⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.03.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2013
ძალის დაკარგვა 07.03.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.114.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 468 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
07.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0.3 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 21 თებერვალი დ. ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  არის დ. ჩოხატაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL   არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. ე)  K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 167-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დ. ჩოხატაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0.3 1 0.24 167 12 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე–2 პუნქტში დადგენილი ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს. 4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,0 ლარს. 5. 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,0 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 – მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასები. 6. 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო–სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატურის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტით დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით და კურორტ ბახმაროში შეადგენს 36,0 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი.