქართველოს მიერ  საერთაშორისო    ხელშეკრულების    ძალაში    შესვლისათვის    საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ხელშემკვრელი მხარის ან დეპოზიტარის ინფორმირება და მათგან შეტყობინების მიღება; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა; ე) საქართველოს   საერთაშორისო   ხელშეკრულების   ძალაში   შესვლის   შემდგომ   საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ვ) საქართველოს    სახელით    საერთაშორისო    ხელშეკრულებების    დეპოზიტარის    ფუნქციის შესრულება; ზ) თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში,  საერთაშორისო-სამართლებრივ  ნორმებთან  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებათა მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; თ) აქტუალური საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების სამართლებრივი ანალიზი; ი) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობით და სხვა მრავალმხრივი საერთაშორისო   ხელშეკრულებებით      გათვალისწინებული      ანგარიშების      მომზადების კოორდინაცია; კ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მასალების მომზადებაში მონაწილეობა. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი:  ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;  ბ) განსაზღვრავს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების სფეროს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;  გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;  დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;  ე) ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს;  ვ) დეპარტამენტის ერთერთ თანამშრომელს  ავალებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას და კონტროლს უწევს მას;  ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და რესურსების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად;  ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანის, დაქვეითების,  როტაციის ან სხვა სახით მივლინების, შვებულებაში გასვლის, წახალისების, რანგის მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამუშაოდან გათავისფლების თაობაზე, დადგენილი წესების თანახმად; კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით; ლ) მინისტრს აბარებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირქტორის მოადგილე:  ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.  6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.  მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების  ხელმძღვანელობა  1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:  ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  ზ) მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.