,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016157
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2013 წლის 21 თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,    ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1. სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილება;

გ) სპეციალისტები.

2. ეკონომიკის, ინფარსტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

3. სამსახურის უფროსს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

4. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებია:

ა) წარმართავს საერთო საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს  ფუნქციებს;

გ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას;

დ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის;

ზ) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელია ამ სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის წინაშე. მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

5. ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილების უფროსი ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების განხორცილების ხელშეწყობას ამ დებულებით განსზღვრული უფლება-მოვალეობის ფარგლებში.

6. ა) სპეციალისტი – საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში – ახორციელებს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შედგენისას საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

 ბ) სპეციალისტი – ეკონომიკის საკითხებში – ამზადებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიული, ყოველწლიური და ხანგრძლივი პერიოდის გეგმების და პროექტების შემუშავებისათვის წინადადებებს;

 გ) სპეციალისტი – გზებისა და ხიდების საკითხებში – ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.

დ) სპეციალისტი – ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში – არქიტექტორი – ახორციელებს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ ქალაქთმშენებლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ე) სპეციალისტი – მშენებლობის საკითხებში – კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.     

7.  სამსახურის საშტატო განრიგით დამტკიცებული თანამშრომლები პასუხს აგებენ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებაზე.

8. სამსახურის საშტატო ერთეულით განსაზღვრულ თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

9. სამსახურის ხარჯთა ნუსხას და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წარდგინებით.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე